ჯანმრთელობა-ფსიქოლოგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
გსურთ ორი უებარი რეცეპტი გაიგოთ დედა ელისაბედისგან, რათა ძლიერი იმუნიტეტი გქონდეთ და სამომავლოდ თავი ალცჰაიმერისგან დაიცვათ?
მაშინ განაგრძეთ სტატიის კითხვა...
იღუმენია ელისაბედ ზედგინიძე პროფესიით ვირუსოლოგ-იმუნოლოგი გახლავთ. ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც მან ადრე "ერთსულოვნებას" მისცა, იმუნიტეტის გასაძლიერებელ ბუნებრივ საშუალებაზე ისაუბრა. კალიუმით, სელენით, ცინკითა და უამრავი მიკროელემენტით გაჯერებულ ამ ნაზავს თუ დილაობით მიიღებთ, მთელი დღე ჯანსაღად იქნებით. ძლიერი იმუნიტეტი ვირუსთან კარგი მებრძოლია.
იღუმენია ელისაბედ ზედგინიძე: - ვირუსების დროს, ვიტამინებით გაჯერებული საკვები გვჭირდება. ეს ნაზავი დილაობით უნდა მიიღოთ. ადვილი მოსამზადებელია, თანაც ცოტა დრო მიაქვს.
200 გრამი ქიშმიში, 200 გრამი გარგარის ჩირი, 200 გრამი შავი ქლიავი, ამდენივე ნიგოზი და 1 ცალი ლიმონი ცედრიანად გავატაროთ, დავუმატოთ 200 გრამი თაფლი და კარგად მოვურიოთ. (ლიმონი კარგად გავრეცხოთ, მე ჯერ მდუღარეში ვაგდებ და მერე სოდით ვრეცხავ.)
ჩირების ნაზავი მოათავსეთ მაცივარში და დილაობით, ჭიქა წყლის დალევიდან ნახევარ საათში, მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი.


ასევე მეორე რეცეპტს გიზიარებთ. ვატარებთ ცედრებით ციტრუსს - ერთ გრეიპფრუტს, ორ ქართულ ფორთოხალსა და ორ ლიმონს, ორ გაფქცვნილ კივს და გახეხილ ას გრამ ჯინჯერს; ვუმატებთ მცირე რაოდენობით ნუშს ან ნიგოზს, ბოლოს ვურევთ იმდენ თაფლს, რომ კარგად დატკბეს და ქერქიანმა ციტრუსებმა კუჭის პრობლემა არ გამოიწვიოს. ამ ნარევშიც ბევრი მიკროელემენტია, კარგია ვირუსებთან ბრძოლაში. იმდენად სასარგებლოა ტვინისთვის, რომ თუ მას იღებთ, ძალიან მცირეა ალცჰაიმერით დაავადების შანსი.
დილაობით ამ ნარევებს თუ მიირთმევთ, დღისით კვებაც რომ ვერ მოახერხოთ, საჭირო ვიტამინები მიღებული გექნებათ.

12/09/2025