Logo

"დედის დალოცვა ყველაზე ძლიერია..." - ნინო ჭელიძის უკანასკნელი მილოცვა ქალიშვილს

"დედის დალოცვა ყველაზე ძლიერია..." - ნინო ჭელიძის უკანასკნელი მილოცვა ქალიშვილს

11/20/2026

ტექსტის ზომა

სამი წლის თაიას უკვე მთელი საქართველო იცნობს. ის ერთადერთია, რომელიც 19 ნოემბერს ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს... პატარა ჯერ ისევ კლინიკაში, ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

შალვა გათენდაშვილი

მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული კორპუსიდან ექვსი ცხედარი ამოასვენეს...

ნინო ჭელიძე თაიას დედაა. ის და მისი ქალიშვილი, შვიდი წლის ნუცა ფხალაძე, ექვს გარდაცვლილს შორის არიან.

ნინო ჭელიძე

უბედურ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, ფეისბუქზე, ნინო ჭელიძემ უფროსი შვილების ძველი ვიდეო გააზიარა წარწერით: "ვიცი გაგიჟდებიან რომ ნახავენ, მაგრამ მომენატრა ეს დრო."

31 ოქტომბერს კი, უფროს ქალიშვილს, მარიტა ფახალაძეს უკანასკნელად მიულოცა დაბადების დღე.

"14 წელია ბრწყინავ და ანათებ, ჩემო ანგელოზო. დედის დალოცვა ყველაზე ძლიერია და გლოცავ მთელი გულით, ჩემო პატარავ, იბრწყინე კიდევ მრავალი წელი, იყავი ჯანმრთელი, წარმატებული და ბედნიერი. ჩემო ჭკვიანო გოგო."

ნინო ჭელიძე

უბედური შემთხვევა 19 ნოემბერს დილის 8 საათსა და 47 წუთზე მოხდა. ფონიჭალაში, ხუთსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა გაზი, რამაც სართულის ჩამოგრევა გამოიწვია. მეხანძრე-მაშველები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანას. ნანგრევებიდან, ცოცხალი, მხოლოდ სამი წლის თაია ფხალაძე გამოიყვანეს. გარდაცვლილთა შორის არიან: ნინო ჭელიძე და ნუცა ფახალაძე (დედა-შვილი), ვერიკო ვანიშვილი და არიანა (დედა-შვილი), ლალი შიშმანაშვილი, ჯაბა საყევარაშვილი.

31 წლის ილია ისა­ე­ვი კი, ვის ბინაშიც, სავარაუდოდ, დაგროვილი აირის აფეთქება მოხდა, დამწვრობის ცენტრში გადის მკურნალობას. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026