ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
საზოგადოებისთვის ცნობილი პლასტიკური ქირურგი და პროფესორი - ციცინო შურღაია რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში იმყოფება. ახლა თბილისში მუშაობს და მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხიდან, ისევ იღებს პაციენტებს. აკეთებს Space lifting-ს - სახის 3 D დაჭიმვას და ბლეფაროპლასტიკას (თვალის ქუთუთოს ტომრების ოპერაცია) და როგორც თავად ამბობს, ხუთჯერ ნაკლებ ფასად, ვიდრე მსოფლიოში წამყვანი პლასტიკური ქირურგები. ყვრიმალების გამოყვანა, ასაკის ათი წლით მოპარვა და გაახალგაზრდავებული იერი - აი, რისთვის ჩამოდიან მასთან.
მის ირგვლივ ბევრი ცნობილი სახე ტრიალებს. როგორც თავად ამბობს, მეგობრებთან ერთად, „მეგობრის“ ნიღბითაც, ზოგიც გათვლით, რომ ციცინო შურღაიასთან მეგობრობით, ლამაზი სიბერე გარანტირებული ჰქონდეს...

ბოლო რამდენიმე წელია ახლო მეგობრების ამპლუაში ვხედავდით ია ფარულავასა და ციცინო შურღაიას; იყო საღამოები, გლამურული შეხვედრები, ელიტური ე.წ. "ტუსოვკები"... და ეს ყველაფერი სოციალურ ქსელებში, ყველას თვალწინ... თუმცა, გასულ ზაფხულს, გავრცელდა ხმები, რომ იას და ციცინოს დუეტი დაიშალა. მიზეზი საცხოვრებელი ბინების გაცვლა აღმოჩნდა.
ცნობილმა ქალბატონებმა, ახლო მეგობრებმა და მეზობლებმა, ერთმანეთის ბინები იყიდეს.
ციცინო შურღაია: - მე იას ძალიან მეგობრულად ვექცეოდი. შენ არ მუშაობ-მეთქი და ვეხმარებოდი. გულს და სულს ვდებდი მასთან ურთიერთობაში. ყველაფერს ვუკეთებდი, როგორც მეგობარს. მაგრამ თვითონ მოიქცა, როგორც ნაძირალა.
ხომ დაინახეთ, „ვანოს შოუში“ პირი ვერ გააღო ჩემზე სალაპარაკოდ. დამნაშავეა და ამიტომ.
ვინ არის ციცინოო, არა? მას სამი მილიონი ქართველი იცნობს. მე - მთელი მსოფლიო!
მაშინ როცა, ია ფარულავას საზოგადოების 99 პროცენტი უარყოფითად ახასიათებს, მე რატომ ვერ ვხედავდი მის ცუდ მხარეებს, ძალიან მიკვირს. რატომ ვერ ვხვდებოდი? მაგრამ რაღაც აქვს ამ ადამიანს დამაბრმავებელი. მეც ვცდებოდი...
დღეს მე ელიტა მილოცავს იმას, რომ კიდევ კარგი, საერთოდ ქუჩაში არ დარჩი და ყველაფერი არ წაგართვაო. ის ატყუებს ყველას. ტარიელ სუარი ახლა იმ სახლში ცხოვრობს, სადაც მე ვცხოვრობდი მანამდე. მას იამ გააყიდინა სახლი და პრაქტიკულად ქუჩაში დატოვა. ამიტომ ტარიელი ამბობს, რომ ის სახლი მას ეკუთვნის და იქ უნდა იცხოვროს, თვითონ ია, ახლა, ნაქირავებში ცხოვრობს.
რას ამბობდა ჩემზე, არ იცით? ციცინოს მე გავუკეთე რეკლამა და ამაში უნდა გადაეხადა ჩემთვის ფულიო. და როგორც მერე უთქვამს, ამაში „შემაწერა“ ფული. თურმე, ია ფარულავამ გამიკეთა რეკლამა! ეგ ვენახში იყო, როცა მე რუსეთის საუკეთესო ქირურგი ვიყავი. მე რომ ჩამოვთვალო, ვისთვის მაქვს ოპერაციები გაკეთებული, მაშინ მიხვდებით, მე ვინ ვარ და ია ვინ არის.
ეგ კაგებეშნიკიაო, უთქვამს ჩემზე, რაზეც ხალხი იცინოდა...

მოკლედ, ბინები მივყიდეთ ერთმანეთს. დრო გავიდა და ჩემი ნაყიდი ბინიდან არ გამოდიოდა. იქ კატები ცხოვრობენ და ვერ გავცლიო, ეს მითხრა ბინის შეძენიდან ორი თვის შემდეგ. ჩემი შვილი და სიძე კანადაში ცხოვრობენ, ბინის თანხის ნაწილი მათ მომცეს, რაც იას გადავუხადე.
ახალი და უფრო ფართო ბინაც, რეალურად შვილიშვილებისთვის მინდოდა. ჩემი შვილი და სიძე, იმ დღეებში, კანადიდან მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, რატომ არ გადავდიოდი ახალ ბინაში; მე ხან რას ვეუბნებოდი, ხან რას. რეალურად იმას, რასაც მატყუებდა ბინის ყოფილი მეპატრონე.
- რას გეუბნებოდათ, ბინა ხომ უკვე ნაყიდი გქონდათ?
- მეუბნებოდა, რომ იქ რემონტს გავაკეთებ და მანამდე შენთან ერთად ვიცხოვრებო. მერე, რაღაც ხელშეკრულების დადებას მთხოვდა, უკვე შეძენილ ბინაზე, კიდევ კარგი რომ არ მოვტყუვდი, თორემ შეიძლება საერთოდ გარეთ დავრჩენილიყავი. მერე თქვა, რომ იმ ბინაში ვერ იცხოვრებოდა, არ ეკადრებოდა, თუმცა, ჩემ ბინას არაფერი ჰქონდა გასაკეთებელი; ჩავაბარე გაწკრიალებული, სუფთა ბინა, მან კი დამახვედრა ჩამოდღლეზილი კედლები, კატის რწყილებითა და განავლით სავსე და დამპალი იატაკი. ბინაში შესვლამდე სანებით სადგური გამოვიძახე, ისე იქ, საცხოვრებლად ვერ შევიდოდი. ძალიან გაუმართავი ბინაა, რემოტს საჭიროებს.

