Logo

"არ მაქვს შიშველი ბავშვების ფოტოები" - მეგან მარკლის მამა დაკავებულია

"არ მაქვს შიშველი ბავშვების ფოტოები" - მეგან მარკლის მამა დაკავებულია

11/25/2026

ტექსტის ზომა

სამშაბათს, 24 ნოემბერს, ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში, თომას მარკლს ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალების ფლობის ორ ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს.

თომას მარკლი სასექსის ჰერცოგინიას, მეგანის მამაა, რომელთანაც მას ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს. პროკურორების განცხადებით, მას ბრალად ედება არასრულწლოვანთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალების შენახვა; მათ შორის არის ფოტოები, რომლებზეც თავად მარკლი სქესობრივ მომწიფებამდე ასაკის ბავშვებთან ერთადაა გამოსახული. ლოს-ანჯელესის მთავარი ფედერალური პროკურორის, ბილ ესაილის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 82 წლის თომას უეინ მარკლის შესაძლოა 40 წლამდე პატიმრობა მიესაჯოს.

მეგან მარკლი

მარკლი ნოებრის დასაწყისში დააკავეს. ფედერალური უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ლოს-ანჯელესში მდებარე საცავში მათ აღმოაჩინეს ათობით უკანონო მასალა — მათ შორის ფირები, სლაიდები და წიგნები, რომლებიც, სავარაუდოდ, ბავშვებზე ძალადობას ასახავს.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მარკლს მსგავსი მასალები ფილიპინებშიც ჰქონდა; იქ მას სახლი აქვს და, როგორც ჩანს, ბავშვების ამსახველი ზოგიერთი გარყვნილი ფოტოც, სწორედ იქ არის გადაღებული.

მეგან მარკლი

ბრალდების აქტის მიხედვით, ერთ-ერთმა მოწმემ მარკლი სულ მცირე ორ ფოტოზე ამოიცნო, სადაც ის სქესობრივ მომწიფებამდე ასაკის შიშველ გოგონასთან ერთადაა გამოსახული. ესაილის ოფისის ცნობით, მარკლი ამჟამად ფლორიდის ციხეში იმყოფება (იგი 6 ნოემბერს ხანდაზმულთა თავშესაფარში დააკავეს), თუმცა უახლოეს კვირებში მას ლოს-ანჯელესში გადაიყვანენ.

მარკლი ფილიპინებიდან შეერთებულ შტატებში მას შემდეგ გადავიდა, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში ინსულტი გადაიტანა, რის შედეგადაც მას მარცხენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. დაკავების შემდეგ მას, თავდაპირველად, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების უფლება მისცეს, თუმცა რამდენიმე დღეში კვლავ დააკავეს, როდესაც მან ღამით, ფეხზე დამაგრებული ელექტრონული მონიტორინგის მოწყობილობის მოხსნა სცადა.

ბრალდების წაყენება მოჰყვა მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ფსიქიატრ-ექსპერტის დასკვნაზე დაყრდნობით, მარკლი გონებრივად ჯანსაღ მდგომარეობაშია და სასამართლო პროცესში მონაწილეობა შეუძლია.

მეგან მარკლი

მარკლის ინტერესების დამცველმა ფედერალურმა საჯარო ადვოკატმა სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში, ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ კომენტარის თხოვნაზე პასუხი დაუყოვნებლივ არ გასცა. თუმცა, ფსიქიატრის ანგარიშის თანახმად, რომელმაც ნოემბრის შუა რიცხვებში მარკლის სასამართლო პროცესისთვის ვარგისიანობის შეფასება ჩაატარა, მარკლმა 90-წუთიანი გასაუბრებისას უარყო რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა.

„რატომ ვარ აქ? რა დავაშავე?“ — ციტირებს ფსიქიატრი მარკლის სიტყვებს. — „მე არ მაქვს ბავშვთა პორნოგრაფია. არ მაქვს შიშველი ბავშვების ფოტოები“.

ფსიქიატრმა თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ მარკლს ესმის მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და შეუძლია ადვოკატს დაეხმაროს — რაც სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დროს ქმედუნარიანობის დადგენის ორი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ექსპერტის თქმით, გასაუბრებისას მარკლი ზოგჯერ „სიმულირებდა“, ანუ აზვიადებდა გარკვეულ გარემოებებს. ამავდროულად, ფილიპინებში მარკლის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი უკანონო მასალების ფლობისა და მათი გავრცელების განზრახვის ფაქტებზე, — ნათქვამია ბრიგადის გენერალ ალენ რეი კოს წერილობით განცხადებაში.

წყარო


მეგან მარკლი აცხადებს, რომ მამის წინააღმდეგ მიმართული „შემაშფოთებელი ბრალდებების“ შესახებ 2018 წელს, სამეფო ქორწილის შემდეგ აცნობეს.

მეგანის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც გამოძიების შესახებ ახალი ცნობები გამოჩნდა, რომ თომას მარკლის, თავის სახლში, ფილიპინებში, ბავშვთა პორნოგრაფიული შინაარსის „ასობით კი არა, ათასობით“ გამოსახულება ჰქონდა. მან ეს ბრალდებები კატეგორიულად უარყო.
ჟურნალ PEOPLE-ისთვის მიცემულ განცხადებაში მეგანმა აღნიშნა, რომ „ღრმად შეძრა ბოლო 24 საათის განმავლობაში გავრცელებულმა ინფორმაციამ“ და დასძინა: „ჩემი ფიქრები იმ ბავშვებთანაა, რომლებიც, შესაძლოა, დაზარალდნენ“.

მეგან მარკლი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026