
11/08/2026
ხშირად, როდესაც სკოლაში ბულინგსა და ძალადობაზე ვსაუბრობთ, თვალწინ აგრესიული გამოვლინებები, ფიზიკური ან სიტყვიერი დაპირისპირებები გვიდგას. თუმცა არსებობს ძალადობისა სხვა, „უხილავი“ ფორმები, რომლებიც ბავშვის ფსიქიკისთვის არანაკლებ მტკივნეულია.
ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ "მეგის პოდკასტში" საკუთარი აივნიდან ნანახი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სევდიანი სურათი გაიხსენა. სკოლის ეზო, კლასელები შეკრება ექსკურსიის წინ და ის ბავშვები, რომელთა მიმართაც სრული გულგრილობა ან იგნორირება თვალნათლივ ჩანს.
სწორედ ეს ფარული, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი დინამიკა და სოციალური იზოლაცია წარმოადგენს სკოლის ყოველდღიურობისა და სასწავლო პროცესის იმ მტკივნეულ რეალობას, რომელზეც საზოგადოებამ და სკოლამ თვალი აღარ უნდა დახუჭოს.
"წლების მანძილზე ვცხოვრობდი სკოლის წინ და ძალიან მიყვარდა ხოლმე საგაზაფხულო ჟრიამული, როცა ბავშვები ექსკურსიებზე მიდიან... დიდი ავტობუსი ჩამოდგებოდა, მე აივანზე გავდიოდი და ამ პროცესს ყოველთვის სიხარულით და სიყვარულით ვუყურებდი...
და აი ამ ასე ვთქვათ დაკვირვების პროცესში, ძალიან ბევრი სევდიანი ამბავი აღმოვაჩინე.
მაგალითად, აი ბავშვები იკრიბებიან, მოდიან თანდათან, ვიღაცა მანქანით მოიყვანეს, ვიღაცა თავისით მოდის... აი ვიღაც გამოჩნდა და ყველა ეგებება, ეძახიან - "მეგი, მეგი მოვიდა, მეგი მოვიდა" და შემოეხვევიან ბავშვები გარშემო. მოდის ვიღაცა და თითქოს ვერ ხედავენ...
და აი ასეთი სევდიანი მართლა არაფერი არ მინახავს... ეს ბავშვი თავისთვის, მარტო რომ დგას და ისეთ უხერხულ მდგომარეობაშია... თუ თან მშობელი ახლავს, მშობლის წინაშეც უხერხულადაა, რომ მას არავინ არ შეეგება, ვერავინ ვერ შეემჩნია. ისე რცხვენია ამის და ეს არის ისეთი ისეთი ტკივილიანი ნაწილი ბულინგის, რომელსაც არავინ არ აქცევს ყურადღებას... და ეს უხილავი ურთიერთობები არის სასწავლო პროცესის ნაწილი," - ამბობს ფსიქოლოგი.
გააზიარე სტატია