
10/27/2026
ძუძუს კიბოს გარშემო საზოგადოებაში ბევრი კითხვა და ხშირად მცდარი წარმოდგენა არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოსაზრება დაავადების „გაახალგაზრდავებას“ ეხება.
ახალგაზრდა ქალებში დიაგნოზების შესახებ გავრცელებული ინფორმაციები აჩენს შთაბეჭდილებას, რომ დაავადება სულ უფრო ადრეულ ასაკში გვხვდება.
მართლაც იმატა თუ არა ძუძუს კიბოს შემთხვევებმა ახალგაზრდა ასაკში, რით განსხვავდება დაავადების მიმდინარეობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და რას უნდა მიაქციონ ყურადღება ახალგაზრდა ქალებმა? ამ კითხვებით zmna.ge ონკოქირურგს და მამოლოგს დინა ნემსაძეს დაუკავშირდა.
- საზოგადოებაში არსებობს შთაბეჭდილება, რომ ძუძუს კიბო გაახალგაზრდავდა. რამდენად დასტურდება ეს მონაცემებით და რას ხედავთ თქვენს პრაქტიკაში?
- საქართველოს შესახებ დადასტურებულ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან შესაბამისი ოფიციალური მონაცემები ხელთ არ მაქვს. ასეთი ტენდენციის შესაფასებლად საჭიროა ხანგრძლივი პერიოდის, მინიმუმ ბოლო ათი წლის მონაცემების შესწავლა და შედარებითი ანალიზი.
რაც შეეხება უცხოეთის გამოცდილებას, განვითარებულ ქვეყნებში შესწავლილი მონაცემებით, 40 წლამდე ქალებში ძუძუს კიბოს სიხშირის მცირედი მატების ტენდენცია არსებობს. ახალგაზრდა ასაკში განვითარებულ ძუძუს კიბოზე სწორედ 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვსაუბრობთ. თუმცა ეს არ არის ისეთი მკვეთრი და თვალში საცემი ცვლილება, რომ განსაკუთრებულად ინტენსიურ ზრდაზე ვისაუბროთ. გარკვეული მატება ფიქსირდება, მაგრამ ამ მონაცემებს პირდაპირ საქართველოზე ვერ გადმოვიტანთ.
ჩემს პრაქტიკაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ცვლილება არ შემიმჩნევია. თუმცა ერთი ექიმის გამოცდილებით საერთო სტატისტიკაზე მსჯელობა შეუძლებელია. ამას მეცნიერული შესწავლა სჭირდება.
- განსხვავდება თუ არა ახალგაზრდა ასაკში განვითარებული ძუძუს კიბო დაავადებისგან, რომელსაც შედარებით უფროს ასაკში ვხვდებით?
- დიახ, ახალგაზრდა პაციენტებთან მეტი სიფრთხილე გვმართებს. ამ ასაკობრივ ჯგუფში აგრესიული ფორმები უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე შედარებით უფროსი ასაკის ქალებში. შესაბამისად, შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო აქტიური მკურნალობა და მეტი ყურადღება.
პროგნოზის თვალსაზრისითაც, 40 წლამდე ასაკში განვითარებული ძუძუს კიბო შედარებით უფრო მაღალი რისკის შემცველია. ამას, სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ აგრესიული ფორმების უფრო ხშირი არსებობა განაპირობებს.
როდის არ უნდა დაელოდოს ქალი სკრინინგის ასაკს და რა ცვლილებების შემთხვევაშია აუცილებელი ექიმთან მიმართვა?
პირველ რიგში, სკრინინგის ასაკს არ უნდა დაელოდონ ქალები, რომლებსაც ძუძუს კიბოს ოჯახური ანამნეზი აქვთ. ოჯახურ ანამნეზში ვგულისხმობ დედის ხაზით დაავადების გამოვლენას - დედასთან, დეიდასთან, დეიდაშვილთან ან დასთან. ხაზგასმით ვამბობ, დედის ხაზით და ამასთან, არა ერთ, არამედ ორ შემთხვევას... უკვე ასეთ შემთხვევაში ქალები მეტ-ნაკლებად მომატებული რისკის ქვეშ არიან და სკრინინგის ასაკს არ უნდა დაელოდონ. საჭიროა კვლევების უფრო ადრე დაწყება და მეტი ყურადღება.
ასეთი ოჯახური ისტორიის მქონე ქალებისთვის სასურველია, 30 წლიდან უკვე რეგულარულ კონტროლზე იყვნენ. თუმცა აქაც არის ერთი ფაქტორი, უმჯობესია ჩატარდეს გენეტიკური კვლევა და განისაზღვროს, აქვს თუ არა ქალს გენური მუტაცია. ამის შემდეგ შესაძლებელია მისთვის მეთვალყურეობის ინდივიდუალური გეგმის განსაზღვრა.
რაც შეეხება სიმპტომებს, ყურადღებას საჭიროებს ნებისმიერი ახალი ცვლილება, რომელიც ქალს მანამდე არ შეუმჩნევია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძუძუში კვანძის ან სხვა წარმონაქმნის აღმოჩენა. ასეთ შემთხვევაში კლინიკური გამოკვლევა აუცილებელია.
ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ახალგაზრდა ასაკში აღმოჩენილი წარმონაქმნები შემთხვევათა 90-95 %-ში კეთილთვისებიანია, ამიტომ კვანძის აღმოჩენა პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს. თუმცა მამის დიფერენცირება სპეციალისტმა უნდა მოახდინოს და და ქალმა შეფასება არ უნდა გადადოს.
ბა საჭირო არ არის, სასურველია ექიმს დაუყოვნებლივ მივმართოთ.
გააზიარე სტატია