Logo

„განსაკუთრებული კვირა გველოდება“ - სოფია ბზეკალავას პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

„განსაკუთრებული კვირა გველოდება“ - სოფია ბზეკალავას პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

11/08/2026

ტექსტის ზომა

გთავაზობთ მიმდინარე კვირის პროგნოზს ასტროლოგი სოფია ბზეკაკლავასაგან:

მიმდინარე კვირის განმავლობაში ბევრი ადამიანი გააცნობიერებს, რომ რაღაცებს ხელი უნდა გაუშვას და გათავისუფლდეს. ბევრის წინაშე დადგება კითხვები - სად არ ვაძლევ საკუთარ თავს თავისუფლებას? სად ვარ შიშის ბორკილებში და სად მჭამს ეს შიში?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - ეს კვირა ძალაუფლების კრიზისს წარმოშობს. ეს განსაკუთრებით შეეხებათ ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რაღაც მნიშვნელოვანს მართავენ ან წარმოადგენენ. მიმდინარე კვირის აქცენტები იმ საკითხის გააზრებას უკავშირდება, რომ ადამიანს დაბადებისას არაფერი მოაქვს და წასვლისას არაფერი მიაქვს.

აუცილებლად მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებსა და მოზარდებს. ისინი შესაძლოა განსაკუთრებით დაძაბულები და ემოციურები იყვნენ. დააკვირდით მათ ქცევას და მოუსმინეთ, რა აწუხებთ.

ამ კვირის მთავარი ფავორიტები ვერძები, ლომები და მშვილდოსნები არიან. მნიშვნელოვანი ცვლილებები ნაწილობრივ თევზებსა და მერწყულებსაც შეეხებათ. ამ ნიშნებისთვის ეს დიდი გადაფასებების კვირა იქნება.

12 ნოემბრიდან იწყება იუპიტერის, მარსისა და დაღმავალი კარმული კვანძის მნიშვნელოვანი შეერთება, რომელიც თითქმის 120 წელიწადში ერთხელ ხდება. ამიტომაც ვამბობ, რომ განსაკუთრებული კვირა გველოდება.

ვერძი

ვერძი

მიმდინარე კვირაში შეიძლება გააცნობიეროთ, რომ ის, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში იყავით კონცენტრირებული და რისი ასრულებაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგაჩნდათ, თქვენთვის ძველ მნიშვნელობას კარგავს. ეს შეიძლება ურთიერთობებსაც ეხებოდეს.

შესაძლოა, საკუთარ ოცნებაში განიხიბლოთ, მაგრამ სწორედ ამან გაგათავისუფლოთ და კიდევ უფრო მეტად დაგაფასებინოთ ყველაფერი, რაც გაქვთ, და ადამიანები, რომლებიც თქვენ გვერდით არიან.

ბევრ საკითხზე შეგეცვლებათ წარმოდგენა. ვერძები ამ კვირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები ხართ და მნიშვნელოვანი გადაფასებებისა და ცვლილებების შესაძლებლობა გეძლევათ.

კურო

კურო

პირველ რიგში, ძალიან დაუკვირდით საკუთარ სიტყვებს. მიმდინარე კვირაში განსაკუთრებით სახიფათოა კონფლიქტების დაწყება ან მათში ჩართვა. ადამიანები მიდრეკილი იქნებიან, ერთმანეთს საკუთარი ეგო დაუპირისპირონ, ბევრის თავმოყვარეობას კი მოვლენები მტკივნეულად შეეხება.

რასაც ამ კვირაში იტყვით და გააჟღერებთ, უკან ვეღარ დააბრუნებთ. ამიტომ გირჩევთ, ეს პერიოდი მაქსიმალური დაკვირვებით გაიაროთ.

