Logo

"ჩემი ცოლის დაქალებში" მამაჩემიც მონაწილეობდა - ანა ტყებუჩავა

"ჩემი ცოლის დაქალებში" მამაჩემიც მონაწილეობდა - ანა ტყებუჩავა

11/15/2026

ტექსტის ზომა

მსახიობი ანა ტყებუჩავა იხსენებს, რომ მსახიობობა სრულიად მოულოდნელად გადაწყვიტა. ის წლების განმავლობაში, მშობლების მსგავსად ეკონომისტობისთვის ემზადებოდა, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა.

ანა ამბობს, რომ მსახიობის მონაცემები სავარაუდოდო მამისგან გადმოეცა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ეკონომისტი იყო, ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო და მსახიობობა შესანიშნავად გამოუვიდოდა.

„როცა მსახიობობა გადავწყვიტე, მამაჩემმა მითხრა, იქ ეტიუდებს დაგავალებენო და აი მაგალითად ვაშლს როგორ მოკრეფავო. ვაჩვენე ასე-მეთქი... "იქნებ ასეო" - და ისე მაგრად გააკეთა, რომ დღემდე მახსოვს.
მამაჩემი ძალიან კარგი მსახიობი იქნებოდა და თუ რამე გამაჩნია გენეტიკურად ეს გიასია.

ანა ტყებუჩავა


რაც არ უნდა უცნაური იყოს, მამა სერიალშიც აღმოჩნდა. გრიშა კაკაჩიას სცენის გადაღება იყო. ნორა გაბისკირია რომ გარდაიცვალა და მობილიზება რომ არის... და თენგო მეგრელიშვილი ამბობს, რომ მეგრელები მაკლიაო, არ არიანო. დაუცაცხანა ვიღაცებს, ეს 5 მსახიობი არაა საკმარისი, ქალი გარდაიცვალა და სად არიან სტუმრებიო?

ნორა


ყველამ დავიწყეთ რეკვა თუ ვინმე მეგრელი გვყავდა. ამ დროს მამაჩემმა დამირეკა რაღაცაზე და ვუთხარი, ხომ არ გინდა გრიშა კაკაჩიასთან მოხვიდე სამძიმარზე მეთქი. ზუსტად ვიცოდი რომ გაუხარდებოდა. ამოვიდა გადაღებაზე და მერე რამდენიმე სერიაში იყო ამ გრიშა სანათესაოში,“ - იხსენებს ანა ტყებუჩავა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ანა ტყებუჩავაგია ტყებუჩავამამამსახიობიჩცდ
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026