Logo

"დოის გოგოს" კომპლექსი, შეწყეტილი სიმღერა და სიახლე

"დოის გოგოს" კომპლექსი, შეწყეტილი სიმღერა და სიახლე

10/23/2026

ტექსტის ზომა

ცნობილი ოჯახის შვილობა ვიღაცას აკომპლექსებს, ვიღაც ამას პირიქით, თავის სასარგებლოდ იყენებს.

ანა დოი, დავით დოიაშვილის უფროსი ქალიშვილი, თავის თავს "ნეპო ბეიბის" უწოდებს. ნეპო ბეიბი“ (Nepo Baby, ინგლისური nepotism baby — ნეპოტიზმის ბავშვი) არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება ცნობილი, გავლენიანი ან შეძლებული მშობლების შვილების აღსანიშნავად.

ანამ "არამარტო პოდკასტში" სტუმრობისას ისაუბრა იმაზე, თუ რა შინაგანი ბრძოლები გადაიტანა, რომ თავის თავში ვიღაცის შვილობის განცდა დაემარცხებინა. ისაუბრა ამერიკაში სწავლაზე, ცხოვრებაზე, დამოკიდებულებების შეცვლაზე...

ანა დოი დოიაშვილი: მე რომ ბერკლიში ჩავირიცხე, სოციალურ ქსელში იწერებოდა, რომ მამაჩემმა "ჩამიწყო". თურმე გადარეკა, "ჩემი გოგო მოდის, მოაწყეთო" :))))

ამერიკაში მივხვდი, რომ ეს კომპლექსი - "დოის შვილია, იმღერებს ახლა ეს აქ, დოის გოგოა და სადაც ხელს დაადებს, იქ იქნება" - მომეხსნა. განულება რასაც ჰქვია, იქ მოხდა. ამერიკაში ჩემი უკანა ფონი და ბეგრაუნდი არავინ იცოდა. თან რთულიც იყო. 18 წელი მიცხოვრია, ჩავდივარ და ნულიდან ვიწყებ. ესეც მქონდა - აბა, 18 წელი რას ვაკეთებდი?

ცნობილი ოჯახის შვილობამ, სადღაც, ქვეცნობიერში, ისე იმოქმედა ჩემზე, რომ ძალიან ბევრ კარგ შესაძლებლობაზე ვთქვი უარი.

ამერიკაში აღმოვაჩინე, რომ დედა ძალიან მიყვარდა. მანამდე, თბილისში ყოფნისას, სულ ვეჩხუბებოდი, დედა, კარგი რა, ოთხასჯერ ნუ მირეკავ! რაში გაინტერესებს ახლა ამ კაბაზე რა ფეხსაცმელი მაცვია?! დიდი ვარ!. დედა ძალიან მზრუნველი და ამტანია; ახლა რომ ჩემი თინეიჯერობა მახსენდება, ვხვდები, რომ დედას საოცარი მოთმინების უნარი ჰქონდა. "დამანებე თავი" - პოზა იყო. ამერიკაში მივხვდი, რომ თურე, დედაზე ვარ ჩამოკიდებული. იქ მართლა რომ არავის აინტერესებდა, რა კაბაზე რა ფეხსაცმელი მეცვა, იქით დავიწყე - დედა, ეს მოგწოონს?

ანა დოი

ამერიკაში 9-დან 5 საათამდე ლექციებზე ვიჯექი, შემდეგ ვმუშაობდი ორ სამსახურში, საღამოს ვმღეროდი ჩემს ბენდთან ერთად. დღე-ღამეში, ალბათ, ორ საათნახევარი მეძინა. უნივერსიტეტში ვმუშაობდი ოპერატორად, კონცერტების დაწყების წინ აპარატურას ვამოწმებდი, შემდეგ ვშლიდი, ჩანაწერი მიმქონდა ოფისში. თეატრის დეპარტმანეტში პროფესორის ასისტენტი გახლდით. თეატრის მენეჯმენტიც პრაქტიკით ვისწავლე. ასევე ვმუშაობდი ფრანგულ სამზარეულოში, ქართულშიც... ეს იყო განტვირთვა, ჭამაც მიყვარს და მომზადებაც. თითოეული თეფში ხელოვნებამდე დადიოდა. ბებოებისგან ვიცოდი მზადება, ჩემი ბებოები ისეთ საჭმელებს აკეთებენ, როოომ... ბავშვებს სიმღერას ვასწავლიდი და შემოსავალი აქედანაც მქონდა. ამერიკაში იმდენად იღლები, ის თანხა რასაც აგროვებ, არაფრად გიღირს.

ანა დოი

დანაშაულის შეგრძნება მქონდა, ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად რომ ვიყო, უკეთ იქნებოდნენ. ეს შეგრძნება მკლავდა და მღრღნიდა, მე რომ სახლში ვიყო, ჩემი ოთხი წლის და სულ სხვანაირი იქნებოდა-მეთქი.

რომ ჩამოვედი, ძალიან უცნაურია, მაგრამ სახლის შეგრძნება აღარ მქონდა. ეს დღემდე მაქვს. სახლზე მიჯაჭვულობა აღარ მაქვს.

ჩემთვის ამერიკა დასრულებულია. თუმცა წასვლას და სწავლას ისევ ვაპირებ. მინდა ჩემი პროფესია ფსიქოლოგიას და მუსიკის თერაპიას დავუკავშირო. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ვიმღერო.

- რატომ აღარ მღერი?

- ამ პროფესიისადმი დიდი პატივისცემა მაქვს. ისე, როგორც მე ვიქცევი, ასე არ იქცევიან ვოკალისტები. ვეწევი სიგარეტს, ეს ძალიან ცუდია. არ ვარ ამ პროფესიით შეპყრობილი. რატომ უნდა ვეჭიდაო ჩემს თავს იმ ოცნების გამო, რომელიც პატარაობისას დავისახე? აღარ ვმღერი იმიტომ, რომ არ მემღერება.

ჩემ თავს მივეცი იმის უფლება, რომ დავკარგულიყავი, რომ მეპოვა ჩემი თავი.

წყარო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026