ასტროლოგია-ეზოთერიკა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ეზოთერიკოსი მაია ყუფარაძე სასარგებლო რჩევებს აძლევს მათ, ვისაც ავი თვალის და დაბინძურებული აურის სჯერა. როგორც ის "ზმნისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ჩვენი სახლის საუკეთესო გამწმენდი საკმეველია. ის წმენდს სახლს უარყოფითი ენერგიებისა და ავი ძალისგან. საკმევლის შემოტარებისას შეგიძლიათ ლოცვაც თქვათ. ასხუროთ ნაკურთხი წყალი ოთახების კუთხეებს, შემოსასვლელ კარსა და ზღურბლს.
მაია ყუფარაძემ ჩვენთან სავსე მთავრის ზეგავლენაზეც ისაუბრა. ის პატარა შელოცვასაც გვასწავლის.
მაია ყუფარაძე: სავსე მთვარეს დიდი გავლენა აქვს ადამიანზე. ის იბადება, იზრდება, აღწევს კულმინაციას ანუ სრულ ფორმას. ასევე ხდება დედამიწაზეც, ყველაფერი იზრდება, ივსება. სავსე მთვარის დროს ბევრი ადამიანი თავს კარგად არ გრძნობს. ენერგეტიკული ცვლილებები მიმდინარეობს ადამიანებში. მაგრამ წყლის ნიშნებზე - დადებით გავლენასაც კი ახდენს ეს პერიოდი. მე კირჩხიბი ვარ და სავსე მთავრე დიდ ენერგიას მაძლევს. ამ დროს ძალიან კარგია ბარაქის რიტუალების ჩატარება. მე ხშირად ვაკეთებ ამას. საფულიდან ვიღებ ფულს, ჩემს დამცავ მინერალურ ქვებს, ვალაგებ რაფაზე და ვმუხტავ მთვარის შუქზე. ვეუბნები ლოცვას - "მთვარევ, როგორც შენ აივსე, ისე აგვავსე დოვლათით და ბარაქით." ეს ყველაზე ლამაზი რიტუალია.

- ნოემბერი როგორი თვეა?
- გარდატეხის პერიოდია. შემოდგომა საქართველოში დოვლათთან ასოცირდება. ეს წლის შეჯამებაა, მოსავლის აღების დროა და მერე მოდის გამყინვარება, ზამთარი.
ეზოთერული თვალსაზრისით, ამ დროს, ადამიანებშიც გარდატეხა ხდება. შესაძლოა მიძინებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, როგორც ფიზიკურმა, ასევე სულიერმა. ზოგი ისე აივსება ბარაქით, თვითონაც არ ელის. მოკლედ, საერთო ჯამში, დადებითი თვეა.

- მაია, ალბათ, ბევრი გეკითხებათ, როგორ გავწმინდოთ სახლი უარყოფითი აურისგან?
- მე ყოველდღიურად მჭირდება ჩემი სახლის გაწმენდა, რადგან შინ ვიღებ აურა დაბინძურებულ ადამიანებს. ნებისმიერი საკმეველი საუკეთესოდ წმენდს სახლს. ყველაზე მაგრად წმენდს. მე უპირატესობას ოქროსფერ საკმეველს ვანიჭებ. რამდენიმე საკმეველს ერთად ვდებ ნახშირთან ერთად და შემოვატარებ სახლში საათის ისრის მიმართულებით. თან ვლოცულობ. "მამაო ჩვენოს" სამჯერ ვამბობ, ვკითხულობ ღვთისმშობლის დაუჯდომელს. საკმეველი და "მამაო ჩვენო" სავსებით საკმარისია. ბნელი და ეშმაკისეული ძალები ვერ იტანენ საკმეველს და გაურბიან. საწოლზეც გადაატარეთ საკმეველი, მთლიან სახლშიც შემოატარეთ.
სახლში მოსულ ადამიანებს, უნებურად, თან მოაქვთ ბინძური აურა. საერთოდ, სახლის კურთხევა აუცილებელია.
რაც შეეხება სახლის მარტივი გზით გაწმენდას; სამი სუფრის კოვზი მარილი გააცხელეთ ტაფაზე, სახლის კარიდან დაიწყეთ და საათის ისრის მიმართულებით შემოატარეთ მთელ სახლში. ისევ გააცხელეთ, ისევ შემოატარეთ. სამჯერ შეგიძლიათ. თუ სახლის აურა დაბინძურებულია, ასეთ დროს, გაშავებულა კიდეც მარილი. რომ გაგრილდება, ჩაუშვებთ უნიტაზში და ჩარეცხავთ, ჩემი ჭირი წაგიღიაო, იტყვით. ეს მეთოდი ნამდვილად წმენდს სახლს...

- ავი თვალისგან დასაცავად რისი გაკეთება შეგვიძლია?
- ზოგადად ყველაფერი ავისგან, ქრისტიანებს, გვიცავს ჯვარი და ღვთისმშობელი. ავი თვალი აზიანებს ჩვენს ენერგეტიკულ ველს, აურას; შეიძლება შვიდი ჩაკრა ისე დახვრიტოს, ავადმყოფობები გამოიწვიო. ღმერთმა ყველა დაგვიფაროს. ახლახან გოგონა მივიღე სეანსზე, ისე ჰქონდა აურა საცერივით დახვრეტილი, გავგიჟდი.
ავი თვალისგან მინერალი, ბუნებრივი ქვა დაგეხმარებათ. ჩვენი ქვები, ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით აქტიურად მუშაობენ ჩვენს დაცვაზე. მაგრამ ასევე არის დღეები, რომ რომელიღაც კონკრეტული ქვა, ყველაზე დადებითად მოქმედებს. მაგალითად, აგატის დღეა. ჩემი ქვა არ არის, მაგრამ მე იმ დღეს მაინც ვატარებ აგატს.
შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ გიშერს ყველაზე სუსტი დაცვა აქვს ავი თვალისგან. ვინც ავი თვალის მიმღები და მედიუმია, შეიძლება ასი გიშერი დასჭირდეს წელიწადში. ასე რომ ბუნებრივი ქვები ატარეთ, თქვენი ქვები.

11/08/2025