Logo

"ჩემი გარდაცვალების მოწმობას დღემდე ვინახავ" - ამბავი გაცოცხლებულ ნარკომანზე

"ჩემი გარდაცვალების მოწმობას დღემდე ვინახავ" - ამბავი გაცოცხლებულ ნარკომანზე

10/22/2026

ტექსტის ზომა

ისტორიას, რომელიც მამა გაბრიელთან დაკავშირებულ სასწაულზეა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა მორწმუნემ იცის, რომ ჩვენი დროის უდიდესი წმინდანის (ადრე მის საფლავზე მდგარი კანდელიდან) ლუსკუმასთან დაკიდებული კანდელიდან აღებულ ზეთს მაკურნებელი ძალა აქვს.

ეს ამბავი 1998 წლის 14 ოქტომბერს, მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მოხდა. ამბავს ამ ისტორიის მთავარი გმირი, გიორგი ჰყვება.

გიორგი: – იმ მძიმე პერიოდში ოჯახთან ერთად თბილისში ვცხოვრობდი. მე ნარკომანი ვიყავი... იმ დღეს ჩემმა მეგობარმა, რომელიც ოჯახთან ერთად სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე აპირებდა წასვლას, მეც მიმიწვია. ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში ვიყავი, ჰეროინი მქონდა მიღებული.

იმ დროს ტაძრის დღესასწაულები ჩემთვის სულერთი იყო, მაგრამ მცხეთის დღესასწაულზე წასვლას დავთანხმდი.

კონცერტს ვუყურეთ, რესტორანში ვისხედით. როდესაც უკან დაბრუნებას ვაპირებდით, ჩემი მეგობრის ცოლმა, თამარამ, თქვა, რომ მცხეთაში ცნობილი სასწაულმოქმედი ბერის, მამა გაბრიელის საფლავი იყო და სურდა მის საფლავთან მისვლა და ლოცვა. იძულებული გავხდი დავთანხმებულიყავი, თუმცა სამთავროს მონასტერში, რომლის ეზოშიც მაშინ მამა გაბრიელის საფლავი იყო, არ შევსულვარ.

მახსოვს, ირონიულად მივაძახე თამარას: – ჩემ მაგივრად სანთელი დაანთე, სთხოვე, რომ გადამარჩინოს!

საღამოს, როდესაც სახლში ჩაის ვსვამდი, ნაცნობი შემოვიდა და „შესანიშნავი“ ჰეროინი მაჩვენა. ისედაც ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ უარის თქმა თითქოს „ჩემს ღირსებაზე დაბლა“ იდგა... შემდეგ რა მოხდა, აღარ მახსოვს...

სამზარეულოდან გამომათრიეს. სახლში მყოფმა მშობლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ექიმები უშედეგოდ ცდილობდნენ ჩემს გადარჩენას. პირველ ბრიგადას მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე, მეოთხე... სახლის წინ სასწრაფო დახმარების მანქანების მთელი რიგი იდგა. ჩემი ძმაც ჩამოვარდა. ყველა ყვიროდა. თითოეული ბრიგადა 5 მილიგრამ „ნარკანს“ მიკეთებდა. ვისაც მედიცინა ესმის, იცის, რომ ეს დოზა - 20 მილიგრამი მკვდარსაც კი გააცოცხლებს, მაგრამ ჩემზე არაფერი მოქმედებდა.

შემდეგ გულში ადრენალინი შემიყვანეს, ელექტროშოკიც გამოიყენეს, მაგრამ ყველაფერი ამაო აღმოჩნდა... ჩემი გარდაცვალებიდან 45 წუთი გავიდა. ექიმები ამაოდ ცდილობდნენ ჩემს გადარჩენას...

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ასეთი სურათი იყო:

მე, მთლიანად გაშავებული, ხელებშეკრული ბინტით, თეთრი ზეწრის ქვეშ იატაკზე ვიწექი. დედაჩემმა გონება დაკარგა, მამაჩემი კი დაბრმავდა...

ოთახის კარი ღია იყო. მეზობლები კიბის უჯრედში შეკრებილიყვნენ. ქალები ტიროდნენ. ექიმები გარდაცვალების მოწმობას წერდნენ. ზოგიერთი მათგანი ჩუმად ამბობდა:

„ეს პირველი ახალგაზრდა არ არის, რომელიც ამ დაწყევლილმა ნარკოტიკმა იმსხვერპლა. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი...“

ამ დროს ღია კარში, იმ ოთახში, სადაც მე ვიწექი, ჩუმად შემოვიდა მანანა — მესამე სართულზე მცხოვრები მორწმუნე მეზობელი, რომელიც სამთავროს მონასტრის მრევლი იყო. მან სახიდან ზეწარი გადამხადა და მამა გაბრიელის საფლავიდან აღებული ზეთით შუბლზე ჯვარი გამომისახა. იმედი ჰქონდა, რომ ეს მაინც რაიმეს შემეწეოდა იმქვეყნად, უზენაესის წინაშე...

და მე... მაშინვე წამოვხტი, ხელები კი ბინტით მქონდა შეკრული! ახალგაზრდა ექიმი, რომელიც ჩემს გარდაცვალების მოწმობას წერდა, გონებადაკარგული დაეცა. წარმოუდგენელი აურზაური ატყდა. მაშინვე საავადმყოფოში წამიყვანეს და სამი დღის განმავლობაში გამოკვლევებს მიტარებდნენ...

ჩემი გარდაცვალების მოწმობას დღემდე ვინახავ.

დიდი წმინდა ბერის, მამა გაბრიელის გარდაცვალებიდან ოცდაათ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ სასწაულები - თავდაპირველად მის საფლავთან, ახლა კი მის წმინდა ნაწილებთან - დღემდე არ წყდება.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026