
10/25/2026
12 წლის წინ დაკარგული ბიჭის, გურამ დადიანიძის მამა, რეზო დადიანიძე ამბობს, რომ შვილი ექიმთან დასთან, ნინო დადიანიძესთან ერთად მიიყვანა. ეს გურიკას თურქეთიდან ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში მოხდა.
მამამ და მამიდამ გურამ დადიანიძე ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე კლინიკაში მიიყვანეს.
"გურიკა არ უყო კარგ მდგომარეობაში. ჩემი თვალებით ვნახე. კაიფში იყო ჩემი შვილი. თურქეთიდან რომ ჩამოვიდა, სამი დღის მერე ვნახე და კაიფში იყო. მე სოფოს არ ვადანაშაულებ, მაგრამ ბავშვი არ იყო კარგად და წავიყვანეთ ექიმთან.
ვინ იძახის, რომ ნარკომანი იყო? გურიკას ჩემთან სიგარეტიც არ აქვს მოწეული, მაგრამ ასეთი რამე შეემთხვა," - ამბობს მამა.
რა წამალს იღებდა მისი შვილი, მამამ არ იცის და ამბობს, რომ გურიკას ექიმთანაც მამიდა მიჰყვა და წამლების შესახებაც მან იცის.
რაც შეხება მამიდას, ნინო დადიანი ამბობს, რომ წამლების დასახელებას ჟურნალისტებთან არ აპირებს. და ინორმაციას მხოლოდ გამომღებელს აწვდის.
გააზიარე სტატია