
11/06/2026
გოგრა შემოდგომის ვიზუალური სახე და წელიწადის ამ დროს მისართმევი სასარგებლო ბოსტნეულია.
გოგრის წვნიანი, ფხალი, სალათი, დესერტი - რაც გნებავთ, მოამზადეთ, ისიამოვნეთ და მისი სასარგებლო თვისებებით აივსეთ.
გოგრის სალათი
ეს სალათი გამომცხვარი გოგრის კუბებისგან მზადდება, რომელიც შესუნელებულია დარიჩინით, როზმარინით, ჯინჯერითა და ნივრით. კომპოზიციას, მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად, მჟავე მწვანე პომიდორი, ხის სოკო, სატაცური, ყაბაყი, კრემყველისა და ნადუღის პასტა, კოწახური და ბროწეული ემატება.

გოგრის ფხალი
მოხარშული გოგრა გახეხეთვაშლის სახეხში. დააბლენდერეთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა და ხახვი.
დაბლენდერებული მასა ჩაამატეთ გოგრას და ასევე დარჩენილი იგრედიენტებიც. ყველაფერი ერთად დაამუშავეთ კარგად. ბოლოს დაამატეთ ქინძი და ბროწეული.

გოგრის კრემსუპი
გოგრა კუბებად დავჭრათ, დავასხათ იმდენი წყალი, რომ მხოლოდ დაიფაროს და თავდახურული ცეცხლზე დავდგათ.
ხახვი წვრილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ.
როცა გოგრა დარბილდება, დავუმატოთ ხახვი, რძე, მარილი, წიწაკა და ბლენდერში დავაქუცმაცოთ.
თუ გოგრის მასა სქელი იქნება, გავათხელოთ ადუღებული წყლით სასურველი კონსისტენციის მიღებამდე და ერთხელ კიდევ წამოვადუღოთ.
წვნიანი სუფრაზე გოგრის თესლთან ერთად მივიტანოთ.
გოგრის კრემ-სუპი შეგვიძლია მივირთვათ არაჟანთან ერთად.

გააზიარე სტატია