Logo

"ასე უთქვამთ ექსპერტებს, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთო" - ტრაგედია ქუთაისში

"ასე უთქვამთ ექსპერტებს, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთო" - ტრაგედია ქუთაისში

11/04/2026

ტექსტის ზომა

ქუთაისში, მდინარე რიონში ავტომობილის გადავარდნის შედეგად დაღუპულ ახალგაზრდებს გლოვობენ.

18 წლის ბერდია ხაბულიანი და 20 წლის მათე ობოლაძე ერთ უბანში ცხოვრობდნენ და მეგობრობდნენ…

ტრაგედია 3 ნოემბერს, მწვანეყვავილას დასახლებაში, რიონჰესთან მოხდა. ავტომობილი, რომელშიც მეგობრების ისხდნენ მდინარე რიონში გადავარდა. ბიჭებს ორ საათზე მეტხანს ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყვნენ მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ბრიგადები და ახლობლები, რომლებიც ბოლო წუთამდე იმედს არ კარგავდნენ.

სამწუხაროდ, ორივე ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათეს გულმა უმტყუნა, ბერდია კი მეგობრის დახმარებას ცდილობდა.


„მანქანა რომ ამოიყვანეს მაშველებმა გუშინ, ორივე ერთად უპოვიათ მანქანაში. ასე უთქვამთ ექსპერტებს, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთო. მათეს გული გასკდომია და ბერდია უკნიდან მიხუტებული ყოფილა, ეტყობა, ცდილობდა მანქანიდან მის გადაყვანას. ისეთი ბიჭი იყო, არ მიატოვებდა არავისო“, - წერენ სოციალურ ქსელში ახლობლების მონაყოლზე დაყრდნობით.


მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ტრაგედიის ზუსტ მიზეზებს სამართალდამცველები დაადგენენ. მეგობრები და ახლობლები კი ბიჭებს სოციალური ქსელიდან საოცრად თბილი სიტყვებით იხსენებენ და ემშვიდობებიან.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ავარიამაშველებიტრაგედიაქუთაისი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026