Logo

ტაბლოიდი

Exclusive: "არავისთვის არავინ წამირთმევია, ნუ ეშინიათ!" - ქეთო თოფურიძის ინტერვიუ

Exclusive: "არავისთვის არავინ წამირთმევია, ნუ ეშინიათ!" - ქეთო თოფურიძის ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

როგორც იცით, მარტის დასაწყისში, საჰაერო თავდაცვის სისტემები დუბაის ცაზე ირანული დრონებისა და რაკეტების იერიშს იგერიებდა. ირანის იერიშების შედეგად დაზიანდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტიც.

ამ დროს, ომანიდან თბილისში საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად, კერძო თვითმფრინავის მიერ შესრულებულ პირველ რეისს, დიდი ხმაური მოჰყვა. სწარაფად გაზიარდა ქეთო თოფურიძის მიერ „ინსტაგრამზე“ განთავსებული ფოტო და პოსტი:

„რო­გორც იქნა სახ­ლში ვარ. თბი­ლი­სი, სა­ქარ­თვე­ლო. მად­ლო­ბა ყვე­ლას სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და მხარ­და­ჭე­რის­თვის…“ - წერდა ეკა კახიანის ნაბოლარა ქალიშილი ფოტოზე, სადაც დასთან, ანასტასია თოფურიძესთან და ნოშიკო ნამორაძესთან ერთად არის გადაღებული. სწორედ ამ უკანასკნელის მიერ დაქირავებული კერძო თვითმფრინავით მოხდა ადამიანების ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოყვანა.

ქეთო თოფურიძე

ბიზ­ნეს­მენ ნო­ში­კო ნა­მო­რა­ძის მე­უღ­ლემ, ნინო სუ­თი­ძემ კი გან­მარ­ტა, რომ ეს იყო მე­გობ­რუ­ლი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ნა­ბი­ჯი:

„მე თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი, ჩემ­მა მე­უღ­ლემ კი ჩა­მო­იყ­ვა­ნა ისი­ნი, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბო­და. მას­კა­ტი­დან გა­მოფ­რინ­დნენ 14-კა­ცი­ა­ნი ბორ­ტით. ჩვენ ხში­რად ვართ დუ­ბა­ი­ში, საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ბორტზე ძა­ლი­ან ში­ნა­უ­რე­ბი ის­ხდნენ, ასე­ვე ორი ადა­მი­ა­ნი, იქა­უ­რე­ბი, ვინც ითხო­ვა წა­მოს­ვლა. ეკა კა­ხი­ა­ნის ოჯახ­თან ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ. გო­გო­ე­ბი იქ იყ­ვნენ, ეკამ და­მი­რე­კა და მი­თხრა... ასე გა­და­წყდა მათი წა­მოყ­ვა­ნა. ეს იყო უბ­რა­ლოდ პირ­ვე­ლი კერ­ძო რე­ი­სი. ამ ამ­ბის პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­დაყ­ვა­ნა არას­წო­რია.”

ამ რეისს დაემთხვა თბილისის მერის დუბაიში ჩარჩენაც, რომელიც იქ, ცოლ-შვილთან ერთად დაბადების დღის გადასახდელად იყო და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სამშობლოში, რამდენიმე დღის დაგვიანებით დაბრუნდა.

„სკანდალური რეისის“ ერთ-ერთი მგზავრი, ქეთო თოფურიძე კი „ზმნასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს აბსურდული ისტერიკა მისთვის გაუგებრად ატყდა.

ქეთო თოფურიძე: უკვე ერთი წელია დუბაიში ვცხოვრობ. იქ საცხოვრებლად აპრილში გადავედი. ქართულ დეველოპერულ კომპანია „ნექსთში“ ვმუშაობ, რომელიც იქ სახლებს აშენებს. გენერალური მენეჯერის თანამდებობას ვიკავებ. საქართველოში იშვიათად ჩამოვდივარ.

ჩემი და, ანასტასია იყო ჩემთან ერთად. ძალიან მოულოდნელად არეულობა დაიწყო. დუბაი, რომელიც ბევრი წელია, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად სახელდება, უცებ დრონების და რაკეტების ეპიცენტრში აღმოჩნდა, რაც არავის წარმოედგინა. ეს ამბები რომ დაიწყო, მეორე დღეს ნოშიკო ნამორაძემ, რომელიც მეუღლესთან ერთად ჩვენი ოჯახის ახლობელია, გადაწყვიტა, რომ 14 კაციანი თვითმრინავით მისი შინაურები და ახლობლები ჩამოეყვანა. ნოშიკო იყო პირველი, რომლებმაც დუბაიდან ქართველები წამოიყვანა. ამის შემდეგ დაინიშნა ჩარტერული რეისები. ძალიან პანიკური სიტუაცია იყო, ფაქტობრივად, ომში ვიყავით. ერთ-ერთი პირველია ჩვენი ქვეყანა, ვინც ჩარტერი დანიშნა.

