Logo

ტაბლოიდი

"არ მესმის ასეთი ქალების, მაგრამ ჩაქუჩებით სირბილს არ ვაპირებ" - თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე გაიყარნენ

"არ მესმის ასეთი ქალების, მაგრამ ჩაქუჩებით სირბილს არ ვაპირებ" - თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე გაიყარნენ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც ის ამბობს, რომ ქმართან, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძესთან 12 წლიანი თანაცხოვრება დაასრულა. ჟურნალისტი ამბობს, რომ ამის მიზეზი ღალატია. ის ჰყვება, რომ სანდრო მას პერმანენტულად ღალატობდა. დასძენს, რომ ახლა დეპრესიაშია და ამ თემაზე საუბარს ასრულებს.

თამუნა მუსერიძე: სამი თვეა ძალიან რთული პერიოდი მაქვს. ასეთი რთული პერიოდი მაშინაც კი არ მქონია, იცით, ყველამ როდის... ახლა რომ მიჭირს და ახლა რომ რთული მდგომარეობა მაქვს, ჩემი ცხოვრების 41 წლის განმავლობაში, არასდროს არ მქონია. დეტალების ცოდნა არ არის საჭირო, მეგობრებს ვგულისხმობ. ვინც მედგა გვერდში, ეს ყველაფერი იციან. დიდი მადლობა მათ, ვინც ეს პერიოდი ჩემთან ერთად გაიარა. და ერთი წუთი არ დამტოვა მარტო. ღამის 1, 2, 3 საათზე გვერდში მედგა. მადლობა მადონას და ნათიას განსაკუთრებით...

სანდრო მიკუჩაძე და თამუნა მუსერიძე

ორი კვირაა ისეთი სახით დავდივარ, ქმედება მაქვს დაკარგული. თვალი ცალკე გამირბის, ცხვირი ცალკე, ხელი ცალკე. გაქნეული ვარ, ვერ ვაკონტროლებ სხეულს, იმდენად მძიმედ ვარ... იმ მეგობრების მიკვირს, მე რომ ამდენი ხანია ასე ვარ და ამ სთორების მერე მირეკავენ, რა მოხდა? რა გჭირსო?

არ არის საჭირო რეკვები და კითხვები, რა მოხდა, ვერ გიპასუხებთ, არ გიპასუხებთ.

ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ. მაგრამ ზუსტად ვიცი, ამასაც გავალახავ. ჩემს ცხოვრებაში არაფერი ყოფილა ისეთი, რაც არ გადამელახოს.

ასე დამანგრეველად ჩუმი დეპრესია თუ მექნებოდა, მართლა არ მეგონა. მოხდა, რას ვიზამთ...

სანდრო მიკუჩაძე და თამუნა მუსერიძე

არ დავიწყებ იმის ძიებას, თუ ვისი ბრალია. იმედია, არც თქვენ დაიწყებთ. ჩემი თხოვნა იქნება, არავინ არაფერში დაადანაშაულოთ იმიტომ, რომ არავის ბრალი არ არის. მოხდა რაა... ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. რაღაც მთავრდება.

რამდენიმე თვეა, რაც ეს დამთავრდა. აქამდე მისვლა და წერტილის დასმა იყო რთული. წერტილის მერე უკვე სიმშვიდეა. მაგრამ ეს არის მომაკვდინებელი სიმშვიდე. ვერც ვსაუბრობ ამ თემაზე. ძალა არ მქონდა ხალხთან საუბრის.

სანდრო მიკუჩაძე და თამუნა მუსერიძე

და მაინც! ყველა იმ დაკარგული ადამიანებიდან, ყველაზე მეტად მენანება და მენატრება ის თამუნა, რომელიც ბევრი წლის წინ დაიკარგა... ყველანაირად ვეცდები, რომ დავიბრუნო. მე მივდივარ, რომ დავიბრუნო ჩემი თავი და ჩემი ცხოვრება. საკმარისია. მართლა საკმარისია...

სანდრო მიკუჩაძე და თამუნა მუსერიძე

მე მესამე ადამიანი არასდროს, არაფერში დამიდანაშაულებია. მაინც ვთვლი, რომ ის მესამე არაფერ შუაში არ არის. წელს რაც ვნახე და რასაც ვუყურე, აბსოლუტურად გაუგონარი და წარმოუდგენელია ჩემთვის. როგორ შეიძლება - ადამიანმა, რომელმაც იცის, რომ კაცს ჰყავს ცოლი და სამი შვილი, სახლში ღამე ადგებოდე სასმლით... ძაან მიჭირს დეტალებში შესვლა. არ მესმის ასეთი ქალების. მაგრამ ეს გოგო არაფერ შუაშია. არ ვადანაშაულებ. ჩვენი ბრალია ყველაფერი. ჩვენ რომ მყარად ვყოფილიყავით...

სანდრო მიკუჩაძე და თამუნა მუსერიძე

მესამე პიროვნებები პერმანენტულად "იჩითებოდნენ" ჩვენს ურთიერთობაში და მე ვიცოდი ამის შესახებ და "ვატარებდი", ვპატიობდი, ხმას არ ვიღებდი ოჯახის და ბევრი რამის გამო. ერთ-ერთი მძიმე ეტაპი შარშან გავიარეთ. "ცეკვავენ ვარსკვლავების" დროს, როდესაც პარტნიორთან გარკვეული ურთიერთობები დაიწყო და არ მივიდა ბოლომდე. მაგრამ წელს იყო ამ ყველაფრის დაგვირგვინება.

სანდრო მიკუჩაძე და თამუნა მუსერიძე

ჩაქუჩებით სირბილს არ ვაპირებ, მართლა. უბრალოდ, ყველა მამაკაცს ერთი რჩევა მინდა მივცე, როდესაც სახლიდან გადიხართ ლეპტოპში მესენჯერი ჩართული არ დატოვოთ.

მოვრჩი მე ამაზე საუბარს, აღარანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. აღარაფერზე აღარ ვისაუბრებ.

12 წლიანი ურთიერთობა დამთავრდა... ჩემი "სთორებიც" ამით დამთავრდა. წარმატებებს გისურვებთ ორივეს... წარმატებას ვუსურვებ ჩემს თავსაც.

სანდრო მიკუჩაძე და თამუნა მუსერიძე

ავტორი: ზმნა

05/09/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024