Logo

რელიგია

"დროს ფეისბუქში კარგავთ. ეშმაკის სათამაშო ხდებით. იფხიზლეთ"- რა იქადაგა მამა აკაკიმ უკანასკნელად

"დროს ფეისბუქში კარგავთ. ეშმაკის სათამაშო ხდებით. იფხიზლეთ"- რა იქადაგა მამა აკაკიმ უკანასკნელად

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დღეს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა - მეტეხის ტაძრის წინამძღვარი - დეკანოზი აკაკი მელიქიძე გარდაიცვალა.

მამა აკაკი კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვით მკურ­ნა­ლო­ბით არის ცნო­ბი­ლი. სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბა აფხა­ზეთ­ში, სო­ხუ­მის ხა­რე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ი­წყო. ამ­ბობს, რომ ლოც­ვას ყვე­ლა­ზე დიდი ძალა აქვს და ამის უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თია.

მამა აკა­კის მე­უღ­ლე და ოთხი შვი­ლი ჰყავს. მისი ცოლი, ფო­ფო­დია ლუდ­მი­ლა მე­ტე­ხის ტაძ­რის მე­და­ვით­ნე და მგა­ლო­ბე­ლია. ქალ­ბა­ტო­ნი ლუდ­მი­ლა ბერ­ძე­ნია, გვა­რად კა­ლა­ი­ჩი­დუ. "კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია - ეს მი­მარ­თვაა უფ­ლი­სად­მი, რომ მან და­უშ­ვას მად­ლი და ადა­მი­ა­ნის­გან ეშ­მა­კი გან­დევ­ნოს" - ამბობდა მოძღვარი, რომელსაც ასობით ადამიანი უხსნია ბოროტი ძალისგან.

***

მამა აკაკი გიორგი დარასელიას გადაცემის ხშირი სტუმარი იყო. ბოლოს სამი თვის წინ სტუმრობდა. გთავაზობთ ინტერვიუს ამონარიდს.

"ახლა თუ შემცირდა მორწმუნეთა რაოდენობა, ისინი იმდენად ძლიერები არიან, შეუძლიათ განსაცდელიც იტვირთონ, თავის თავზე გადაიტანონ. მათი მოღვაწეობა მიღებული იქნება ღვთის წინაშე. ღმერთი ასეთ ადამიანებს დააჯილდოებს.

სარწმუნოება გულშია. ადამიანი არ უშინდება არანაირ სირთულეს. თავდადაებითაც კი არიან ის მცირეოდენი მორწმუნეები. ასეთი ადამიანების ღვაწლი მოქმედებს და წარიმართება.

ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. პოლიტიკაში არ უნდა გაერიოს. პოლიტიკა აკეთოს პოლიკოსმა, მღვდელმა - მღვდლობა შეასრულოს. ასეა განწესებული. ჩვენ უნდა ძლიერად ვილოცოთ, რომ პოლიტიკოსმა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენს სამშობლოზე და პოლიკოსებზე უნდა ვილოცოთ, რომ ქრისტიანულად გადაეწყვიტოთ საქმე და ქრისტიანულად დაენახოთ, რა სჭირდება ქვეყანას. ეს იქნება ლოცვის ნაყოფი. ეს გვჭირდება. არ უნდა დავიზაროთ. ეს არის სიფხიზლის დაკარგვა და არა სარწმუნოება.

ღმერთთან უნდა მიხვიდე და ამ დროს, შენ, ამ ქვეყნიურ საქმეებში კარგავ დროს, გრძნობებში, ინფორმაციების მიღებაში. ფეისბუქებში კარგავთ დროს. ვეღარ ხართ მორწმუნე. ეშმაკის სათამაშო ხდებით. ეშმაკის ხრიკებით ხართ გართულნი. უნდა გაფხიზლდეთ. ფხიზლობა ნიშნავს ნამდვილ სარწმუნოებას. თავს უნდა კითხო - მორწმუნე ვარ? მღვიძარებით ხარ? თუ არა, წასულია შენი საქმე. მოიპოვე სიფხიზლე, მღვიძარება, რათა უფლის წინაშე წარსდგე. ყველას თავისი ვედრებისამებრ მიეცემა.

ინტერვიუს ვიდეო სრულად

ავტორი: ზმნა

12/20/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024