Logo

„არავინ მოგატყუოთ, თქვენი პროგნოზი თავად ხართ“ - რატომ არ არსებობს ზუსტი ასტროლოგიური პროგნოზი სოფია ბზეკალავას განმარტებით

„არავინ მოგატყუოთ, თქვენი პროგნოზი თავად ხართ“ - რატომ არ არსებობს ზუსტი ასტროლოგიური პროგნოზი სოფია ბზეკალავას განმარტებით

10/18/2026

ტექსტის ზომა


შეუძლია თუ არა ასტროლოგს ადამიანის მომავლის ზუსტად განსაზღვრა და რამდენად უნდა დაეყრდნოს ადამიანი პროგნოზს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას?

ამ თემაზე ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ ეკა ჩხეიძის გადაცემა „პირველ სტუდიაში“ ისაუბრა.

ასტროლოგმა აღნიშნა, რომ რომ ასტროლოგიური პროგნოზი არ ნიშნავს მოვლენების გარდაუვალ განვითარებას და ადამიანის ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა საკუთარ არჩევანსა და ქმედებებს აქვს.

„ასტროლოგია არ არის ზუსტი მეცნიერება. ზოგადად, ამ სამყაროში არაფერი არის აბსოლუტურად ზუსტი. არც სამედიცინო დასკვნები არ არის აბსოლუტური სიზუსტით ზუსტი... ასეა, რადგან სამყარო არ არის გარანტიები, სამყარო არის შესაძლებლობები.

როდესაც პროგნოზს ვაკეთებთ, ვვარაუდობთ, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს, რომ გარკვეული პოტენციალი არსებობს. მაგრამ ამ პოტენციალის გააქტიურება ან შემცირება დამოკიდებულია იმაზე, რა ნაბიჯებს გადადგამს ადამიანი.

ამიტომ, როდესაც პროგნოზს ვაკეთებ, ყოველთვის ვამბობ: თქვენი პროგნოზი თავად ხართ, თქვენი აღქმები, თქვენი არჩევანი და თქვენი გადაწყვეტილებები.

ცხოვრებაში დგება გარკვეული გარდამტეხი მომენტები, როდესაც არჩევანი უნდა გააკეთო. თუ გადაწყვეტილებას არ მიიღებ ან იმპულსურად იმოქმედებ, მოვლენებიც შესაბამისად განვითარდება.

აბსოლუტური სიზუსტით პროგნოზი არ არსებობს. არავინ მოგატყუოთ, თქვენი პროგნოზი თავად ხართ. თქვენი ნაბიჯები და გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში.

თუმცა არსებობს გარკვეული შუქნიშნები, რომლებზეც ასტროლოგმა შეიძლება მიგანიშნოთ და გაგაფრთხილოთ, რომ თქვენს ცხოვრებაში კონკრეტული პერიოდი აქტიურდება.

მაგალითად, ასტროლოგი გეუბნებათ, რომ პირადი ურთიერთობებისთვის აქტიური პერიოდი გაქვთ. მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ თქვენ გარშემო არავინაა შესაფერისი და მხოლოდ პრინცს ელოდებით, რა თქმა უნდა, შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ. თუ თქვენ თვითონ არ გააკეთებთ არჩევანს, მხოლოდ პროგნოზი ვერაფერს შეცვლის“, — ამბობს სოფია ბზეკალავა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026