Logo

"იმედი მაქვს, ძალიან ბედნიერი იქნება" - ჯორჯინა უსკატეგი ილია თოფურიასა და ლინა სიჭინავაზე

"იმედი მაქვს, ძალიან ბედნიერი იქნება" - ჯორჯინა უსკატეგი ილია თოფურიასა და ლინა სიჭინავაზე

11/24/2026

ტექსტის ზომა

„იმედი მაქვს, ძალიან ბედნიერი იქნება“ — ჯორჯინა უსკატეგი ილია თოფურიასა და ლინა სიჭინავაზე გავრცელებულ ამბავს გამოეხმაურა ესპანურმა გადაცემამ Es la Mañana de Federico ილია თოფურიას ყოფილ პარტნიორს, ჯორჯინა უსკატეგის,კითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს ჯორჯინა ილიასა და ქართველი მოცეკვავის, ლინა სიჭინავას ურთიერთობაზე.


უსკატეგიმ თოფურიას ბედნიერება უსურვა და თქვა, რომ თავადაც ბედნიერია, რადგან ცხოვრების ეს ეტაპი დაასრულა. „იმედი მაქვს, ძალიან ბედნიერი იქნება, რადგან ვინც მშვიდად ცხოვრობს, სხვების სიმშვიდეს არ არღვევს“, — თქვა უსკატეგიმ.
მან დასძინა, რომ ორივეს გულით უსურვებს ყოველივე საუკეთესოს.

თოფურიასა და სიჭინავას სავარაუდო ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია ესპანელმა ჟურნალისტმა ხავი ოიოსმა გაავრცელა. ესპანური მედია აღნიშნავს, რომ ლინა სიჭინავა „სუხიშვილების“ მოცეკვავეა და მან ილია საქართველოში გაიცნო, როცა UFC -ის მებრძოლი სამშობლოში სავარჯიშოდ ჩამოვიდა.

წყარო: Libertad Digital

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ილია თოფურიალინა სიჭინავაჯორჯინა უსკატეგი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026