Logo

5 ფსიქოლოგიური უნარი, რომლითაც ბავშვი დაიცავს საკუთარ საზღვრებს და აირიდებს მანიპულაციას

5 ფსიქოლოგიური უნარი, რომლითაც ბავშვი დაიცავს საკუთარ საზღვრებს და აირიდებს მანიპულაციას

10/29/2026

ტექსტის ზომა

ბავშვობა მხოლოდ თამაშისა და სწავლის პერიოდი არ არის. ეს არის სოციალური რუკის აგებისა და საკუთარი „მე“-ს ძიების რთული ეტაპი. თანატოლთა წნეხი, ჯგუფში ინტეგრაციის სურვილი და სხვების მოწონების მუდმივი მოთხოვნილება ხშირად აბნევს ბავშვებს. შედეგად, ისინი თმობენ საკუთარ ინტერესებს იმის შიშით, რომ „სხვანაირად არ გამოჩნდნენ“ ან „არ დასცინონ“.

ბავშვი

როგორ ვასწავლოთ შვილებს, რომ იყვნენ ძლიერები და ამავდროულად ჰარმონიულები? ფსიქოლოგი თამარ მარტინი განმარტავს, რომ თავდაცვა ძალდატანებით კი არა, შიდა უნარების განვითარებით იწყება. იმისათვის, რომ შვილს დავეხმაროთ გახდეს ემოციურად მდგრადი და არ მოექცეს სხვების მანიპულაციის ქვეშ, ფსიქოლოგი გვირჩევს ვასწავლოთ მას ეს 5 ჯანსაღი ფსიქოლოგიური უნარი.

ბავშვები ხშირად ხდებიან თანატოლების ან გარემოცვის გავლენის ქვეშ, რადგან ჯერ კიდევ სწავლობენ საკუთარი საზღვრების დაცვას. იმისათვის, რომ შვილს დავეხმაროთ გახდეს ემოციურად მდგრადი და არ მოექცეს სხვების მანიპულაციის ქვეშ, მნიშვნელოვანია ვასწავლოთ ეს 5 ჯანსაღი ფსიქოლოგიური უნარი:

თამარა მარტინი

თამარ მარტინის რჩევები:

1. „არა“-ს თქმის უფლება - ვასწავლოთ ბავშვს, რომ უარის თქმა არ ნიშნავს ცუდ ქცევას, არამედ საკუთარი საზღვრების დაცვასა და პატივისცემას.


2. საკუთარი ინტუიციის/გრძნობების ნდობა
- თუ ბავშვს რაიმე სიტუაციაში შინაგანი უხერხულობა ან დაძაბულობა უჩნდება, მან უნდა იცოდეს, რომ ამ გრძნობას უნდა ენდოს და არ გააკეთოს ის, რაც არ სურს.


3. „ყველას ვერ ასიამოვნებ“ - განვუმარტოთ, რომ მისი ღირებულება არ იზომება იმით, თუ რამდენად მოსწონს ის სხვებს. საკუთარი თავის მიღება პირველ ადგილზეა.

ბავშვი


4. ემოციური პაუზა (არ იჩქაროს პასუხი) - როდესაც ვინმე მისგან სწრაფ გადაწყვეტილებას ან დათმობას ითხოვს, ვასწავლოთ ფრაზა: „ახლა ვერ გიპასუხებ, ჯერ უნდა დავფიქრდე“.


5. ღია დიალოგი მშობელთან - ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შეცდომის ან ეჭვის შემთხვევაში, სახლში მას არ განსჯიან, არამედ მოუსმენენ და გვერდში დაუდგებიან.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბავშვითამარა მარტინირჩევებისაზღვრებიფსიქოლოგია
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026