კვირა შეიძლება საკმაოდ ემოციური იყოს, თუმცა ბევრი რამის გადაფასების საშუალებასაც მოგცემთ. ზოგიერთ სიტუაციაში მიხვდებით, რომ არასწორი მოლოდინების მსხვერპლი იყავით, ენდობოდით ადამიანებს და მათ მიმართ გარკვეული მოლოდინები გქონდათ. ახლა ამ მოლოდინებისგან გათავისუფლებას შეძლებთ.

შესაძლოა, პირიქითაც იყოს. სხვებს ჰქონდათ თქვენ მიმართ არასწორი დამოკიდებულება. მიმდინარე კვირაში ბევრი რამ გაირკვევა და შეიძლება შვებით ამოისუნთქოთ.

ახალმთვარეობა თქვენს პარტნიორულ ნიშანშია, ამიტომ განსაკუთრებით გირჩევთ ემოციური წონასწორობის შენარჩუნებას. ძალიან აქტუალური გახდება საკუთარი თავის სხვა ადამიანების თვალით დანახვა.

ტყუპები

ტყუპები

დრო დადგა, ვიღაცის ან რაღაცის ჩრდილიდან გამოხვიდეთ. შესაძლოა, ამისთვის გამბედაობის მოკრება დაგჭირდეთ.

დაფიქრდით, ხომ არ დადგა დრო, ცხოვრების კონკრეტული წესი შეცვალოთ და გაბედოთ, რომ აღარ გეშინოდეთ? ზოგიერთისთვის ეს სამსახურებრივ საკითხებსა და იმის გაცნობიერებას უკავშირდება, რომ შიშში ცხოვრებას არსებული მდგომარეობის დასრულება სჯობს.

მიმდინარე კვირა ბევრისთვის საკუთარი შიშების გაცნობიერებისა და მათგან გათავისუფლების გზის დასაწყისი იქნება. ტყუპებთან ეს განსაკუთრებით ცხოვრების წესსა და სამსახურს შეეხება.

შესაძლოა, რთული დიალოგი მოგიწიოთ კონკრეტულ ადამიანებთან. მაგალითად, კირჩხიბის, ლომის, მერწყულის ან თხისრქის ნიშნით დაბადებულებთან. ეს შეიძლება იყოს თქვენი ზემდგომი ან ადამიანი, რომელზეც გგონიათ, რომ თქვენი მომავალია დამოკიდებული.

სწორედ აქ მოგიწევთ მნიშვნელოვანი წყალგამყოფის გავლა. უნდა გააცნობიეროთ საკუთარი თავისუფლებისა და გამოხატვის უფლების მნიშვნელობა. დრო დადგა, თავად გაითავისუფლოთ თავი ამ გალიიდან.

კირჩხიბი

კირჩხიბი

ახალმთვარეობა, სავსემთვარეობა და მთვარის სხვა მნიშვნელოვანი ციკლები კირჩხიბებზე ყოველთვის განსაკუთრებულად აისახება.

ამჯერად მთავარი თემებია პირადი და პარტნიორული ურთიერთობები, ასევე ურთიერთობა შვილებთან, განსაკუთრებით მოზარდებთან.

კირჩხიბ მშობლებს ვურჩევ, აუცილებლად მოუსმინონ თავიანთ მოზარდ შვილებს. ზოგადადაც, ამ კვირაში ბავშვებისა და მოზარდების საკითხებს მეტი ყურადღება დაუთმეთ. დააკვირდით მათ უსაფრთხოებასაც და ეცადეთ, კონფლიქტურ სიტუაციებში არ აღმოჩნდნენ.

მნიშვნელოვანია, საკუთარი თავი საყვარელი ადამიანების თვალით დაინახოთ, თუნდაც მოსმენილი თქვენთვის ყოველთვის სასიამოვნო არ იყოს.

ამასთან, გააცნობიერეთ, რამდენად აფასებთ საკუთარ თავს სხვების შეფასებების მიხედვით და სად გეშინიათ სხვისი აზრის. ხომ არ გიშლით ეს ხელს, უბრალოდ ბედნიერი იყოთ? ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი კარგად ყოფნა გარშემომყოფებს შეიძლება არ მოეწონოთ?

