Logo

28 ნოემბერს მარხვა იწყება - მსგეფსია თუ არა ეს კვირა

28 ნოემბერს მარხვა იწყება - მსგეფსია თუ არა ეს კვირა

11/24/2026

ტექსტის ზომა

28 ნოემბერს შობის მარხვა იწყება და ის 40 დღეს გასტანს. მარხვა შობას - 7 იანვარს სრულდება; ლიტანიობის ღამეს მორწმუნენი ეზიარებიან და ამ დიდ დღესასწაულს განწმენდილნი ხვდებიან.

საშობაო მარხვა დაწესებულია ქრისტეშობის დღესასწაულისთვის სათანადოდ მოსამზადებლად. თითოეულმა ჩვენგანმა მარხვით, ლოცვით, სინანულით, თავმდაბლობითა და კეთილ საქმეთა აღსრულებით უნდა განვიწმინდოთ სული და შევეგებოთ ძე ღვთისას განკაცებას.

საშობაო მარხვა უძველესი დროიდანაა დადგენილი და მორწმუნეები მას პირველივე საუკუნიდან იცავენ. სხვადასხვა ეპოქაში ამ მარხვას განსხვავებული დღეთა რაოდენობა ჰქონდა; 1166 წელს ჩატარებულ კრებაზე კი მისი ხანგრძლივობა 40 დღით განისაზღვრა.

მსგეფსია თუ არა ამ კვირაში? საეკლესიო კალენდრის მიხედვით, მიმდინარე კვირის ოთხშაბათი და პარასკევი მარხვის დღეებია.

შობის მარხვაში, თევზს 25 დეკემბრამდე იხმევენ (ოთხშაბათი-პარასკევის გარდა). ილია მეორის კურთხევით, თევზით ხსნილია 1 და 2 იანვარს.

“ერიდეთ მარხვა საჭმლისგან უბრალო თავშეკავებით განსაზღვროთ. ისინი, ვინც საჭმლისაგან იკავებენ თავს, მაგრამ შეუფერებლად ცხოვრობენ, ემსგავსებიან ეშმაკს, რომელიც მართალია არაფერს ჭამს, მაგრამ თავს არ ანებებს ცოდვას.”

წმ. ბასილი დიდი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026