Logo

"არ იქნებოდა სასურველი ისეთ რეჟისორებთან ურთიერთობა, ვინც სხვა პოზიციაზეა" - ანა ტყებუჩავა

"არ იქნებოდა სასურველი ისეთ რეჟისორებთან  ურთიერთობა, ვინც სხვა პოზიციაზეა" - ანა ტყებუჩავა

11/15/2026

ტექსტის ზომა

მსახიობმა ანა ტყებუჩავამ გადაცემაში “პირველი სტუდია” მსახიობისა და რეჟისორის ურთიერთობაზე და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც რეჟისორთან მუშაობის თქმაზე უარის თქმა შეუძლია.

“ჩემთვისაც არ იქნებოდა სასურველი ისეთ რეჟისორებთან ურთიერთობა, ვინც სხვა პოზიციაზე არის. მხარეს არ ვგულისხმობ, მხარეებად ვიღაცებმა თვითონ დაიყვეს თავი და თვითონვე ინერვიულონ, მე არავის მხარე არ ვარ.

რაც უნდა სირაქლემას პოზა მივიღო, მესმის, რომ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მეც მყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან თავიანთი ცხოვრებით, ან ოჯახის წევრები ჰყავთ და მიბმული არიან სახელმწიფო სტრუქტურებზე.

მე გამიმართლა, ჩემს ოჯახში ყველა თანამოაზრეები ვართ და ერთ ფასეულობებზე ვართ...

და რეჟისორს რაც შეხება, ეს ურთიერთობა იმდენად ინტიმური და იმდენად ფაქიზია, რომ ის, რაც მისი სათქმელია, უნდა ემთხვეოდეს შენს სათქმელს. და მაშინ ვილაპარაკებთ ერთ ენაზე. და მას თუ კარგი ჰონორარი აქვს აღებული,რომ რაღაც ძალიან კარგი და ტკბილი ამბავი დადგას, ასე არ შემიძლია. ძალიან ცუდი აქტია ჩემთვის.

პირველ რიგში ჩემი თავის შემრცხვებოდა მაგ დროს,” - თქვა მსახიობმა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026