
11/15/2026
ნაადრევ დაბერებას ხელს შესაძლოა ჩვენი ყოველდღიური ჩვევებიც უწყობდეს. მათ შორის ზოგი ისეთი ჩვევა, სრულიად უწყინრად რომ მიგვაჩნია.
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ასახელებს ათ ფაქტორს, რომლებიც, მისი განმარტებით, დაბერების ნიშნების უფრო ადრე გამოვლენას უკავშირდება და გვიხსნის, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
10 ფაქტორი, რომელიც ჩვენს ნაადრევ დაბერებას იწვევს, კანის დანაოჭებას, თმის გაჭაღარავებას და უფრო სწრაფად დაბერებას, ვიდრე ჩვენ გვეკუთვნის ბიოლოგიურად...
თან ეს ათივე ჩვენს ყოველდღიურობაში ხშირი მოვლენაა.

1. პირველი ეს არის მზე...
მზე გვაბერებს, ულტრაიისფერი სხივები გვიზიანებს ჩვენს დნმ-ს და როცა ზიანდება დნმ-ი უჯრედები ზიანდება და ამიტომაც არის, რომ უფრო სწრაფად გვიბერდება კანი. ნუ გამოსავალი არსებობს, რომ გამოიყენოთ მზისგან დამცავი, წლის ნებისმიერ დროს, არა მხოლოდ ზაფხულში, ასევე ზამთარშიც და SPF-ი უნდა იყოს 30-ს ზევით.

2. მეორე ეს არის თამბაქო...
იმიტომ რომ ნიკოტინი ავიწროებს სისხლძარღვებს და თუ შევიწროვდება სისხლძარღვები, ქსოვილები ვერ მიიღებს ვეღარც საკვებს, ვეღარც ჟანგბადს და უფრო სწრაფად დაბერდება. ასევე თამბაქო აზიანებს კოლაგენსაც და ამიტომაც არის, რომ კანი უფრო სწრაფად გვინაოჭდება. გამოსავალი ისაა, რომ აღარ მოსწიოთ, ან თუ სხვა ეწევა და პასიური მწეველი ხართ, თავი აარიდოთ.

3. მესამეა შაქარი და გადამუშავებული საკვები...
შაქარი ჩვენს ყოველდღიურობაში ხშირია გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა შაქრით... ვსვამთ ენერგეტიკულ სასმელებს. ამ კურიერს ვიძახებთ და მოაქვს საკვები სწრაფი კვების ობიექტებიდან... ეს ყველაფერი შაქარია. ამიტომაც არის, რომ მერე ეს გლუკოზა იწვევს ცილების ვთქვათ მათ გლიკოზირებას, ცილები ზიანდება და უფრო ჩქარა ბერდებით. ნუ გამოსავალი არსებობს, რომ მიიღოთ ძალიან ბევრი ხილი და ბოსტნეული ანუ ძალიან ბევრი ბუნებრივი რაღაცები.

4. მეოთხე ეს არის ქრონიკული სტრესი...
თუ თქვენს სამსახურში დაძაბული პირობები გაქვთ, ვთქვათ იქ გეჩხუბებიან ან სახლში გაქვთ დაძაბული პირობები, ას ნ ფინანსური დაბრკოლებები გაქვთ, ან ურთიერთობაში გაქვთ პრობლემები. ეს ქრონიკული სტრესი იწვევს ძალიან ბევრ კორტიზოლს, ასევე ქრომოსომებზე ტელომერების დამოკლებას და უჯრედების უფრო ჩქარა დაბერებას. გამოსავალი ისაა, რომ ეს პრობლემები გადალახოთ, ასევე ბუნებაში ისეირნოთ, ღრმა სუნთქვის ტექნიკები გამოიყენოთ. მოკლედ სტრესს თავი აარიდოთ.

5. მეხუთეა არასაკმარისი ძილი...
როცა ორგანიზმს აკლია ძილი, აკლია ზრდის ჰორმონიც და ზრდის ჰორმონის გარეშე ქსოვილების რეგენერაცია რთულდება. ამიტომაც არის, რომ ეგრევე გვეტყობა უძილობა სახეზე. გამოსავალი არსებობს, რომ დღეში 7-8 საათი ხარისხიანი ძილით ეს ყველაფერი შევავსოთ.

6. მეექვსე ეს არის ალკოჰოლი...
როდესაც თქვენ იღებთ ალკოჰოლს ეს იქნება ლუდი თუ რამე სხვა, ეს ალკოჰოლი სხეულიდან გამოაძევებს სითხეს, ასევე იწვევს ოქსიდაციურ სტრესს, ამცირებს კანში ა ვიტამინის შემცველობას, ამიტომაც არის რომ კანი უფრო ჩქარა გვიბერდება. გამოსავალი არსებობს, რომ ალკოჰოლი ნაკლებად მიიღოთ და უფრო ბევრი სითხე მიიღოთ, მაგალითად ჩვეულებრივი წყალი.

7. მეშვიდე ეს არის უძრავი ცხოვრების სტილი...
როცა თქვენ არ მოძრაობთ, ანუ ფიზიკურად პასიური ხართ... სამსახური გაქვთ ისეთი, რომ მთელი დღე სხედხართ, არა აქვს მნიშვნელობა თუ არ მოძრაობთ ამ შემთხვევაში მიტოქონდრიების აქტივობა იკლებს, ასევე კუნთოვანი მასა მცირდება, ძვლოვანი მასა მცირდება და უფრო ჩქარა ბერდებით. გამოსავალი ისაა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა კვირაში 150 წუთი ფიზიკური აქტივობა მაინც გქონდეთ.

8. მერვე ეს არის არასაკმარისი რაოდენობით წყალი...
თუ თქვენ არ იღებთ საკმარისი რაოდენობით სითხეს ამ შემთხვევაში უკვე სხეული ვერ აწვდის თირკმელს იმ მოცულობით სისხლს, რომ სხეულიდან გამოძევდეს ყველა ტოქსინი, ამიტომაც არის, რომ ეს ტოქსინი მერე სხეულში გროვდება და ასევე ნაადრევად გვაბერებს. ამიტომ ყოველდღიურად ერთი ნახევარი ორი ლიტრი სითხე უნდა მიიღოთ, რომ კანის და თირკმლის ფუნქციები შეინარჩუნოს და უჯრედები მოცულობაში შეევსოს.

9. მეცხრე ეს არის დაბინძურებული ჰაერი...
როცა ჰაერში არის ძალიან ბევრი მიკრონაწილაკი, ისინი აღწევენ ხოლმე ჩვენს კანში, იწვევენ ქრონიკულ მიკროანთებას და ამის ფონზე ჩვენი კანი უფრო ჩქარა ბერდება. აქ გამოსავალი ისაა, რომ გამოიყენოთ არა მხოლოდ კანის მოვლის საშუალებები, რომლებიც ატენიანებენ კანს, ასევე ანტიოქსიდანტებიც, მათ შორის ვთქვათ C ვიტამინით კანის მოვლა.

10. და ბოლოს, მეათე ეს არის სოციალური იზოლაცია და მარტოობა...
თუ ვთქვათ თქვენ არ გყავთ მეგობრები, ან არ გყავთ ვთქვათ ახლობლები, თუ მარტო ხართ თქვენი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე. ეს ასევე იწვევს ბიოლოგიურ დაბერებას, ამიტომ უნდა შეინარჩუნოთ ურთიერთობები ახლობლებთან და ასევე იყოლიოთ მეგობრებიც.
გააზიარე სტატია