
10/29/2026
ხშირად ხდება, რომ მოუცლელობის საბაბით, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას,მომავლისთვის გადავდებთ ხოლმე... განსაკუთრებით მაშინ, როცა არაფერი გვაწუხებს და წინა გამოკვლევების პასუხებიც კარგია.
ჟურნალისტი ნათია დოლიძე დღეს ონკოპაციენტია. მან გადაწყვიტა საკუთარი გამოცდილება სხვა ქალებს გაუზიაროს და სკრინინგის დროულად ჩატარებისკენ მოუწოდოს.
ნათია ამბობს, რომ თითქმის ყოველწლიურად იტარებდა სკრინინგს და პასუხები ყოველთვის კარგი იყო. შემდეგ ორწლიანი პაუზა აიღო. იმას, რომ დღეს გოგონა ძუძუს კიბოს დიაგნოზით მკურნალობს, ექიმები სწორედ ამ ორწლიან პერიოდს უკავშირებენ.
ნათია ყველას შეახსენებს, რომ წინა გამოკვლევების კარგი პასუხები სკრინინგის გამოტოვების მიზეზი არ უნდა გახდეს.
"მე ნათია დოლიძე ვარ და უკვე მეთხე თვე რაც ვიცი, რომ ვარ ონკოპაციენტი. კიბო განაჩენი არ არის და დიდი ხანია ეს უკვე ცნობილია!
უმნიშვნელოვანესია დიაგნოზის დასმა დროულად!
ჩემს შემთხვევაში დავაგვიანე!
თითქმის ყოველ წელს დავდიოდი სკრინინგზე და ბოლო 2 წელი რატომღაც, ალბათ იმიტომ, რომ სულ კარგი პასუხები მქონდა, არ წავედი და დღეს ექიმები მეუბნებიან, რომ სწორედ აი ამ 2 წლის ჩამოყალიბებულია ჩემი ძუძუს კიბო.
საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს სკრინინგ პროგრამები, რომლის ფარგლები, საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს შეუძლია უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევები. ქალები, რიგ შემთხვევაში, დიაგნოზის შიშის გამო არ იღებენ სკრინინგ პროგრამებში მონაწილეობას, რაც სრულიად გაუმართლებელია!
დროულად დასმული დიაგნოზი, ეს არის დროული განკურნება!
წადით სკრინინგზე, გადაარჩინეთ სიცოცხლე!“ - ამბობს ნათია დოლიძე.
გააზიარე სტატია