
11/05/2026
ასაკის მატებასთან ერთად საკუთარ სურვილებსა და ინტერესებზე ზრუნვას ხშირად ნაკლებ დროს ვუთმობთ. ზოგჯერ ოჯახური პასუხისმგებლობების, ზოგჯერ კი იმის გამო, რომ სიახლეებს უკვე „დაგვიანებულად“ მივიჩნევთ. თუმცა ახალი საქმის დაწყებას, სწავლას, სიყვარულსა და ყოველდღიურობით სიამოვნებას ასაკობრივი ზღვარი არ აქვს.
პედაგოგი მარინა ბედოშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ჩანაწერს იმის შესახებ, რა უნდა გვახსოვდეს სამოცი წლის შემდეგ. როგორ დავუტოვოთ ზრდასრულ შვილებს არჩევანის თავისუფლება და ამავდროულად საკუთარ თავსაც სრულფასოვანი ცხოვრების უფლება მივცეთ.
აი, რა უნდა გახსოვდეს,როცა სამოცს გადააბიჯებო...
1.ნუ ასწავლი უკვე გაზრდილ შვილებს, როგორ იცხოვრონ,ნუ ფიქრობ ,რომ მათ შენი ჭკუით უნდა გადაწყვიტონ ყველაფერი.
2.არ დააგროვო სახლში ხარახურა და "ხლამი","ოჯახი ხრამია,რა იცი,როდის დაგვჭირდება" პრინციპი აღარ მუშაობს.
3.დაივიწყე სიტყვები :"მე არაფერი არ მინდა,ოღონდ თქვენ გაიხარეთ"იმათაც გაიხარონ და შენც,არაა საჭირო მსხვერპლად გადაიქცე.
4.დაივიწყე ყველა ძველი წყენა,ახალიც...ნუ დაიტვირთავ გულსა და გონებას უარყოფითი ემოციითა და მოგონებებით.
5.სასაცილოა იფიქრო ან გეშინოდეს,რას იტყვის ხალხი.
6.არ იცხოვრო წარსულით,წინ იყურე!
7.გაერიდე ტოქსიკურ ადამიანებს,ნუ მოითმენ უარყოფით დამოკიდებულებას - გაწყვიტე ,ასეთი კავშირი შენ არ გჭირდება.
8.არ იფიქრო,რომ სიახლისთვის დაბერდი და არაფრის სწავლა არ შეგიძლია- სწავლა სიკვდილამდეა,სცადე!
9.ნუ იცხოვრებ უსიყვარულოდ!
10. არ გაივლო გულში არც ერთი წამით,რომ 60-ის მერე ყველაფერი მთავრდება,ყოველი დღე რაღაცის დასაწყისია, რა თქმა უნდა კარგის!
გახსოვდეს, ყველაფერი საუკეთესო ჯერ წინ არის!" - ვკითხულობთ პედაგოგის იერ გამოქვეყნებულ პოსტში.
გააზიარე სტატია