Logo

ბერი პაისი, ჩარლი ჩაპლინი - საოცარი გარდასახვის მსახიობი იუბილარია

ბერი პაისი, ჩარლი ჩაპლინი - საოცარი გარდასახვის მსახიობი იუბილარია

10/16/2026

ტექსტის ზომა

წმინდა პაისი ათონელზე გადაღებულმა ბერძნულმა სერიალმა - "წმინდა პაისი - ფარასადან ზეცაში" ქართველი მაყურებლის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. მისი ნახვის შემდეგ, სოციალურ ქსელში, სურვილს ბევრი გამოხატავდა, რომ მსგავსი სურათი მამა გაბრიელზე ჩვენც გადაგვეღო.

ფილმმა ქართველებს მამა პაისი და მისი როლის შემსრულებელი შეაყვარა.

სერიალში ბერი პაისის როლს კიპროსელი მსახიობი პროკოპის აგათოკლეუსი ასრულებს. დღეს პროკოპისი იუბილარია. მსახიობი 39 წლის გახდა. ის ფეისბუქზე თავის გამომწერებს, შვილებთან ერთად გადაღებულ პატარა ვიდეოს უზიარებს.

როდესაც წმინდანის როლის შეთავაზება მიიღო, იმ დროს მორწმუნე არ იყო. ფილმზე მუშაობის დაწყებამდე, თერთმეტი თვე ათონის მთაზე ისე გაატარა, რომ სახლში არ დაბრუნებულა. ბერების ცხოვრებას ახლოდან გაეცნო. სურდა, რომ კარგად შეეგრძნო წმინდა მამის როლი. პროფესიონალმა მსახიობმა წვერი და თმა გაიზარდა და ზუსტად ბერების მსგავსად იცხოვრა.

ბერი პაისის როლი

მსახიობი ყველა ინტერვიუში ამბობს, რომ ბერი პაისის როლმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. გახდა გულჩვილი. უცრემლოდ ვერ საუბრობს ამ როლზე, ემოციებშია და ყელში ბურთი ეჩხირება.

როგორც პროკოპისი ერთ ინტერვიუში ამბობს, მას ფილმში გადაღებამდე ხილვა ჰქონდა.

ბერი პაისის როლიპერი პაისის როლი

პროკოპის აგათოკლეუსი: მინდა ერთგვარი აღსარებასავით ვთქვა: ვიდრე პროექტის შესახებ გავიგებდი, ხილვა მქონდა. თითქოს პანაგუდაში ვიყავი, მამა პაისის კელიაში. კარზე ვაკაკუნებდი და შეშვებას ვთხოვდი. ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ, მამა პაისმა კარი გააღო და მითხრა: შენ! ამ დროს გამომეღვიძა. რამდენიმე დღეში გავიგე, რომ სერიალში მის როლს მე ვითამაშებდი.

ბერი პაისის როლი

მაყურებელზე დიდი გავლენა ამ ძალზედ ნიჭიერი მსახიობის მიერ ბრწყინვალედ შესრულებულმა როლმა იქონია. იმდენად ძლიერი გარდასახვა ჰქონდა, რომ ზოგჯერ გეგონა, ეკრანზე თავის თავს, წმინდა მამა თამაშობდა.

***

იფიქრებთ, რომ ბერი პაისის და ჩარლი ჩაპლინის როლების შემსრულებელი ერთი და იგივე მსახიობი რომ არის? დაუჯერებელი გარდასახვაა.

პროკოპის აგათოკლეუსმა თეატრის სცენაზე ლეგენდარული ჩარლი გააცოცხლა. ოთხი წლის წინ დადგმული სპექტაკლი - "ქალაქის ჩირაღდნები" გასტროლით სხვადასხვა ქვეყანაში იყო.

პროკოპისიპროკოპისიპროკოპისიპროკოპისი

"პროკოპისი ჩარლის როლში - ბრილიანტი, შეუდარებელი გარდასახვით" - ბერძენი მსახიობის თამაშმა ამგვარი გამოხმაურება ჰპოვა. სპექტაკლი წელსაც ანშლაგებით მიმდინარეობს.

პროკოპისი

ჩარლი ჩაპლინის უკვდავი შედევრი „ქალაქის ჩირაღდნები“ ერთდროულად კომედიაცაა და თანამედროვე იგავიც სოციალურ უსამართლობასა და უპასუხო სიყვარულზე. ეს არის ფილმი, რომელსაც, სავარაუდოდ, კინოს ისტორიაში ყველაზე შემაძრწუნებელი დასასრული აქვს, ნამუშევარი, რომელიც ასახავს ომებს შორის დაძაბულ პერიოდს და ადიდებს ცხოვრებას კომპრომისების გარეშე, კეთილშობილებას მოლოდინების გარეშე და სიყვარულს საზღვრების გარეშე.

ათენის თეატრში დადგმული წარმოდგენა 1931 წლის ფილმის სიუჟეტს მოგვითხრობს, რომელშიც ჩაპლინი ბრმა ყვავილების გოგონას შეუყვარდება და ყველაფერს აკეთებს, რათა მისი მხედველობის აღდგენის ოპერაციისთვის თანხა შეაგროვოს. გმირი, რომელიც მხოლოდ კეთილი გულითა და ალტრუიზმით არის შეიარაღებული, ახერხებს საყვარელ ადამიანს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი აჩუქოს.

დადგმა უჩვეულო მიუზიკლის სახეს იღებს, რომელშიც ცოცხალი მუსიკა, სიმღერები, მოქმედება და შემქმნელთა ენერგია ერთიანდება, რათა პატივი მიაგონ ნიჭიერ „სევდიან ჯამბაზს“, ჩვეულებრივი ადამიანების გმირობას და ცხოვრების არქეტიპულ ღირებულებებს.

პროკოპისი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026