რომ ჩამოვფრინდით, ამის აღსანიშნავად ფოტო გადავიღე და დავდე „ინსტაგრამზე“ და ატყდა ერთი ამბავი! ჩემი მეგობრები იქ დარჩნენ, მძიმე მდგომარეობაში და განვიცდიდი მათ მდგომრეობას. ჩემთვის იყო ყოვლად გაუგებარი ამ ადამიანების დამოკიდებულება. შეგრძნება მაქვს, რომ არ უხარიათ, რომ კარგად ხარ. ეს ადამიანები ხომ არ არიან უცხოები? ჩვენ ხომ თანამოქალაქეები ვართ. ჩვენ ხომ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და რატომ აქვთ ასეთი მძიმე დამოკიდებულება კარგად მყოფი ადამიანის მიმართ, ვერ ვხვდები. როცა ხედავენ, რომ ადამიანს არ აქვს პრობლემა, კარგად ცხოვრობს (ვისთვის რა არის კარგად ცხოვრება), ცუდად ხდებიან. ეს მე ძალიან მწყინს და მაწუხებს. მე ყველა - ვიცნობ თუ არ ვიცნობ, მინდა იყოს კარგად და ყველაფერი შეძლოს. იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთი გავახნევოთ, ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის უცნაურია. მე მაინც ყველას საუკეთესოს ვუსურვებ.

- თქვენთან ერთად ვინ გამოფრინდა?

- ნინოს და ნოშიკოს ახლობლები. ვინც ჩაეტია, პირველი რეისით გამოვფრინდით საქართველოსკენ. მათი ბედი კი, ვინც იქ დარჩა, ძალიან მადარდებს. ხაზზე ვარ მათთან.

- კითხულობ კომენტარებს?

- ვკითხულობ. მომიწია წაკითხვა, რომ ადამიანების დამოკიდებულება გამეგო. არ არის სასიამოვნო, მწყინს...

ქეთო თოფურიძე

- დუბაიში ცხოვრება როგორია შენთვის?

- უძრავი ქონების სამშენებლო ბიზნესის კუთხით, დუბაი წამყვანი ქალაქია. ჩემთვის საინტერესო სამუშაო. ვასრულებ გენერალური მენეჯერის ფუნქციას. ყველა დეპარტამენტში აქტიურად ვარ ჩართული.

- ელოდი, რომ ასეთი საქმიანი ქალი დადგებოდა შენგან?

- უფრო მეტსაც ველოდი 😊ჩემ თავს ბიზნესში სულ ვხედავდი. ახალგაზრდა, ჭკვიანი და წარმატებული ქალის მომავლით. არ ვიცი რატომ, არტისტების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, თუმცა ბიზნესის სფერო სულ მომწონდა. სულ მეტი და მეტი მგონია, რომ შემიძლია, კმაყოფილი არასდროს ვარ. მინდა მეტი გავაკეთო.

- სად ხედავ თავს 20 წლის შემდეგ?

- ეს ძალიან რთული შეკითხვაა. მაქვს ჩემი მიზნები და ზუსტად ვიცი, რაც მინდა. უბრალოდ, მაგას არასდროს ვამხელ. როდესაც მივაღწევ, მერე ვიტყვი.

- როგორ ფიქრობ რატომ ექცევი საზოგადოების ყურადღების ცენტრში? არც მომღერალი ხარ, არც მსახიობი, არც ტელე წამყვანი.

- ამ კითხვას ვუსვამ ჩემს ახლობლებს უკვე რამდენიმე დღეა. ალბათ, ყურადღების ქვეშ ვექცევი, პირველ რიგში, ოჯახიდან გამომდინარე. მეორე მიზეზი კი არის ის, რომ ვარ ძალიან თავისუფალი ადამიანი. არასოდეს მაქვს შეზღუდვები და ლიმიტები. არასდროს მქონია იმის შეგრძნება, რომ რაღაცის გამო, ჩემთვის სასურველი რამ არ გავაკეთო. ცხადია, ოჯახის წევრებს ვითვალსიწინებ და ბევრი პრინციპი მაქვს, მაგრამ იმის მიღმა, საზოგადოების ჩარჩოში მე არ ვექცევი. ეს კი მაკრავს იარლიყს, რომ ვარ ეპატაჟური...

