
10/18/2026
ბიზნესმენი გელა ბარკალაია ამბობს, რომ კომფორტის მოყვარული ადამიანია და ახლა ყველგან კომფორტს ეძებს.
"სახლი არის ჩემთვის კომფორტი. მე თუ არ მექნება კომფორტი, სადაც გინდა იქ გამიშვი, აზრი არ აქვს... დუბაიში რომ მივდივარ, მარტო ისეთ ადგილზე მივდივარ, სადაც კომფორტია,თორემ იქ ყველგან კი არ არის კომფორტი.
სახლში კომფორტს მიქმნის მუსიკა, წიგნი, ლექსების წერა...
300 ლექსი მაქვს დაწერილი - დედაზე, სენაკზე, ქვეყანაზე, წარსულზე, მომავალზე, ციხეზე...
წიგნიც მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და ამის პრეზენტაცია ერთად იქნება. ამოვარჩიე საუკეთესო ლექსები და ამ ლექსებს ერთ ბროშურაში მოვათავსებ," - თქვა ბიზნესმენმა გოგოლა კალანდაძის გადაცემაში "სახლი".
გააზიარე სტატია