
11/15/2026
„ნინასთან საერთო ძალიან ბევრი მაქვს და თან ძალიან ცოტა,“ - ამბობს მსახიობი ანა ტყებუჩავა, რომელიც მაყურებელმა "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული ნინას როლით გაიცნო და შეიყვარა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სერიალში ანას მიერ 19 სეზონის მანძილზე შექმნილი გმირი, მაყურებელმა მსახიობის პიროვნებასთან გააიგივა და მსახიობსა და პერსონაჟს შორის ზღვრის გავლებაც მარტივი არ აღმოჩნდა.
მსახიობი ამბობს, რომ ზოგჯერ საკუთარ გმირთან თავადაც ბევრ მსგავსებას პოულობს. და ეს გასაკვირი არცაა, რადგან ანასა და ნინას პერსონაჟები, წლების განმავლობაში პარალელურ რეჟიმში ყალიბდებოდნენ.

„ბევრჯერ გვითქვამს, რომ ჩვენმა პერსონაჟებმა დაგვიმსგავსესო. ამაშიც არის სიმართლე. მაგრამ ამაზე სულ რომ იყო საუბარი, ჩემმა ქმარმა მითხრა, შენ ნინას არ ჰგავხარო და მასზე კარგად ეს არავინ იცის, დავუჯეროთ ჩემს ქმარს...
მეც ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი ნინას, ჯაჯღანში, გამოხატვის ფორმაში, წუწუნსა და საკუთარი პრობლემებით მანიპულირებაში... მაგრამ ერთხელ ჩემს შვილს ვსაყვედურობდი და შემთხვევით ჩემს თავს მოვკარი თვალი სარკეში. ძალიან ცუდი სახე მქონდა. ჩემს თავს რომ შევხედე... ასეთ სახით რომ ვეუბნები რამეს ჩემს შვილს, როგორ უნდა იფიქროს, რომ მიყვარს?

ამიტომ ნუ ვიტყვით მარტივად... მეც არ მომწონს ნინა, მაგრამ ზოგჯერ შენც რომ ვიღაცამ გადაგიღოს შეიძლება შენი თავი არ მოგეწონოს. ჩვენ ხომ სიყვარულით ვეჩხუბებით, სიყვარულით ვსჯით ჩვენს შვილებს? ნინაც სიყვარულით აკეთებს, ბოროტი ადამიანი ხომ არ არის?
როცა სახლში იჭყიტები ვიღაცასთან და უყურებ, მილიონი რაღაც არ მოგწონს და კარგია რომ არ მოგვწონს, რადგან მე ვცდილობ რომ ნინას შეცდომები არ გავიმეორო ცხოვრებაში,“ - თქვა ანა ტყებუჩავამ ეკა ჩხეიძის გადაცემაში „პირველი სტუდია.“
გააზიარე სტატია