- და სკანდალებში ეხვევი...

- ასეა, თუმცა არ მაქვს პასუხი ასეთი დიდი დოზით რატომ მირჩევენ.

- შესაძლოა, შედეგებს არ ითვალისწინებ და ამიტომ...

- ძალიან ბევრი რამ ოჯახიდან გამომდინარე გამითვალისწინებია, მაგრამ ის, რომ მე ყურადღების ცენტრში ვარ, იმის დამსახურება მგონია, რომ ძალიან თავისუფალი სულისკვეთების ადამიანი ვარ. ჩემთვის ჩარჩოები და ლიმიტები არ არსებობს.

- რასაც ვერ ვიტყვით შენს უფროს დებზე, მაგალითად, ნინიზე.

- ჰო, ნინი აღარ არის ასეთი თავისუფალი და მე მეჩხუბება, თავი შეიზღუდეო. არ შემიძლია, რომ შევიზღუდო. ვინმეს ხომ არ ვართმევ? მე ხომ ჩემი ცხოვრება მაქვს, ვიღაცაზე ცუდად ხომ არ ვმოქმედებ? აიტანონ და თუ ვერ აიტანენ, ნუ აიტანენ. რა თქმა უნდა, მიწყენინებია, ადამიანი ისე ვერ ცხოვრობ, რომ ასეთი მარტივი შეცდომა რომ არ დაუშვა, მაგრამ ის, რომ ვინმეს უბედურებაზე ჩემი ბედნიერება ამეწყო, აქამდე ისე მოვედი (26 წლის ვარ), რომ ასეთი რამ არ ყოფილა. ნუ ეშინიათ! არ ვარ წამრთმევი და მტაცებელი! არ ვარ მთლად კარგ პოზიციაში, მაგრამ რა ვუყო?

ეკა კახიანი

- ეკას რეაქციები როგორია?

- ეკა ძალიან განიცდის. არ მოსწონს, რა თქმა უნდა. დედაა და ბუნებრივია, განიცდის. ჯერ ნინის ჭორებზე რაც გადაიტანა. და ახლა უცებ ჩემზე!.. მაკრიტიკებს ხოლმე, ზედმეტი თავისუფლება არ არის კარგიო. მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი პოზიციაა - დაე, ილაპარაკონ, დაე, დამაბრალონ...

- გინატრია, რომ არ იყო ცნობილი ოჯახის შვილი?

- ბევრჯერ მინატრია... ცნობილი ოჯახის შვილობას ბევრი პლუსი აქვს, თუმცა ბევრი მინუსიც.

- ქეთო, სიტყვა „თავისუფლება“ ბევრჯერ ახსენე. რაში გამოიხატება შენი თავისუფლება, რომელსაც ამდენი ხმაური მოაქვს?

- თავისუფლება ჩემთვის ყველაზე დიდი ღირებულებაა. ეს არის ემოცია და მდგომარეობა, როცა რაღაცის მსხვერპლი არ ხარ. თავისუფლება არის განცდა, როცა აკეთებ იმას, რასაც სწორად თვლი. თავს რომ არ იქცევ ჩარჩოებში. ეგ არის მთავარი. მე ისე არ მიცხოვრია, რომ ვიღაცისთვის ცუდი გამეკეთებინოს. ვცდილობ ადამიანებს ვასიამოვნო. ეს რეალობა, რაშიც მომაქციეს, რომ ვითომ მონსტრი და საშიში ქალი ვარ, მცდარია. რეალობაში ვარ თავისუფალი, ლაღი და ისეთი, ვისაც სხვისი სიამოვნება სურს.

- და მაინც ყველაზე მყვირალა, მერთან დაკავშირებული ჭორები იყო.

- მაგაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ყველამ იცის, რომ ეგ აბსურდული ჭორია. ძალიან არასასიამოვნო იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის და დარწმუნებული ვარ, მისთვისაც და მისი ოჯახისთვისაც. კახის საერთოდ არ ვიცნობ. არანაირი გადაკვეთა არ მქონია, არასდროს.

- რა ხდება შენს პირადში?

- შეყვარებული დიდი ხანია არ ვარ. ვისვენებ... ვნახოთ, რა იქნება...

ავტორი: ლილიანა ფალიანი

03/05/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024