Logo

"ეს სამჯერ მოხდა" - რას იხსენებს პეტრე კოლხი

"ეს სამჯერ მოხდა" - რას იხსენებს პეტრე კოლხი

10/28/2026

ტექსტის ზომა

21 ოქტომბერს გიორგი ნემსაძის მოულოდნელმა გარდაცვალებამ საზოგადოება შეძრა. ყოფილი კაპიტნის მიერ გაკეთებულმა სიკეთეებმა, კაი კაცობისა და ადამიანობის ამბებმა, სოციალური ქსელები ააჭრელა. ამ დღეებში გავიგეთ, რომ "ნემსა", გარდა პროფესიონალი ფეხბურთელისა, ადამიანი იყო, თხემით ტერფამდე ჰუმანური და გულისხმიერი.

პეტრე ხოლხი: აღმოსავლური სამზარეულო მიყვარს, როდესაც შემიძლია, ხშირად ვსტუმრობ. შვილებიც, მეგობრებიც მივაჩვიე და ჩვენთვის რაღაცნაირ რიტუალად ჩამოყალიბდა.

წლების წინ, არც მახსოვს, მას მერე რა დრო გავიდა, გადახდის დროს მიმტანს ვთხოვე, ქვითარი მოეტანა, თქვენი გადახდილიაო - მითხრეს.

შევწუხდი, მაგრამ გამიხარდა, რომ უცნობმა ჩემ მიმართ პატივისცემა გამოხატა…

მსგავსი ფაქტი, ერთსა და იმავე ადგილას, სამჯერ მოხდა.

უკვე ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს და მენეჯერს ვთხოვე, ახლა მაინც მითხარით, ასე ხშირად ვინ მეპატიჟება-მეთქი.

გაიღიმა, საოცარი ის არის, თითქოს შეთანხმებულივით დადიხართო….

ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე აღმოჩნდა…

ასეა, დიდი ადამიანები უხმაუროდ მოქმედებენ…

დაუსრულებელი სინათლე მის სულს!..

გიორგი ნემსაძე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026