Logo

"ეს პრეპარატები მოგონილია დიაბეტის სამკურნალოდ და არა წონის კლებისათვის" - არუნ ხათრი გასახდომ ინექციებზე

"ეს პრეპარატები მოგონილია დიაბეტის სამკურნალოდ და არა წონის კლებისათვის" - არუნ ხათრი გასახდომ ინექციებზე

11/05/2026

ტექსტის ზომა

დღევანდელ რეალობაში, სხეულის იდეალური ფორმებისკენ სწრაფვამ პიკს მიაღწია და ადამიანები მიზნის მისაღწევად ხშირად საკუთარი ჯანმრთელობითაც რისკავენ.
უკანასკნელ ხანს განსაკუთრებული პოპულარობა წონის კლების ახალმა „ჯადოსნურმა ჯოხმა“ - GLP-1 რეცეპტორების აგონისტებმა (ინექციებმა) მოიპოვა.

მედიკამენტები, რომლებიც სინამდვილეში შაქრიანი დიაბეტისა და მძიმე სიმსუქნის სამკურნალოდ შეიქმნა, ჩვენს სინამდვილეში საყოველთაოდ ხელმისაწვდომ, „სწრაფ გასახდომ საშუალებად“ იქცა. სოციალური ქსელებისა და მეგობრების რეკომენდაციებით წახალისებული ადამიანები, ექიმების გაფრთხილებისა და მკაცრი სამედიცინო ჩვენებების იგნორირებით, ამ პრეპარატებს თვითნებურად, ყოველგვარი კონტროლის გარეშე იყენებენ.

GLP-1 რეცეპტორების აგონისტების თვითნებურ გამოყენებას ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანების გამოწვევა შეუძლია. ამის შესახებ აიურვედას სპეციალისტმა არუნ ხათრიმ გადაცემა "პრაიმშოუში" სპეციალურად წონაში კლების პრეპარატებისადმი მიძღვნილ გადაცემაში ისაუბრა.

„ნებისმიერი წამალი არის სიცოცხლის გადარჩენისთვის გაკეთებული, და არა იმისთვის, თუ ვინმეს არ მოსწონს საკუთარი თავი - ცხენი ვარ თუ კამეჩი გვხდი, ამისთვის არ არის მოგონილი ეს წამლები. ეს კონკრეტული პრეპარატებიც მოგონილია დიაბეტის სამკურნალოდ და არა წონის კლებისათვის.
თვითონ კომპანიის 147 გვერდიანი კვლევაა, 7000 ადამიანზეა ჩატარებული კვლევა, რომელიც ამბობს, რომ პანკრეატიტი ვითარდება.
ახლაც 700 კაცი ჩივის ამერიკაში, ვისაც ჰქონდა დიაბეტი და ამის გამო მხედველობა შეუმცირდა. კი არ შეუმცირდა დაბრმავდა ადამიანი. საჩივარი შეტანილია და ვინ მოიგებს და ვინ წააგებს გამოჩნდება მომავალში.

პრეპარატს წონის დაკლებისთვის იკეთებენ. 1000 ობით ადამიანი იკეთებს ამას გასახდომად. 15-16 წლის ბავშვი გასუქდა არასწორი კვების გამო. ის ავადაა? ბავშვს პირდაპირ გასახდომ საშუალებად არ უნდა მივცეთ.
დედისთვის , რომელიც ძუძუს აჭმევს ბავშვს, მის სისხლში ხდება ამ ტოქსინების მოხვედრა. ამიტომ აფრთხილებს კომპანია, რომ დედებისთვის არ შეიძლება, არ გამოიყენოთ.

კომპანია თვითონ მოუწოდებს, რომ არ შეიძლება თუ ბავშვის გაჩენას აპირებ, თუ ინსულინზე ხარ,

ამ წამლის საქმეა რომ თქვენ მიერ მიღებული საკვები ნელ-ნელა გადამუშავდეს. და ეს არა მარტო საკვებზე მოქმედებს. თუ თქვენ გაცივდებით, სიცხე გექნებათ, სიცხის დამწევი წამალიც ნელა იმუშავეს და ან საერთოდ არ იმუშავებს.
აქ თუ შეხვედი, თუ გაკეთება დაიწყე, ვეღარ გამოხვალ იქიდან. ისე ხდება როგორც კორეულ სერიალში "კალმარის თამაში". სულ უნდა იკეთო მერე...


ჯანსაღი ცხოვრების ალტერნატივა არაფერი არ არის, მთავარია ჰორმონი ინსულინი როგორმე დავარეგულიროთ. და ეს ბუნებრივადაც შეიძლება. ჯერ ჭამე ბოსტნეული, მერე ჭამე ცილა და ბოლოს ჭამე ნახშირწყალი, და იარეთ, მორჩა ამით დავამთავრე ამ თემაზე საუბარი,“ - განაცხადა არუნ ხათრიმ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

არუნ ხათრიგასახდომი ინექციებიდიაბეტიწონაში კლება
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026