დრო დადგა, აღარ მოიხადოთ ბოდიში იმისთვის, რომ კარგად ხართ.

ლომი

ლომი

ვერძებთან ერთად ამ კვირის მთავარი მოთამაშეები ლომები ხართ. იუპიტერისა და მარსის შეერთება სწორედ ლომის ნიშანში ხდება და მორიელის ახალმთვარეობასთან დაპირისპირებაშია. მოვლენები ფიქსირებული ჯვრის ნიშნებში ვითარდება.

ლომები, რომლებსაც აქამდე ჩრდილიდან გამოსვლის ეშინოდათ, საკუთარ თავში ძალას იპოვით. მნიშვნელოვანია, უპირველესად საკუთარ თავს დაენახოთ.

ზოგიერთ შემთხვევაში ეს საკუთარი თავის შესახებ მტკივნეული სიმართლის მოსმენას ნიშნავს. შესაძლოა, გარშემომყოფებმა ისეთი რამ გითხრან, რაც თქვენთვის ადვილი მისაღები არ იქნება.

ის ნიღაბი, რომელიც ზოგიერთს სახეზე თითქოს შეეზარდა, შეიძლება საკუთარი ნებით მოიხსნათ. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობთ.

ნაკლები ყურადღება მიაქციეთ, რას ფიქრობენ თქვენზე და როგორ გაფასებენ. უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად კომფორტულად ხართ საკუთარ თავთან მაშინ, როდესაც არავინ გიყურებთ, პუბლიკის წინაშე არ დგახართ და უბრალოდ სარკეში იყურებით.

ამ ვირტუალური სცენიდან ჩამოსვლა განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში დაგჭირდებათ.

ქალწული

ქალწული

მიმდინარე კვირაში უნდა გადააფასოთ, რამდენად ცხოვრობთ სხვისი ფიქრებით: ვინ როგორ იქნება, ვინ რას იტყვის, ვინ რაზე ნერვიულობს.

ამ ყველაფერზე მუდმივ ფიქრს თავი უნდა დაანებოთ, რადგან თქვენს გონებაში საკუთარი მომავლისა და ოცნებებისთვის ადგილი აღარ რჩება.

ბევრი ქალწული აღმოაჩენს, რომ სხვებზე დარდი და სხვისი ფიქრებით ცხოვრება აქამდე არ უტოვებდა დროს იმის გასარკვევად, თავად რა უნდოდა.

ამ კვირაში გირჩევთ, განმარტოვდეთ და საკუთარ თავს მოუსმინოთ. შეეცადეთ, თქვენზე ნაკლებად იმოქმედონ ადამიანებმა, რომლებსაც აქამდე უსმენდით ან რომელთა აზრიც თქვენთვის გადამწყვეტი იყო.

ქალწული და ტყუპები ის ნიშნებია, რომლებიც გარემოცვის, განსაკუთრებით კი მანიპულაციური გავლენის ქვეშ ადვილად ექცევიან.

ახლა მნიშვნელოვანი აღმოჩენის წინაშე დგახართ: ვისი ფიქრებით ცხოვრობდით აქამდე და სად აღარ იყავით საკუთარი თავი?

სასწორი

სასწორი

თქვენი და კუროს მმართველი პლანეტა ვენერა სტატიკურ მდგომარეობაში გადადის. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე კვირაში კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით წარსულს და გადააფასებთ, რა ფასი აქვს თქვენთვის თავისუფლებას.

დაფიქრდით, სად აქცევთ ზედმეტ ყურადღებას იმას, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე და სად უარყოფთ საკუთარ თავს, როგორც მნიშვნელოვან ფასეულობას.

კვირა საკმაოდ ემოციური იქნება. პირველ რიგში, გირჩევთ, არ გააღვივოთ კონფლიქტები.

