Logo

"ეს ამბავი მხოლოდ ჩვენ ორს - მე და კარლოს გვეხება" - მარიამ შარმანაშვილი

"ეს ამბავი მხოლოდ ჩვენ ორს - მე და კარლოს გვეხება" - მარიამ შარმანაშვილი

11/23/2026

ტექსტის ზომა

მარიამ შარმანაშვილმა კარლო პონტისთან დასრულებული ქორწინების შესახებ, თავად ამცნო საზოგადოებას. ფეისბუქის "სთორიში" ატვირთა ტექსტი და როგორც იქ წერს, თავი დაავალდებულა იმაში, რომ ამ თემასთან დაკავშირებული გაურკვევლობა აერიდებინა.

კარლო პონტი

სიახლე, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, მოულოდნელი აღმოჩნდა და წერდნენ, რომ მარიამის და კარლოს გაყრა ეწყინათ. თუმცა ფაქტია - ქართველი კონკიასა და იტალიელი მეგა ვარსკვლავის მუსიკოსი ვაჟის ექვსწლიანი სიყვარულის ისტორია - დასრულებულია. არადა, მართლა მოულოდნელი ფინალია. კარლო, რჩეულის სიყვარულით, ჯერ მართლმადიდებლად მოინათლა და გაბრიელი დაერქვა, შემდეგ ქართული ტრადიციისამებრ, ჯვრისწერით იქორწინა. ქორწილიც დიდებული გაიმართა, "სუხიშვილების" ცეკვამ იტალიელი მაყრიონი ისე აიყოლია, ადგილზე აცეკვდნენ. ქორწილში სოფი ლორენის მილოცვის ჩანაწერიც გაუშვეს. იტალიელებმაც იმღერეს და ქართველებმაც. დაუვიწყარი დრო ატარეს სტუმრებმაც და მასპინძლებმაც.

კარლო პონტი

მარიამ შარმანაშვილი: მიზეზებზე და დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ეს სწორ საქციელად არ მიმაჩნია, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ექვსწლიან ურთიერთობაში უბედნიერესი ვიყავი. გარდა ამისა, ეს ამბავი მხოლოდ ჩვენ ორს - მე და კარლოს გვეხება და საჯაროდ მიზეზების განხილვა, არაეთიკურად მიმაჩნია.

მინდა იცოდეთ, რომ ეს ნაბიჯი ბევრი ფიქრის შედეგად, სრულიად შეგნებულად გადავდგი. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი განუზომელია, მე ეს ორივეს ბედნიერებისთვის უნდა გამეკეთებინა.

მე მადლიერი ვარ კარლოსი, მასთან გატარებული ყველა ბედნიერი წუთისა და დღისთვის. ის ჩემი ცხოვრების ულამაზესი წლების შემოქმედი იყო.

გულწრფელად ვუსურვებ მას ბედნიერებას და ცხოვრების ბოლომდე მის გულშემატკივრად დავრჩები.

ზოგჯერ, გაშვება, სიყვარულის ყველაზე ჭეშმარიტი გამოვლინებაა.

კარლო პონტი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026