Logo

ტაბლოიდი

10 ვარსკვლავი ყველაზე უცნაური ჰობით

10 ვარსკვლავი ყველაზე უცნაური ჰობით

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გიფიქრიათ იმაზე,თუ რას საქმიანობენ კამერებისა და წითელი ხალიჩების მიღმა ყველასათვის ცნობილი მსახიობები და ვარსკვლავები?

ბევრი ცნობილი ადამიანი სრულიად მოულოდნელ საქმიანობას ეწევა და თავისუფალ დროსაც საკმაოდ უცნაურ ჰობის უთმობს.

გაგაცნობთ რამდენიმე ვარსკვლავს, რომელთა გატაცებასაც ჩვეულებრივს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

ხეებზე ცოცვა

საიმონ კოული

იცით, რას აკეთებს საიმონ კოუელი მაშინ, როცა მუსიკალურ შოუებში კონკურსანტებს არ აფასებს?

გაგიკვირდებათ და თავისუფალ დროს საიმონი ხეებზე ცოცავს...

როგორც მუსიკოსი თავად ამბობს, ეს მისთვის საუკეთესო საშუალებაა მარტო დარჩეს, თავი დააღწიოს ხმაურს და ბუნებასთან პირისპირ დარჩეს.

სანუკვარ სიმშვიდეს კოუელი ხის კენწეროზე პოულობს.

თოვლის ბურთულების შექმნა

ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტის გატაცების შესახებ მისმა გულშემატკივრებმა კარგად იციან. სვიფტი საკუთარი ხელით ამზადებს საშობაო თოვლის ბურთულებს და მათ „ქილაში ჩაკეტილ შობას“ უწოდებს.

ეს გატაცება მომღერლის მუსიკალურ კლიპებშიც არაერთხელ გამოჩნდა და ფანებისთვის ლიმიტირებული კოლექციებიც კი შექმნა.

მეფუტკრეობა

ბიონსე

ბიონსეს გატაცება მეფუტკრეობაა. მას საკუთარ სახლში რამდენიმე სკა აქვს, რომლებსაც გულდასმით უვლის. ბიონსეს ფუტკრები ყოველწლიურად ასობით ქილა თაფლს აწარმოებენ, რომელსაც მომღერალი ოჯახში მოიხმარს.

ბიონსეს ფუტკრებით გატაცება მისი ქალიშვილების ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. სწორედ ქალიშვილებისათვის ჰომეოპათიური საკვების მიცემა იყო იმის მიზეზი, რომ მომღერალმა სახლში ფუტკრების ოჯახები მოაშენა.

საკიდების კოლექციონერი

პენელოპე კრუსი

ერთ-ერთი ყველაზე უცნაური გატაცება აქვს პენელოპე კრუზს. მას სახლში სხვადასხვა ფორმისა და ზომის 500-ზე მეტი ტანსაცმლის საკიდი აქვს.

რატომ? პასუხი უცნობია. მსახიობის გატაცების მიზეზი იდუმალებითაა მოცული.

ბარბის თოჯინები

ჯონი დეპი

ჯონი დეპი ბარბის თოჯინებს აგროვებს. შესაძლოა, ეს ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა ისტორიას სასიამოვნო დასაწყისი აქვს. როდესაც დეპის ქალიშვილი პატარა იყო, ის მამასთან ერთად თამაშობდა და თოჯინებით. დეპი ამ თოჯინებით სხვადასხვა პერსონაჟის გახმოვანებაზე მუშაობდა. როცა ლილი-როუზი ცოტა წამოიზარდა, მას თოჯინებით თამაში აღარ სურდა, მაგრამ მამამ თოჯინებთან დამშვიდობება ვერ შეძლო და გადაწყვიტა, რომ ისინი შეენახა.

ჯონი დეპს დღეს ბარბის საკმაოდ დიდი კოლექცია აქვს. მათ შორის, შეზღუდული წარმოების თოჯინებიც.

ველური საკვების შეგროვება

შეილინ ვუდლი

შეილინ ვუდლის გატაცება მისი ცხოვრების წესს უკავშირდება. ვუდლი მთებიდან წყაროს წყალს ეზიდება, ველურ საკვებს აგროვებს, თავად ამზადებს ყველს, კბილის პასტას, სხეულის ზეთებსა...

შეიძლება ეს პოსტ-აპოკალიფსური, დისტოპიური ფილმის სცენას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ეს შეილინ ვუდლის ყოველდღიური ცხოვრებაა. ვუდლი ერიდება მავნე ნივთიერებებს და მათ შორის არც ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღებაზეა თანახმა.

ერთბორბლიანი ველოსიპედი

ლესლი მანი

ლესლი მანი 11 წლიდან ერთბორბლიანი ველოსიპედით დადის. ამბობენ,რომ ის, უნარი რაც მანს გააჩნია - ველოსიპედით ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილება და გარკვეული ტრიუკების შესრულება, იშვიათი ნიჭია.

დანების კოლექცია

ანჯელინა ჯოლი

ერთი საჩუქარი მთელი ცხოვრების ჰობი გახდა ანჯელინა ჯოლისთვის. მსახიობის დედამ ჯოლის პირველი ხანჯალი მაშინ უყიდა, როდესაც ის მხოლოდ 11 ან 12 წლის იყო. ამის შემდეგ ანჯელინა ჯოლი დანებისა და ხანჯლების კოლექციონერი გახდა და დანების სიყვარული შვილებსაც კი გადასცა.

ბაყაყებზე ნადირობა

პერის ჰილტონი

უცნაურად გამოიყურება პერის ჰილტონის ჰობიც. ყველა იცნობს პერის ჰილტონს, როგორც სასტუმროს მემკვიდრეს, მოდელს და რეალითი შოუს ვარსკვლავს. ახლა ამ სიას შეგვიძლია ბაყაყებზე მონადირეც დავამატოთ. აღმოჩნდა, რომ „მარტივი ცხოვრების“ ვარსკვლავს ძალიან უყვარს ბაყაყების დაჭერა. ჰილტონი ამას საკუთარ რანჩოებზე ან კუთვნილ კუნძულზე აკეთებს.

ბაყაყებზე ნუ ინერვიულებთ, პარისი ჰუმანური ბაყაყებზე მონადირეა. ის იჭერს მათ, აგროვებს და შემდეგ ისევ უშვებს.

მტრედების შოუები

მაიკ ტაისონი

კრივის ლეგენდას, მაიკ ტაისონს, ბავშვობაში პირველი ჩხუბი მაშინ მოუვიდა, როდესაც მოძალადემ მისი შინაური ჩიტი მის თვალწინ მოკლა. ამ შემთხვევას უკავშირდება ტაისონის ჰობიც.

მას დღეს 1800-მდე მტრედი ჰყავს და რეგულარულად მონაწილეობს მტრედების ეროვნულ გამოფენებში.

ვარსკვლავების უცნაურობები ხშირად ამოუხსნელია. თუმცა მათი გატაცებები მათ ადამიანურ სახეს უფრო ნათლად წარმოაჩენს და გვაჩვენებს როგორი ადამიანები არიან ისინი სინამდვილეში.

ავტორი: ზმნა

01/15/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024