
10/22/2026
სალომე კორკოტაშვილი პატარა ქალიშვილის ფოტოსა და ვიდეოს, სოციალურ ქსელში, ხშირად აქვეყნებს. მხიარული ნინა დედას აბედნიერებს. მუსიკოსი ინსტაგრამზე წერს:
"ბედნიერი და გახარებული".

მომღერალს პირველი ქორწინებიდან 15 წლის ზუკა ჰყავს. ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილს ოჯახი დაენგრა.
შემდეგ იყო უცხოეთში ცხოვრების ეტაპი. სალომე შოტლანდიელ ქმართან ერთად ლონდონში ცხოვრობდა, სადაც მუსიკალური კარიერის განვითარებაზე აქტიურად მუშაობდა და კოლეჯის გახსნაზე ოცნებობდა:
"ყველას ვუყვები ჩემი მიზნების შესახებ. იციან, რომ როცა პოპულარული გავხდები, არ ვიყიდი 23 მანქანას და არ ჩავისვამ ოქროს კბილებს. მინდა, ჩემს ხალხს დავეხმარო. ავისრულო ოცნება და ავაშენო მუსიკალური კოლეჯი, სადაც პროფესიონალები ასწავლიან. ქართველი ერი ძალიან მუსიკალურია... მუსიკის არაერთ მასწავლებელს უთქვამს ჩემთვის, არაფერი გამოგივა, რატომ წვალობო. სწორედ ამ ადამიანებს ვუგზავნი ხოლმე ჩემი წარმატების ამსახველ ფოტოებს და ვწერ: “გთხოვთ, სხვებს ნუღარ დააკომპლექსებთ" - ამბობდა ინტერვიუში.
სალომეს მეორე ოჯახიც დაენგრა. შარშან კი მუსიკოსი პატარა გოგონას დედა გახდა. ნინა 27 დეკემბერს 2 წლის გახდება.

გააზიარე სტატია