Logo

"არ გადააწევინოთ თავი უკან" - რჩევები ცხვირიდან სისხლდენის დროს

"არ გადააწევინოთ თავი უკან" - რჩევები ცხვირიდან სისხლდენის დროს

11/09/2026

ტექსტის ზომა

ცხვირიდან სისხლდენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოულოდნელი მდგომარეობაა, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით ხოლმე.

მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში ის საშიში არ არის, ჩვენი რეაქცია ხშირად მცდარია.

ალბათ ბევრს გვსმენია რჩევა, რომ სისხლდენისას თავი უკან უნდა გადავწიოთ, ან ცხვირში ბამბის ტამპონი გავიკეთოთ.
დღევანდელი მედიცინა ამტკიცებს, რომ ეს მეთოდები არა მხოლოდ არაეფექტურია, არამედ მდგომარეობის გაუარესებაც შეუძლია გამოიწვიოს.

როგორ მოვიქცეთ, როცა ჩვენ გვერდით ადამიანს ცხვირიდან სისხლი მოსდის და რაში გამოიხატება ჩვენი დახმარება? პედიატრი სალომე ახვლედიანი განმარტავს.

სალომე ახვლედიანი

„თუ ცხვირიდან სისხლდენა გაქვთ, არ გადააწევინოთ თავი უკან. ეს სისხლდენას არ აჩერებს, სისხლი უბრალოდ ყელში გადადის. ამან კი შეიძლება ღებინება გამოიწვიოს.

არ ჩაუტენოთ ცხვირში ბამბა, მარლა, ან ცხვირსახოცი. შეიძლება მიეკროს სისხლს კოლტს და ამოღებისას ისევ დაიწყოს სისხლდენა.

ცხვირიდან სისხლი

დასვით ისე, რომ თავი ჰქონდეს ოდნავ წინ დახრილი და მოუჭირეთ ცხვირის რბილ ნაწილს, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში,“ - გვირჩევს პედიატრი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

პედიატრირჩევებისალომე ახვლედიანისისხლდენა ცხვირიდან
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026