
11/24/2026
ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსი 22-ე პაკეტი წარადგინა. სხვა დარგებთან ერთად ეს პაკეტი რუსულ სპორტსაც ურტყამს. მოდი, ყველაფერი დეტალურად გავარჩიოთ.
რას ითვალისწინებს სანქციების ახალი პაკეტი?
რუსეთისთვის ევროპული სპორტი ფაქტობრივად იკეტება. „სპორტული მოვლენები არ შეიძლება იქცეს პლატფორმად პროპაგანდისთვის“ - განმარტა ორშაბატს ფონ დერ ლაიემა სანქციების პაკეტის სპორტული ნაწილზე საუბრისას.
მთლიანობაში სანქციები ოთხ სპორტულ მიმართულებას შეეხება:
🚫 ევროკავშირის ტერიტორიაზე ნებისმიერ სპორტულ შეჯიბრში რუსეთის დროშით გამოსვლა.
🚫 რუსული სიმბოლიკის ნებისმიერი დემონსტრირება.
🚫 ევროპული სპორტის რუსი სპონსორების მიერ დაფინანსება.
🚫 ევროპული სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელ ორგანოებში რუსების მიერ პოსტების დაკავება.
ერთი მნიშვნელოვანი და ალბათ, მთავარი დეტალიც: პოლონეთის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ სანქციათა პაკეტს რუსი სპორტსმენებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვაც ემატება! ეს დამატება კი პირდაპირ ნიშნავს, რომ რუს სპორტმენებს ევროკავშირის ტერიტორიაზე ასპარეზობა უბრალოდ აეკრძალებათ.
რას ნიშნავს ეს ყველაფრი რუსული სპორტისთვის?
კარგს არაფერს!
ევროკავშირმა გადაწყვიტა შეზღუდვები იმის მიუხედავად დააწესოს, რას გადაწყვეტენ ამ საკითხზე საერთაშორისო ფედერაციები და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. არადა, მათგან სანქციების შერბილების სურვილი უკვე იკითხება.
გავიხსენოთ, რომ ზაფხულში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დროებით აღუდგინა წევრობა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს და გააუქმა ძველი რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ რუს სპორტსმენებს და ნაკრებებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა შეზღუდოდათ.
ოქტომბრის ბოლოს კი ლოზანის საერთაშორისო არბიტრაჟმა ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას მოსთოვა რუსეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე და სხვა ტურნირებზე დაებრუნებინა.
მაშინ საპასუხოდ ცალკეულმა ქვეყნებმა გამოაცხადეს, რომ რუს სპორტსმენებს თავიანთ საზღვარზე უბრალოდ არ შეუშვებდნენ. ამის მოთხოვნა კი ლოზანის არბირტაჟის კომპეტენციაში არანაირად აღარ შედის.
სანქციების ახალი პაკეტი კი რუსების არშეშვებას ევროკავშირის 27 ქვეყნის ტერიტორიაზე ერთიან, ორგანიზებულ ლეგიტიმაციას აძლევს.
ანუ, საერთაშორისო ფედერაციებს უკვე აღარავინ შეეკითხება რუსების შეჯბრებებში დაშვებას. დაუშვებთ? ქვეყანაში არ შევუშვებთ! - ასეთი პრინციპი აირჩიეს ევროპელებმა და აქ ყველა ფედერაცია, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ჩათვლით - უძლურია.
სანქციების ამ პაკეტის მიღება ამ კვირის ბოლომდე იგეგემება და ის წლის ბოლომდე ამოქმედდება.
გააზიარე სტატია