
11/03/2026
ტკბილეული და ჯანსაღი ცხოვრების წესი ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ცნებებად გვეჩვენება. როდესაც დიეტაზე ვართ ან ვცდილობთ რაციონიდან ზედმეტი შაქრის, ფქვილისა და ცხიმის გამორიცხვას, გემრიელი დესერტების მირთმევის სურვილი ხშირად „აკრძალულ ხილად“ იქცევა.
თუმცა არსებობს კექსი, რომელიც არ შეიცავს არც ფქვილს, არც შაქარს და არც ცხიმს, მაგრამ იმდენად არომატული და გემრიელია, რომ მის მომზადებაზე უარის თქმა დანაშაული იქნება.

„მის მომზადებაზე უარის თქმა ნამდვილი დანაშაული იქნება თქვენი ტთავისა და ოჯახის წევრების წინაშე,“ - სწორედ ასე ახასიათებს კექსს ექიმი ირმა უკლება და მარტივ რეცეპტს გვიზიარებს.
„ეს კექსი, რომ არ გამოაცხოთ, ნამდვილად დანაშაული იქნება საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების წინაშე. კერძოდ, გესაუბრებით კექსზე, რომელსაც არ აქვს ფქვილი, არ აქვს შაქარი, არ აქვს ცხიმი.

აიღეთ 500 გრ გოგრა (სასურველია ტკბილი იყოს), დახეხეთ სახეხზე, მას დაუმატეთ 500 გრ ხაჭო, 4 კვერცხი, 2 კოვზი არაჟანი, 2-3 კოვზი სახამებელი (გნებავთ ეს იყოს სიმინდის, გნებავთ კარტოფილის) და ვანილი. ამის შემდეგ უკვე აურიეთ კარგად ერთმანეთში და მოათავსეთ სპეციალურ ყალიბში, საცხობში გამოაცხეთ.

შეგიძლიათ ბოლოს მცირეოდენი შაქრის პუდრა მოაყაროთ... ეს კექსი არ გაგასუქებთ. უგემრიელესია, სურნელოვანია, ცილოვანია, ასე რომ, ძალიან ისიამოვნებთ თქვენც და თქვენი ოჯახის წევრებიც,“ - ამბობს ექიმი.
გააზიარე სტატია