Logo

ანგელოზების ცვენა ლოს-ანჯელესში: Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუს მთავარი მომენტები და სკანდალები

ანგელოზების ცვენა ლოს-ანჯელესში: Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუს მთავარი მომენტები და სკანდალები

10/19/2026

ტექსტის ზომა

ლოს-ანჯელესმა, 19-წლიანი პაუზის შემდეგ, Victoria’s Secret Fashion Show 2026-ს უმასპინძლა. 18 ოქტომბრის საღამოს, კულვერ-სითის ისტორიულ Sony Pictures Studios-ში გამართული ღონისძიება ბრენდის ისტორიაში ყველაზე ხმაურიან, ვარსკვლავურ და დრამატულ ეპიზოდად ჩაიწერება. სანამ პოდიუმზე მოდელები ბრწყინავდნენ, კულუარებში ნამდვილი საინფორმაციო ომი მიმდინარეობდა.

Victoria-Secret-Fashion-Show

ქართული მოდის უცვლელი ანგელოზი - მატილდა გვარლიანის ტრიუმფი

ქართველი მაყურებლისთვის ამ საღამოს მთავარი მოვლენა მატილდა გვარლიანი იყო. შარშანდელი ისტორიული დებიუტის შემდეგ, მატილდამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო მოდის ელიტაში მისი ადგილი ხელშეუხებელია. სოციალურ ქსელებში მატილდას გამოსვლას უკვე უწოდეს „სტაბილურობისა და უმაღლესი კლასის დემონსტრირება“.

მატილდა გვარლიანი

წარმოუდგენელი ბარბარა პალვინი - პოდიუმზე მშობიარობიდან 6 კვირაში!

მთელმა მსოფლიომ ტაში დაუკრა უნგრელ სუპერმოდელ ბარბარა პალვინს. მას და მის მეუღლეს, დილან სპრაუსს, პირველი შვილი, პატარა სილვი, სულ რაღაც 6 კვირის წინ, 7 სექტემბერს შეეძინათ! მიუხედავად ამისა, ბარბარა საოცარ ფორმაში წარსდგა პოდიუმზე. კულუარებში Page Six-თან საუბრისას მან გაამხილა, რომ სანამ ის მაკიაჟს იკეთებდა, ბავშვის მოვლაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დილანმა აიღო, რომელიც მოგვიანებით დარბაზიდან მეუღლეს ამაყად ამხნევებდა.

ბარბარა პალვინი

ჟიზელ ბუნდჰენის ჩაშლილი დაბრუნება და საიდუმლო ყავარჯნები

ყველაზე დიდი ყვითელი სკანდალი შოუს მთავარ ინტრიგას - ლეგენდარულ Fantasy Bra-ს უკავშირდება. კულვერ-სითის კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, ბრენდისთვის სიმბოლური ავიაციური ფრთები და ყველაზე ძვირადღირებული ბრა ლეგენდარულ ჟიზელ ბუნდჰენს უნდა გამოეტანა, რაც მისი 20 წლის შემდეგ გრანდიოზული დაბრუნება იქნებოდა. ჟიზელმა საგანგებო პრომო-ვიდეოც კი ჩაწერა, რომელიც შოუს დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას მონტაჟის სახით უჩვენეს.

ჟიზელი

თუმცა, პოდიუმზე ჟიზელი ვერ ვიხილეთ. მიზეზი მოდის კრიტიკოსებისთვის Page Six-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ფოტოებით გახდა ცნობილი: შოუმდე სულ რაღაც ერთი დღით ადრე, ჟიზელი ფლორიდაში სამედიცინო ჩექმითა და ყავარჯნებით დააფიქსირეს. ფეხის მოულოდნელმა ტრავმამ სუპერმოდელს პოდიუმზე გასვლის საშუალება არ მისცა, რამაც ორგანიზატორები ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩააყენა.

ჟიზელ

$50-მილიონიანი შოკი - კაილი ჯენერის დებიუტმა ინტერნეტ სივრცე ორად გაყო

ჟიზელის ტრავმის ფონზე, ბრენდმა გააკეთა სვლა, რომელმაც საზოგადოების ნაწილი ააფეთქა - კაილი ჯენერის გამოჩენა პოდიუმზე აბსოლუტური სიურპრიზი იყო. რეალითი შოუს ვარსკვლავმა და მილიარდერმა ბიზნეს-ლედიმ 8-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული, ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული Fantasy Bra მოირგო!

ქეილი ჯენერიი

Vogue-ის ოფიციალური მონაცემებით, Jacob & Co.-ს მიერ შექმნილი შედევრი 50 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული. ბიუსტჰალტერი იწონის 4 ფუნტს, გაფორმებულია 4,410 ბუნებრივი ბრილიანტით და მის ცენტრში 75.54-კარატიანი, უიშვიათესი ყვითელი ალმასი კაშკაშებს. მის შექმნაზე 15 იუველირი 1,000 საათის განმავლობაში მუშაობდა.