შესაძლოა, შეგეცვალოთ დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, რომლებსაც აქამდე ავტორიტეტებად მიიჩნევდით. ასევე შეიძლება შეიცვალოს თქვენი შეხედულება მეგობრებზე ან მათზე, ვისაც მეგობრებად თვლიდით. ვიღაც ჩრდილიდან გამოვა და შესაძლოა გამაოგნებელი სიმართლეც გითხრათ.

შეიძლება დაკორექტირდეს თქვენი ოცნებები და სამომავლო გეგმებიც. უბრალოდ მიხვდებით, რომ ამ ყველაფერში ამხელა ფასის გადახდა აღარ გიღირთ, აღარ გინდათ, ან ეს საერთოდ არ არის თქვენი ნამდვილი ოცნებები და მიზნები.

მორიელი

მორიელი

მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში ხართ. ახალმთვარეობა თქვენთვის, პირველ რიგში, პიროვნული გადატვირთვის შესაძლებლობაა.

ეს ეხება როგორც მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას, ისე საკუთარი თავის შეცვლას ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც.

სურვილი, რომ „ორშაბათიდან დიეტას ვიწყებ“, ამჯერად განსაკუთრებით თქვენ გეხებათ.

თუ ნებისყოფას მოიკრებთ, ცვლილებების განხორციელებას შეძლებთ. უახლოესი ხუთი თვის განმავლობაში დაინახავთ იმ შედეგებს, რომელთა მიღწევასაც ამ კვირაში დაისახავთ მიზნად.

მეორე მნიშვნელოვანი თემა კარიერული დაპირისპირებებია. შეიძლება მოგეცეთ შესაძლებლობა, თქვენი სიმართლე დაამტკიცოთ და იმიჯი ან რეპუტაცია გაიუმჯობესოთ, თუ ამ მხრივ პრობლემა არსებობდა.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი

მიმდინარე კვირა თქვენთვის განსაკუთრებით გარდამტეხია. 12 ნოემბრიდან ძალაში შედის ის ასპექტი, რომელზეც უკვე ვისაუბრე. მასში იუპიტერიც მონაწილეობს.

ბევრი მშვილდოსანი გააცნობიერებს, რამდენი ირაციონალური შიში ჰქონდა და რამდენ ხანს ამყოფებდა საკუთარ თავს ამ შიშების ტყვეობაში.

თავი დაანებეთ ვიღაცის გადარჩენაზე ფიქრს. ნუ იმედოვნებთ, რომ საკუთარი თავის მსხვერპლად გაღების ხარჯზე ვინმეს გადაარჩენთ, გამოასწორებთ ან თქვენს მნიშვნელობას დაანახვებთ. ასეთი მოლოდინი ამაოა.

მიხედეთ საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს და საბოლოოდ გამოდით ჩრდილიდან.

თხის რქა

თხისრქა

თქვენთვის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი და გადაფასების პერიოდი იწყება.

პირველ რიგში, უნდა გააცნობიეროთ, ვის ცხოვრებაში იყავით აქამდე საყრდენი და რამდენად დაუფასებელი რჩებოდა თქვენი მხარდაჭერა.

დაფიქრდით, ხომ არ გიჯდებოდათ ეს ყველაფერი ჯანმრთელობის ფასად. შესაძლოა, გარშემომყოფები სუსტებად მიგაჩნდათ და ფიქრობდით: „მე თუ არა, ვინ?“

მიმდინარე კვირაში შეიძლება მტკივნეულ სიმართლეს შეეჯახოთ. მათთვის, ვისაც ეხმარებოდით, თქვენი დახმარება შესაძლოა განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავდა ან იღებდნენ როგორც რაღაცას, რაც ისედაც ეკუთვნოდათ.

ამის გაცნობიერების შემდეგ ბევრ ადამიანთან საზღვრებს მონიშნავთ.

