Logo

"დავტოვე სხეული, მოვკვდი..." - ლიზა ყენია

"დავტოვე სხეული, მოვკვდი..." - ლიზა ყენია

11/05/2026

ტექსტის ზომა

ლიზა ყენიამ ფეისბუქზე ვიდეო განათავსა, სადაც ის ჰყვება თავის ბავშვობის შეგრძნებებზე და გაიხსენა ფაქტი, როდესაც რამდენიმე წუთით, მისმა სულმა სხეული დატოვა... მომღერალი არ ჰყვება, რა იხილა იმ წუთებში, თუმცა აკეთებს დასკვნებს, რომ ჩვენ ყველანი ღმერთის ნაწილები და სიყვარული ვართ.

ლიზა ყენია: ჩემი თავი, ფიქრები და შეგრძნებები ძალიან ღრმა ბავშვობიდან მახსოვს. ისეთი ამბებიც მახსოვს, რომელიც ჩემს ოჯახის წევრებს შეიძლება ჰგონიათ, რომ არ მემახსოვრება. მიუხედავად იმისა, რომ პატარა სხეულში ვიყავი, თავს ბავშვად არ ვგრძნობდი. საერთოდ არ ვფიქრობდი ბავშვურად. ვთამაშობდი, მაგრამ ჩემში სერიოზული ლიზაც ცხოვრობდა. ამიტომაც მე როდესაც ვესაუბრები ბავშვებს, ვესაუბრები როგორც ზრდასრულ ადამიანებს.

17 წლის ასაკში სულიერად დაცემული და შიშებისგან და იმედგაცრუებისგან შეპყრობილი ვიყავი. ამის ფილტრაციის უნარი იმ ასაკში არ მქონდა. დავიღალე და მიჭირდა ამ გრძნობების ატანა. არ მომწონდა ცოცხალი რომ ვიყავი და ამ ყველაფერს განვიცდიდი.

ლიზა ყენია

ერთ დღეს, თბილისის აეროპორტის პარკინგზე, მამასთან და ნათესავებთან ერთად ყოფნის დროს, გავითიშე, დავტოვე ჩემი სხეული. მოვკვდი. კლინიკურად ეს არ დადასტურდა. არც სასწრაფოს გამოძახება მოუწიათ, რამდენიმე წუთი არ ვიყავი გონზე. ის, რაც ვნახე, ვერ ვილაპარაკებ და ჯობია არც ვილაპარაკო. ჩემი ამ ვიდეოს მთავარი სათქმელი არის შემდეგი - შენი ცხოვრება და სულიერი მდგომარეობა იცვლება მაშინ, როდესაც მიხვდები ყველაზე მთავარს, რატომ მოვდივართ ამ სამყაროში.

უნდა გაიხსენო და მიხვდე, რომ შენ ხარ ღმერთი. ჩვენ ყველა ღმერთის ნაწილები ვართ. დიდი თავისუფლების, სიყვარულის და ინტელექტის გაგრძელებები ვართ. ჩვენი სხეულები - ავატარები, უბრალოდ, ფორმებია, რომ აქ შევიგძრნოთ სხვადასხვა შეგრძნებები, მივიღოთ გამოცდილებები. სინამდვილეში ყველა ერთნი ვართ. და ეს ერთი მხოლოდ სიყვარულია.

გახსოვდეს, შენ ხარ ღმერთის ნაწილი, მისი გაგრელება...

წყარო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026