ქეილი ჯენერი

ამ ფაქტმა მოდის ფანების დიდი რისხვა გამოიწვია. სოციალურ ქსელ X-ზე წერდნენ, რომ ეს იყო „სილის გაწვნა ნამდვილი მოდელებისთვის, რომლებიც წლებია შრომობენ ამ სტატუსისთვის“, რადგან კაილი პროფესიონალი მოდელი არ არის. კაილის პოდიუმზე გამოსვლას პირველი რიგიდან ემოციურად გულშემატკივრობდნენ მისი პარტნიორი, მსახიობი ტიმოთი შალამე, დედამისი კრის ჯენერი და კორი გემბლი.

111945949-16219797-The_Oscar_nominee_flashed_a_bright_smile_as_he_cheered_on_his_lo-a-5_1792391541243

ბელა ჰადიდის მოულოდნელი დაბრუნება

სანამ კაილი კრიტიკის ქარცეცხლში იყო, ნამდვილმა მოდის ვარსკვლავმა, ბელა ჰადიდმა, შოუზე ეფექტური, თუმცა სრულიად მოულოდნელი ტრიუმფი მოაწყო. მისი და, ჯიჯი ჰადიდი, ოფიციალურად იყო დაანონსებული შოუს ჰედლაინერად, თუმცა ბელას მონაწილეობა ბოლო წუთამდე გასაიდუმლოებული გახლდათ. ბელამ შოუს ერთ-ერთი უმთავრესი სეგმენტი გახსნა, სადაც ის პოდიუმზე მწვანე ბიუსტჰალტერით, ლაიმისფერ მინი-ქვედაბოლოთი და ყვავილებით მორთული გრანდიოზული, ვაზისებრი ფრთებით გამოვიდა.

ბელა ჰადიდი

ვეტერანების მარში

პოდიუმზე ნოსტალგიური ენერგია შემოიტანა ძველმა გვარდიამ - ადრიანა ლიმამ, ალესანდრა ამბროსიომ და კენდის სვეინპოლმა, რომლებიც ახალ თაობასთან ერთად ბრწყინავდნენ.

Beige Brown Minimalist Fall Autumn Photo Collage Facebook Cover (1)

თუმცა, სხვა საკულტო ანგელოზებმა შოუში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ვეტერანმა ანგელოზმა, მირანდა კერმა, შოუმდე რამდენიმე საათით ადრე Instagram-ზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მიწვევის მიუხედავად, მან ამ კონკრეტული ეტაპის წარსულში დატოვება ამჯობინა და უარი თქვა გამოსვლაზე.

მირანდა ქერი

დიდ სკანდალში გაეხვია კასტინგის ჯგუფიც - ცნობილმა მოდელებმა, რომი სტრეიდმა და ფრიდა აასენმა, პროექტისგან მკაცრი უარი მიიღეს, რის გამოც სტრეიდმა გულახდილი ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ბრენდის მკაცრი მიდგომები საჯაროდ გააკრიტიკა.

რომი

ვარსკვლავთცვენა წინა რიგში

წლევანდელი წინა რიგი განსაკუთრებით ვარსკვლავური იყო. დარბაზში საპატიო ადგილი ეკავა ოსკაროსან მსახიობ ნიკოლ კიდმანს, რომელიც დახვეწილ კოსტიუმში გამოეწყო და ძალიან ემოციურად რეაგირებდა, როდესაც დარბაზში Adéla-ს ვირუსული ჰიტი „Nicole Kidman“ აჟღერდა.

ნიკოლ კიდმანი

ნიკოლის გვერდით იჯდა ვანესა ბრაიანტი, რომელიც დარბაზიდან გულშემატკივრობდა თავის ქალიშვილს, ნატალია ბრაიანტს, რომელმაც პოდიუმზე წარმატებით ჩაიარა! ვარდისფერ ხალიჩაზე ასევე ბრწყინავდნენ Tinashe, Victoria Monét, Lisa Rinna და ცნობილი სტილისტი Law Roach.

Beige Brown Minimalist Fall Autumn Photo Collage Facebook Cover

მუსიკალური გაფორმება კი მთლიანად ქალებისგან შემდგარმა ვარსკვლავურმა ხაზმა - Megan Thee Stallion, Tate McRae (რომელმაც ახალი სინგლი „Housewife“ შეასრულა), Megan Moroney და ქალთა პოპ-ბენდმა KATSEYE - საოცარი ცოცხალი შესრულებით უზრუნველყო.

Tate-McRae-101826-1-50a441257f144eab89bd02f57a52a2cf

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუმ მთავარ მიზანს მიაღწია - მასზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს და ეს საღამოც მოდის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება!

გააზიარე სტატია

ავტორი: გვანცა გახოკიძე

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026