
11/20/2026
22 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით, გლოვაა გამოცხადებული. ფონიჭალის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ექვსი ადამიანი დღეს დაკრძალეს.
გარდაცვლილთა შორისაა ვერონიკა ვანიშვილი-რისტიჩი. ის, უკანასკნელ გზაზე, თავის პატარა ქალიშვილთან ერთად გააცილეს.
სამორინე "გრანდ ბელაჯიო" თავის თანამშრომელს ასე დაემშვიდობა:
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი მარკეტინგის ხელმძღვანელის, ვერონიკა რისტიჩის გარდაცვალების გამო.
მისი ღიმილი, გულწრფელობა და საქმისადმი თავდადება ჩვენს გუნდში სამუდამოდ დარჩება.
ვუსამძიმრებთ ყველა გარდაცვლილის ოჯახს."
„აღარ მყავს არც და და არც დისშვილი, არიანა... ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის...“ - უცხოეთიდან წერდა დავით ვანიშვილი.

"გოგო, რომელიც ყველას უყვარდა თავისი გულწრფელობით, სითბოთი, ღიმილითა და უსაზღვრო პოზიტივით… მზესავით შემოანათებდი ხოლმე ჩვენს დღეებში. შენი ღიმილი, შენი სითბო და შენი სიკეთე არასოდეს დაგვავიწყდება. ოხ, ვერო… რა მწარე რეალობას შეგვაჯახე… როგორ დაგვაკლდები, როგორ მოგვენატრები… ზოგი ადამიანი მიდის, მაგრამ მისგან დატოვებული სითბო სამუდამოდ რჩება. ნათელში იყავი, ვერო" - წერს ფეისბუქზე თათია მდივანოვა.

გააზიარე სტატია