Logo

"ამ მეგრელებმა რა იშოვეთ ამდენი, გოჭებს "პრადოთი" რომ დაასეირნებთ?" - სახალისო ისტორია

"ამ მეგრელებმა რა იშოვეთ ამდენი, გოჭებს "პრადოთი" რომ დაასეირნებთ?" - სახალისო ისტორია

11/26/2026

ტექსტის ზომა

სარესტორნო ბიზნესის სისტემური აწყობისა და მართვის ექსპერტი, ეკატერინა ჯალაღონია ამბობს, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. ის იხსენებს ისტორიას, თუ რა მოიფიქრა, როცა კურიერს აგვიანდებოდა, ძვირფასი და ერთგული კლიენტი კი - შემწვარ გოჭს ელოდებოდა.

ეკატერინა ჯალაღონია: ეს ისტორია ბევრი წლის წინ მოხდა. მყავს ერთი არაჩვეულებრივი სტუმარი, რომელიც ჩემს რესტორანში, თვეში ერთხელ უკვეთავს შემწვარ გოჭს. გოჭი მასთან სახლში უნდა იყოს დილის 11 საათიდან 12 საათამდე, ცხელ მდგომარეობაში და დასაჭრელი. როგორც ჩანს, მას უყვარს დაჭრა, ტკაცუნი და ასე შემდეგ.

ერთხელაც მივიღეთ შეკვეთა. ადრე მოვიდა მზარეული, გოჭი შეწვა... დავრეკე და მოვიკითხე, ხომ ყველაფერი რიგზეა-მეთქი.

ეკატერინა ჯალაღონია

მზარეულმა მითხრა, კურიერმა დარეკა და ერთი საათი აგვიანდებაო. არ არის პრობლემა, მე მოვალ და ჩვენ წავიღოთ-მეთქი. მაშინ "პრადოს" მარკის ავტომობილი მყავდა. მზარეულს ვუთხარი, შენ გადაიტან, მე მანქანას დავაყენებ და დაგელოდები-მეთქი.

ჩვენი სტუმარი პირველ სართულზე ცხოვრობს. მივადექით "პრადოთი". გადმოვიტანეთ გოჭი, მზარეულმა შეიტანა. ფანჯრიდან დაინახა, ალბათ, როგორ მივიტანეთ და როდესაც მზარეული უკან დაბრუნდა და დავიძარით, ორ წუთში ეს ბატონი მირეკავს:

- ქალბატონო ეკა, რა იშოვეთ ამდენი ამ მეგრელებმა, გოჭებს "პრადოთი" რომ დაასეირნებთ?

ეკატერინა ჯალაღონია

ფოტო -AI

ისეთი ხმა აქვს ამ ბატონს, რომ შინაგანი მობილიზება გერთვება, რაღაცაში ხომ არ შეცდი, მაგრამ ამ ფრაზაზე ისე გამეცინა... იუმორიც არის და იუმორიც.

კიდევაც წავიღებ, კიდევაც მოვიტან, კიდევაც მოვემსახურები ჩემს ნებიესმიერ სტუმარს. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ასე არა მხოლოდ მე, მთელი ჩემი გუნდი ასე ფიქრობს. შეიძლება ჩემამდე საკითხი არც მოვიდეს. ჩემს გუნდში იციან, რომ მოუგვარებელი საკითხი არ არსებობს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026