თუ საქმე უძრავ ქონებას, საერთო ფულს, საბიუჯეტო საკითხებს ან იურიდიულ დავებს ეხება, იმოქმედეთ ზედმეტი ემოციის გარეშე. ადვილი იქნება ისეთ კონფლიქტში შესვლა, რომელიც დიდხანს გაგრძელდება და რეპუტაციულ ზიანსაც გამოიწვევს.

კონფლიქტებისგან თავის შეკავება ამ კვირაში ყველასთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ძალაუფლება აქვს.

მერწყული

მერწყული

თქვენთანაც მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება, თუმცა ეს ყველაფერი თქვენს მოპირისპირე მხარეს ხდება.

ადამიანი, რომელიც აქამდე ჩრდილში იდგა, მაგრამ თქვენ მაინც ამჩნევდით, ჩრდილიდან გამოვა. შესაძლოა, უფრო მკაფიოდ გამოვლინდეს თქვენი პარტნიორის ამბიციებიც.

მთავარი რჩევაა ნუ იქნებით იმ პასუხისმგებლობების ტყვე, რომლებიც საკუთარ თავს თავად დაუწესეთ.

ამ კვირაში მიხვდებით, რომ იდეალური ყოფნა არ გევალებათ. თქვენ ადამიანი ხართ, ადამიანები კი შეცდომებს უშვებენ, დასკვნები გამოაქვთ და სწავლობენ.

მიეცით საკუთარ თავს უფლება, უბრალოდ ადამიანი იყოთ. აღიარეთ, რომ რაღაცის გეშინიათ და ამ შიშს ხედავთ.

როდესაც ვაღიარებთ, რომ რაღაცის გვეშინია, ხშირად ეს ემოცია თანდათან უფერულდება. შიშისგან გათავისუფლება სწორედ მასთან თვალის გასწორებითა და იმის გაკეთებით იწყება, რისიც გვეშინია.

თევზები

თევზები

მნიშვნელოვანი გადაფასება გელოდებათ ყოველდღიური რუტინის კუთხით. თუმცა შესაძლოა, ამბიციების მხრივ გადააჭარბოთ, ამიტომ გირჩევთ, ნაკლები ემოციით მიუდგეთ განსაკუთრებით სამსახურსა და სამსახურებრივ საკითხებს.

თქვენს შემთხვევაშიც შეიძლება ილუზორული იდეალები ჩამოიშალოს.

ჰკითხეთ საკუთარ თავს სად გგონიათ, რომ რაღაც არ გეყოფათ, მაგალითად, გარკვეული რესურსი? სად გეგონათ აქამდე, რომ თავად იყავით არასაკმარისი?

ამ არასაკმარისობის განცდის გამო ზედმეტს ხომ არ იღებდით საკუთარ თავზე? ეს განსაკუთრებით ყოველდღიურ რუტინას, ვალდებულებებსა და სამსახურებრივ პასუხისმგებლობებს ეხება.

შესაძლოა, ამ კვირაში სიმბოლურად იარაღი დადოთ და თქვათ: „მე ვარ ის, ვინც ვარ. მეც ადამიანი ვარ და მეც შეიძლება რაღაცის მეშინოდეს“.

თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს მნიშვნელოვანი გადაფასება ელის.

საკუთარ შიშებთან თვალის გასწორება წინსვლის შესაძლებლობას მოგვცემს.

წინ მნიშვნელოვანი და ემოციური 2027 წელი გველოდება. ნოემბერი და დეკემბერი, ფაქტობრივად, გენერალური რეპეტიციაა იმისა, თუ როგორი წელი მოდის.

მომდევნო წლის ერთ-ერთი მთავარი თემა საკუთარი თავის სხვა ადამიანების თვალით დანახვა იქნება. ამისთვის უკვე ვემზადებით.

წარმატებას ვუსურვებ თორმეტივე ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს!

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ასტროლოგიაზოდიაქოთებერვალისოფია ბზეკალავა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026