
10/18/2026
მლეთაში დაკარგული ბიჭის გურამ დადიანიძის ბიძა კახა დადიანიძე გამორიცხავს, რომ მისი ძმისშვილის დაკარგვაში ბიჭის მამა და მამიდა იყვნენ გარეული.
ბიძა ამბობს, რომ ძმისშვილი განსაკუთრებულად უყვარდა, ძალიან ენატრება და ხშირად ტირის.
"ხელს არავის არ ვაფარებ, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ ჩემები რამეში ერიონ. ჩემი და და ჩემი ძმა არა მგონია მაგ საქმეში იყვნენ.
რომ იძახიან გადამალული ჰყავთო - მას ვერ დავიჯერებ რომ ან ჩემი ძმა იყოს შუაში ან ჩემი და.
ტიკტოკში და ლაივებში კი ლანძღავენ, მაგრამ მაგას ვერ დავიჯერებ...
მე ერთადერთი გურიკას გამოჩენა მინდ მეტი არაფერი. სიმართლე მინდა გაირკვეს. სიმართლეს გურიკასგან გავიგებ მეტი ვერავისგან.
ვზივარ და ვტირი ხოლმე მთელი ღამე პატარა ბავშვით, იმიტომ ვერავის ვერ ვეკონტაქტებოდი, ვიცოდი რომ ცრემლები წამომივიდოდა, თორემ აქამდე 9-ჯერ გამოვიდოდი. ახლაც ვაჩერე-ვაჩერე მაგრამ მაინც წამოვარდა ცრემლი,"- თქვა კახა დადიანიძმ გადაცემაში "თაიასთან".
გააზიარე სტატია