საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ფოტოხელოვანი მარი ნაკანი, უკანასკნელ დღეების განმავლობაში, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.
მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის დაშორების ამბავს მედია პლატფორმები აქტიურად განიხილავენ.
ფსიქოლოგი თეკლა გეთიაშვილი იმ ჟურნალისტებს აკრიტიკებს, რომლებიც მარი ნაკანს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ესაუბრებიან და მისი ცხოვრების ეპიზოდები საზოგადოების სამსჯავროზე გამოაქვთ.
"ვინც მარი ნაკანი მიიწვია გადაცემაში, მის ცხოვრებაში ბოლოს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ყველანი ხართ იაფფასიანი ვაჭარი, რომელიც თავისი პროდუქტის სარფიანად გაყიდვას ცდილობს, ადამიანის მენტალური ჯანმრთელობის ხარჯზე...
ამ გოგოს თავისი სერიოზული პრობლემები გააჩნია და ეს "ჟურნალისტები" აჩვენებენ ხალხს რა მდგომარეობაშია ის.
ისევ აქტუალურია "პურისა და სანახაობის" ამბავი. ოღონდ თქვენ სანახაობას გაჩვენებენ იმისათვის, რომ თავად გემრიელი და მსუყე პური მიირთვან.
მე ვისწავლე ჟურნალისტიკაზე და სწავლის პროცესში ყველაზე დიდი დრო ეთმობოდა ეთიკას, რაც ფიზიკურად არ გააჩნია ზოგიერთ "ვაი ჟურნალისტს."
გააკეთეთ სიუჟეტები რაზეც გინდათ, მაგრამ ნუ დასცინით ადამიანებს, ვისაც მენტალური პრობლემა აქვს. ეს პრობლემები დროებითია, გამოჯანმრთელდება ადამიანი და მერე მოიყვანეთ ვინც გინდათ და ასაუბრეთ რაზეც გინდათ.
იქონიეთ ემპათია ადამიანების მიმართ, რომლებიც თქვენ რატომღაც ნივთები გგონიათ." - ამბობს ფსიქოლოგი.
03/17/2026