Logo

ბავშვის ფოტოების განთავსება სოციალურ ქსელში დიდი ხიფათის შემცველია

ბავშვის ფოტოების განთავსება სოციალურ ქსელში დიდი ხიფათის შემცველია

11/03/2026

ტექსტის ზომა

შვილის ფოტოების გაზიარება მშობლებისთვის სიხარულის გამოხატვის ბუნებრივი სურვილია, თუმცა პატარების პირადი ცხოვრების საჯაროდ გამოტანისას სიფრთხილე გვმართებს.


ბავშვის კონფიდენციალურობა, ფოტოების შესაძლო არასათანადო გამოყენება და ინტერნეტში დარჩენილი ციფრული კვალი ეს ის მიზეზებია რის გამოც არასრულწლოვანის ფოტოების ხშირი და ყველასთვის ხელმისაწვდომი გამოქვეყნებისგან თავის შეკავება სჯობს.

გარდა ამისა, ასტროლოგები აქცენტს პრობლემის კიდევ ერთ მხარეზე აკეთებენ. თემის განხილვისას ასტროლოგიურ და ენერგეტიკულ შეხედულებებზე ამახვილებს ყურადღებას ფსიქოლოგი და ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე.

გიოგრი ლობჯანიძე


"სოციალურ ქსელებში მშობლების მხრიდან ხშირად დადებული პატარა ბავშვების ფოტოები, ენერგეტიკულად საკმაოდ დიდი ხიფათის შემცველია. პატარები 6 წლამდე მაინც ,,მთვარის” გავლენის ქვეშ არიან, მთვარე ეს ოჯახი და მშობლების სითბოა.

შესაბამისად, მიწებებულია საწყის წლებში მშობელს ბავშვი. მთვარე შიშებია, დაუცველობის შეგრძნებაა. ბავშვებს ამიტომ აქვთ ემოციური მოძალება, როცა სახლს და მშობლის სუნს ვერ გრძნობენ. ტირილი და სტრესი ნათელი მაგალითია. ყველა ადამიანის აურა (ბიო.ენერგეტიკული ველი) ერთი და იმავე სიძლიერის არ გახლავთ, ამიტომ უამრავი ხალხისგან აღებული თვალი პატარებს უფრო ემოციურებს ხდის და შინაგანადაც ბევრ ნეგატივს იწებებენ, რაც სხვადასხვა ჭირვეულობებში გამოიხატება ხოლმე.

ბავშვი

ისეთი სიტყვების უკან, როგორიცაა ,,რა ტკბილია / რა საყვარელია” შური, ცუდი სურვილები და ავი თვალი იმალება. დიდები ძლივს უძლებენ ამას, ხოლო რაღა იქნება პატარებზე …

რაღაც შეეხება ავ თვალს და შურს. მოშურნე და ბოროტი თვალი ვერასდროს იქნება წარმატებული. შური ის თვისებაა, რომელიც წარმატებას კეტავს. ავი თვალი კი სამშვინველს დიდ ზიანს აყენებს და ამას პერიოდულად მრავალგზის ჯანმრთელობის პრობლემებიც მოჰყვება.

ბავშვი

ამიტომ, გაუფრთხილდით თქვენს პატარებს! ყველა ბავშვი იმსახურებს ჯანსაღ გარემოს და ბედნიერ ცხოვრებას!" - წერს გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბავშვიგიორგი ლობჯანიძესაფრთხესოციალური ქსელიფოტო
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026