- როცა მეგობრობდით, მასთან სტუმრად ხომ დადიოდით, ამ ყველაფერს მანამდე ვერ ამჩნევდით?
- მივდიოდი, მაგრამ ამ დეტალებს ხომ არ ვაკვირდებოდი; დიდი ქოთნებით ყვავილები ედგა და მის ქვეშ იატაკი თუ დამპალი იყო, მე რა ვიცოდი?! დღემდე ვერ გავიყვანე კატის ტილი და რწყილი. ასეთ პირობებში არასოდეს მიცხოვრია.
- ბოლოს და ბოლოს, გადახვედით თქვენს ნაყიდ სახლში?
- ამდენი ამბის შემდეგ, ბოლოს, როგორც ჩანს, შეეშინდა; მან იცოდა, რომ მე ეს ბინა შვილიშვილებისთვის მინდოდა და ბინის თანხაც კანადიდან იყო გამოგზავნილი, ამიტომ თვეების და ბევრი უთანხმოების შემდეგ, ჩემი ნაყიდი ბინიდან გამოვიდა.
საოცრება იცით რა იყო? ელექტრო გაყვანილობა დამხვდა ჩამოგლეჯილი, ონკანები მოხსნილი... აი, ასე, ადგა, წავიდა და გოსტინგზე გადავიდა.
- იმ ურთიერთობაზე, რაც თქვენ გქონდათ, გული არ გწყდებათ?
- ცუდად მომექცა. აფექტში ჩამაგდო. მყავს მოწმეები, დედა როგორ მაგინა. მერე დამწყევლა - უნდა მოკვდე, იმ სახლში არ უნდა იცხოვროო - და ამას მეგობარი ჰქვია? ძალიან გამამწარა... ჩემს სიძესთან უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო. მე კანადელი სიძე მყავს, რომელსაც ყოველთვის უნდოდა საქართველოში ეყიდა საცხოვრებელი...

ბოლომდე ვეცადე ჩვენი ურთიერთობა გადამერჩინა; მორიგ თხოვნაზე, დაეცალა სახლი და გამოსულიყო, მან მიპასუხა, რომ თანხა არ აქვს, ვალები აქვს, მე მას კიდევ დავუმატე თანხა, დავეხმარე, ხელი გავუწოდე, რომ მოეგვარებინა მისი ყოფითი პრობლემები.
ეს თანხა, რომელიც ბოლოს მივეცი, დასაბრუნებელი აქვს. ხომ იცის, რომ მისი თანხა არ არის?! ამაში ვედავები. უნდა დააბრუნოს.
სამწუხაროდ, მისი ერთადერთი მეგობარი ფულია. ჩემი აზრით, სხვა მეგობარი მას არ ჰყავს.
მე არ შემიძლია რაღაც ვიდეოს ფასად, უფასოდ რაღაცეები ვიკეთო, მას ეს უხარია. მე დამბლადაცემულ პაციენტს ოპერაციას უფასოდ ვუკეთებ, სად წავიღო იმ ადამიანის ფული, რომელიც გარეთ ვერ გამოდის, ვერ გადაადგილდება და თან უჭირს, ოპერაციას ვერ იკეთებს? სახლში წამოვიღო, იმ ფულით შვილებს ვაჭამო? არა, არავითარ შემთხვევაში. მე არ მიყვარს ადამიანებზე ექსპლუატაციის გაწევა. მე მიყვარს გაცემა, გაჩუქება, იას უყვარს წართმევა. ამიტომ ჩვენ ვერ შევეწყეთ ერთმანეთს. ბევრჯერ გავუფრთხილდი მეგობრობას, ვეუბნებოდი, მოდი, ინტელიგენტურად მოვიქცეთ-მეთქი. მან მეგობრობა არ იცის, იცის მხოლოდ ფულის სიყვარული. ეს „მეგობრობა“ ადრე უნდა შემეწყვიტა. ბევრჯერ „მიპოდლა“, მაგრამ თვალს ვხუჭავდი. ბოლოს უკვე ვეღარ შევძელი თვალის დახუჭვა...
მე ჩემი სიმართლის არ მეშინია. სარჩელს ვამზადებ, ყველაფრის მოწმე მყავს. დრო მივეცი, თანხის დასაბრუნებლად.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ახლა მე, ამ ინტერვიუში ყველაფერი ვთქვი, ძალიან შემცდარა. ეს ყველაფერი არ არის და ისეთ რამეებს ნუ მათქმევინებთ, მთლად საქართველოდან გააძევონ.
11/14/2025