Logo

"იმედია ცოცხალი ხარ! იმედია სუნთქავ" - წერილი ბიოლოგიურ დედას

"იმედია ცოცხალი ხარ! იმედია სუნთქავ" - წერილი ბიოლოგიურ დედას

10/29/2026

ტექსტის ზომა

ემიგრანტი გოგონა ნანა ქაჯაია, რომელიც ძმასთან ერთად მშვილებელ ოჯახში გაიზარდა, აღმზრდელი მშობლების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულითაა პატივისცემით გამოირჩევა.

გოგონა სოციალურ ქსელში ხშირად წერს მამასას და დედაზე, რომლებმაც სითბოსა და სიყვარულში გაზარდეს და საუკეთესო ადამიანად ჩამოაყალიბეს.

თუმცა ზოგჯერ ნანას ნაწერში უხილავი სევდა იგრძნობა... ისეთი სევდა, როგორსაც დედის მკერდიდან მოწყვეტილი ადამიანები განიცდიან.

ნანა ქაჯაია ამბობს, რომ ბიოლოგიურ დედას დიდი ხანია აპატია, თუმცა დღემდე აინტერესებს, როგორ გაიმეტა დედამ და როგორ გრძნობს ის თავს დღეს, როცა გაშვილებულ პატარას იხსენებს.

ნანა ქაჯაია

„შვილებს შორის, ყველაზე კარგი შვილი გაუშვილებიათ...

ასე მითხრეს, ოჯახს შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ გამოეზარდათ ჩვილიო. ისე, როგორი ბედის ირონიაა, არა?! შენი ტვირთი პატარა, უმანკო არსებას აჰკიდო...

ზოგჯერ მაწვება სიბრაზისა და სიბრალულის უცნაური ნაზავი! ბრაზი იმ წარსულის გამო, შვილს რომ ყიდი და სინანული იმ განცდების გამო,რომ საბედისწერო დღის მერე, ალბათ შინაგანად არასოდეს გაღიმებულან... არა?! კი...

კი, დედაჩემო, ასეა!

მე თუ მჭამს ეს ფიქრები, წარმომიდგენია, შენ როგორ ებღაუჭები კედლებს!მაგრამ არაუშავს...

მთავარია, მე ჩავისახე შენში, შენ კი, შენ! ჰო, შენ შეძელი ჩემი გაძლება მუცლად... ალბათ მუცელშიც გასაძლები ვიყავი.

ოდესმე დაფიქრებულხარ, როგორი გაიზრდებოდა შენგან ნაკლული შვილი?!

მე გეტყვი: ყველაზე კარგი...

ჰო, კარგი, დედაჩემო. შორს რომ არ წავიდეთ, სიბრაზემ და სიბრალულმა რომ არ შთანთქას ჩემი „მე“, უბრალოდ გეტყვი: მე არაფერი მაკლდა, როგორც შვილს, უბრალოს მაკლდა მხოლოდ შენი ვერ შესრუტული სურნელი!

ჰო… მხოლოდ სურნელი….

თუმცა... ეგოისტურად მე მაინც ჩემი ზურაბის და ნანის სიყვარული მათრობს. მათი უშვილო ცხოვრების სიყვარული ცამდე მქენჯნის!

ჰო ასეა! ჰო, მე რომ არ დავბადებულიყავი, მე რომ არ ვყოფილიყავი მათი ნუგეში, მათი ცხოვრების ყველაზე დიდი გამარჯვების შანსი... ვერ შევეგუებოდი, გესმის?! მე ვერ შევეგუებოდი ჩემი ზურაბისა და ნანის სხვისი შვილის დედ-მამობას. თუნდაც ეს „სხვისი შვილი“ მათივე სისხლი ყოფილიყო ერთ დროს უარყოფილი და ახლა სხვისგან გაზრდილი, სხვისი ღირებულებებით ჩამოყალიბებული.

ჰო, ასეთი ვარ! ან მიყვარს გიჟურად, ან არ მიყვარს და მორჩა! ჯერ კიდევ მუცლად მყოფი, მე ისინი ჩემთვის მინდოდა, მხოლოდ ჩემთვის.

ჰო, ეგოისტი ვარ. დაე, ვიყო!

ამ ეგოიზმში არის მთელი ჩემი არსებობის აზრი და ჩემი ცხოვრების გამართლება.

და რომ მკითხო ერთ დღეს: „ეს არის ჩვეულებრივი შვილის სიყვარული?“ მე გიპასუხებდი: მე ისინი მიყვარს ისეთი ტკივილით, როგორითაც ფესვები ეჭიდებიან ხოლმე გამომშრალ მიწას.

როცა ვამბობ, რომ ისინი ჩემი დედების დედა და მამების მამა არიან,ამით ვამბობ, რომ ისინი ჩემი სამყაროს დასაწყისი და დასასრულია.

ჰო! ყველაფერი! და ის შენი „ყველაზე კარგი შვილი“ სხვისი უნაკლო, წარმატებული, ერთგული და გიჟი შვილია დღეს ...

და ბოლოს: მინდა გახსოვდეს, შენგან სითბონაკლული, მე თავად სიყვარულის ალში მადედოფლეს!

ასეთია ბედის ირონია! გაცლის ყველა უ-სულოსა და უ-ღმერთოს რომ თავად ღრმა სულის ადამიანებში იმზეო. მე თუ ოდესმე შევძელი გადარჩენა, იცოდე, ეს ჩემი შინაგანი ბუნების ყველაზე დიდი საყრდენი ძალაა! ძალა იმისა, რომ მიტევება შემიძლია და ცამდე თავისუფლება შენთვის, შენთან, შენთვის კი არა! ჩვენთვის! ჩვენთან! ჩვენში და მაინც…

მე თავად აწ უკვე დედას! მინდა ცამდე თუ არა, მიწაზე მოფარფატე ბედნიერი ქალი გერქვას!

იმედია ცოცხალი ხარ! იმედია სუნთქავ… ან იქნებ, არც ვიცი… არც ვიცი სად ხარ….. იმედია კარგად ხარ… იმედია…. მეც ხომ ამ იმედით ვცოცხლობ….

და როცა ღმერთამდე მიხვალ, ჰკითხე: ჩემზე მეტად ხომ არ სტკენია რამე ჩემს შვილსო?! ჰკითხე… ის , მხოლოდ ის გიპასუხებს , როგორია ღამე… ღამე თეთრად გათენებული, დე….

სხვა დანარჩენ კითხვებზე პასუხი ჩვენშივე ვეძიოთ,დე,“ - წერს ნანა ქაჯაია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

ბიოლოგიური დედადედასნანა ქაჯაიაწერილი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026