Logo

"9 წლის გურიკა მამამ სველი ჯინსის შარვლით ცემა" - დაკარგული ბიჭის დედა

"9 წლის გურიკა მამამ სველი ჯინსის შარვლით ცემა" - დაკარგული ბიჭის დედა

10/25/2026

ტექსტის ზომა

12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის, გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი ამბობს, რომ თავადაც და მისი შვილიც, სოფოს ყოფილი ქმრისგან, რეზო დადიანიძისგან ძალადობის მსხვერპლი იყვნენ.

დედა იხსენებს, რომ მამამ გურიკა 9 წლის ასაკში ჯინსის შარვლით ცემა.


"კარგი ოჯახიდან არავინ მიდის და არავინ გარბის. წარსულიდან რაც მახსენდება უბედურების მეტი არაფერი მახსენდება. მე არ ველაპარაკებოდი ჩემს მეუღლეს, როცა გურიკას სველი ჯინსის შარვლით სცემდა. მეზობელს დავუძახე და ვთხოვე დახმარება," - იხსენებს სოფო ბიბილაშვილი.


სოფოს ნათქვამს მისი ბიძაშვილიც ადასტურებს, რომელმაც ნაცემი ბიძაშვილი ღამის 5 საათზე საკუთარ სახლში შეიფარა.

"მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც სოფოს ღამის 5 საათზე გაუღო კარები, ზამთარში, იანვრის თვე იყო... სოფო რომ დავინახე, ჩვეულებრივი შოკი მქონდა, ისეთი ნაცემი იყო. ყურის ბიბილოებიც კი დალურჯებული ჰქონდა. ძალიან რთულია ილაპარაკო ყველაფერზე. ეს რთულია და მესმის სოფოსი.
მე გადავწყვიტე, რომ უნდა მეთქვა სოფოსთვის, უნდა დამეძალებინა, რომ დაეტოვებინა ის ოჯახი, დაეტოვებინა მოძალადე ქმრის და უნდა წამოსულიყო," - ამბობს სოფო ბიბილაშვილის ბიძაშვილი.


ბიბილაშვილისა და მისი ოჯახის წევრების განცხადებებს კატეგორიულად უარყოფს თავად რეზო დადიანიძე.

დაკარგული ბიჭის მამა ამტკიცებს, რომ ცოლს ხელით არასოდეს შეხებია და ახლა ამ ბრალდებების მიზანიც მისთვის უცნობია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გურიკა დადიანიძემამასოფო ბიბილაშვილიძალადობა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026