Logo

ამერიკიდან დაბრუნებული იუმორისტი სამეგრელოში დასახლდა

ამერიკიდან დაბრუნებული იუმორისტი სამეგრელოში დასახლდა

11/13/2026

ტექსტის ზომა

ოთხწლიანი ემიგრაციის შემდეგ, ვახო ბიჭიკაშვილი ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. როგორც მას გვანცა დარასელია თავის პოდკასტში ეხუმრა, წავიდა ვახო ბიჭიკაშვილი და დაბრუნდა ჟიმნი მებონია. თუ რატომ ჟიმნი, ახლავე გაიგებთ. იუმორისტი საცხოვრებლად მარტვილის რაიონში, შორს გაწერილი გეგმებით გადავიდა. მისი მეუღლე, სოფო რევია, წარმომავლობით იმ კუთხიდან არის. იქ არ დაბადებულა თუმცა ამბობს, რომ ისიც და მისი მეუღლეც დაბერებას იქ აპირებენ.

ვახო ბიჭიკაშვილი: სანამ ამერიკაში წავიდოდით, მანამდე აქ, მარტვილში ზაფხულში დიდ დროს ვატარებდით. ეს ცოლის სახლია.

ტურისტულად კარგ ლოკაციაზე ვართ. ახლოს - ოკაცეს და მარტვილის მთავარ კანიონებთან. აქედან შვიდ კილომეტრშია კანიონები. "გასისინებული" გზით მიდიხარ იქამდე. ბევრი ტურისტი სტუმრობს აქაურობას.

ოთხი წლის წინ, ტურისტი მოდიოდა და გთხოვდა, კარავს გავშლი ეზოში, თუ მოსასვენებელი სივრცე არ გაქვს და გადავიხდი თანხასო. ეს იმას ნიშნავს, რომ აქაურობას ტურიზმის კუთხით პოტენციალი აქვს. ამიტომ ამ კუთხით გვაქვს გეგმები.

ასევე რაღაც სიახლეს ვაპირებ ქართლში, ჩემს სოფელშიც. ისიც დალოცვილი მხარეა, ყურძნით და ღვინით განთქმული. ოჯალეში აქაც არის, მაგრამ მე მიყვარს საქეიფო ღვინო, ქართლის და იმერეთის, მსუბუქი. ასე რომ, აქედან ხიდს გავდებ - მარტვილი - კასპი. ჩემო მიწა-წყლელებო, არ მიწყინოთ. მანდაც მივხედავ.

ვახო ბიჭიკაშვილი

სოფო რევია: აქ არ დავბადებულვარ, მაგრამ აქ დაბერებას ვაპირებ. მე მგონი, ვახოც ამ ტალღაზეა. სხვათა შორის, მისი ინიციატივა იყო აქ წამოსვლა.

ვახო ბიჭიკაშვილი: 4 წელი შვილებთან განშორება, არ არის ცოტა. პატარები დავტოვე და დიდები დამხვდნენ. ალექსანდრე დიდი ბიჭია. ნიკოლოზმა, რომელიც ოთხი წლის დავტოვე, რომ ჩამოვედი ძალიან მაგარი მითხრა, ვახო, შენ უფრო დიდი მეგონე, იცი?

ამერიკაში ბევრ რამეს მივხვდი, თუ როგორ უნდა იცხოვრო და ცხოვრებისთვის რა არის სწორი.

იქ იმხელა ქართული საზოგადოებაა, რომ იგივე ვახო ბიჭიკაშვილად ვგრძნობდი თავს. იყო საღამოები, კონცერტები... იუთუბარხი გავაკეთეთ იქ მცხოვრები ქართველებისთვის. გავაკეთეთ გასტრონომიული ფესტივალი, ივენთკომპანია. მერაბ დვალიშვილის მსოფლიო ჩემპიონატის რამდენიმე პროექტზე ვიმუშავე. კამერა არასდროს მომშორებია. იმ ოპერატორებისთვისაც, რომლებიც დღეს იქ სხვა რუტინაში არიან, თავის პროფესიაში დაბრუნება, დღესასწაული იყო.

შემდეგ შეფმზარეულთან, გაგა გაბრიელ წიკლაურთან აღმოვჩდი. მასთან ვმუშაობდი. "სამზარეულოს ომების" დროიდან მასთან პროფესიული შეხება მქონდა და ამერიკაში ავყევი. "ცხელებში" (კერძები) ვიყავი მასთან და შეფ გიორგისთან ერთად, ერთი წელი. მანჰეტენზე, მეცხრე ავენიუზე, "Health Kitchen"-ში, ქართულ რესტორანში აჭმევ მოსულ სტუმარს. როდესაც გეუბნებიან, რესტორანი სავსეაო, ეს იცით, რამხელა სიამოვნებაა? სიგიჟე იყო, ცხელი ტაფების გადაგდება- გადმოგდება, ერთმანეთის დახმარება. თან იმ დროს ქართული ფიუჟენი, ახალი ხილი იყო იქ და გაპრანჭული კერძების პარპაში მიდიოდა.

ეს იყო ჩემი ცხოვრების კარგი გამოცდილება.

ბევრი კარგი ქართული რესტორანია ნიუ-იორკში. ძნელია იქაური პროდუქტით ავთენტური ქართული გემოების მიღება. თითქოს მეც დაკარგული მქონდა ეს გემო, სანამ აქ ჩამოსულმა ჩვენი მწვადი არ გავსინჯე. ამერიკაში იმ ღორის მწვადს ვერ ჭამ, რასაც საქართველოში.

ვახო ბიჭიკაშვილი

გვინდა მარტვილის ცენტრში გავაკეთოთ კულტურული ჰაბი, სადაც იქნება კინოც, თეატრიც, ლექციებიც, რომ ახალგაზრდებმა ახლოს გიცნონ კინოც, თეატრიც, ტელევიზიაც. გვინდა ძველი სადგურის შენობა სასწავლებლად გადაკეთდეს, თავისი კაფეტერიით, პოდკასტ სტუდიითა და კინოთეატრით.

წყარო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026