
10/27/2026
წუხელ თბილისში, რესტორან "ლისი მერესთან", 25 წლის ახალგაზრდა, გური ბოიკო მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გური ძმის ქორწილში იმყოფებოდა, როდესაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
გური ბოიკო ინციდენტის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს...
ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები აქვეყნებენ.
„და ეს დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად... გური, დეიდა ჩემთვის შენ ცოცხალი ხარ, არ მჯერა და არასოდეს მივიღებ ამას ღმერთო, გთხოვ, დაიცავი და უპატრონე ჩემს კეთილ დისშვილს“, - წერს გური ბოიკოს დეიდა.
შსს-მ გამოძიება 108- ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელებში ადამიანები გულისტკივილით ეხმაურებიან.
"გუშინ ქორწილში ჩხუბი დაწყებულა, სიძის ძმამ, 25 წლის ბიჭმა გაშველება დაიწყო და დანით მოუკლავთ… ახალგაზრდა ბიჭი ხომ დაღუპა, თავის თავი ხომ დაღუპა, ის ახალ შექმნილი ოჯახი ხომ დაღუპა… როგორ უნდა გაიხაროს იმ ოჯახმა? როგორ უნდა გაიხსენონ მათ ცხოვრებაში ის დღე ყველაზე ლამაზი რომ უნდა ყოფილიყო? რა ვერ მოითმინა… რა ვერ აპატია… საიდან ამდენი სიბნელე და სიბოროტე," - წერს სოციალურ სელში რეჟისორი სანდრო ელოშვილი.
გააზიარე სტატია