Logo

"ის გოგონები პროფესიონალები იყვნენ და არ დამცინოდნენ" - ეკა მამალაძე სამოდელო კარიერას იხსენებს

"ის გოგონები პროფესიონალები იყვნენ და არ დამცინოდნენ" - ეკა მამალაძე სამოდელო კარიერას იხსენებს

11/26/2026

ტექსტის ზომა

ეკა მამალაძეს ყველა ვიცნობთ, როგორც შესანიშნავ მომღერალს, თუმცა მის ბიოგრაფიაში ერთი ნაკლებად ცნობილი ეპიზოდიც არის.
ახალგაზრდობაში მომღერალმა თავი მოდელის ამპლუაშიც სცადა და ამისთვის ამერიკაშიც კი გაემგზავრა.


როგორ აღმოჩნდა ატლანტაში შვიდ მოდელთან ერთად და რატომ უჭირდა პოდიუმზე მუსიკის რიტმში სიარული, მომღერალმა გადაცემაში „შუადღე ლაივი“ იუმორით გაიხსენა.
ატლანტაში ჩვენების რეპეტიციაზე ეკა მამალაძესა და მის მეწყვილეს პოდიუმის ბოლოს სხვადასხვა მხარეს უნდა გაეხვიათ. ეკა კი, რომელიც გასვლის თანმიმდევრობას ვერ იმახსოვრებდა, ისე გულმოდგინედ იმეორებდა მეწყვილის ნაბიჯებს, რომ იქაც უკან მიჰყვებოდა, სადაც უნდა დაშორებოდნენ.
მომღერალს განსაკუთრებულად ახსოვს, როგორი რეაქცია ჰქონდათ მის გამოუცდელობაზე გამოცდილ მოდელებს. ეკა მამალაძე იხსენებს, რომ საკუთარ შეცდომებზე მხოლოდ თავად იცინოდა. მოგვიანებით კი სწორედ ამ სიცილით დაამახსოვრა ხალხს თავი.

"პატარა რომ ვიყავი, შეიძლება ძალიან პატარაც არა, მაგრამ მაინც პატარა ასაკის, ამერიკაში წამიყვანეს როგორც მოდელი.. თავისთავად ეს ძალიან სასაცილო ამბავი იყო, იმიტომ რომ შვიდი ულამაზესი გოგო იყო, მართლა ულამაზესები, ყველანი გადასარევები და მე ვიყავი მერვე გოგო.

მე წამიყვანეს იმიტომ, რომ ვიღაც გოგო ვერ ჩაჯდა და საჭირო იყო კიდევ ერთი... მაღალი, კიდევ უფრო თხელი ვიყავი და ასე მოვხვდი ატლანტაში...

ძალიან სერიოზული გამოსვლები გვქონდა. მაგრამ მე ვერაფერს ვიმახსოვრებდი. თან ბოლო ორი გოგო ვიყავით, ყველაზე მაღლები და ბოლოს უნდა გამოვსულიყავით... მუსიკა მესმის, სმენა და რითმის გრძნობაც წესით მქონდა, მაგრამ ვერანაირად ვერ ვახერხებდი სწორად გასვლას...

ვუყურებდი ამ გოგოს და მას მივყვებოდი, ზუსტად ისე, როგორც ის დადიოდა. უკან მივდევდი, არადა ბოლოს ორივე სხვადასხვა მხარეს უნდა წავსულიყავით.

და ვინც წაგვიყვანა და ის მთავარი ხელმძღვანელი ვინც იყო, ქვემოთ იჯდა და გიჟდებოდა - რა გჭირს გოგოო...

ხან მუსიკა რჩებოდა უკან, ხან მე ვრჩებოდი მარტო. ნუ, რაღაც ძალიან გამწარებული ვიყავი... მაგრამ მთავარი რა იყო იცით? ძალიან პროფესიონალები იყვნენ ის გოგოები და არ იცინოდა არავინ. არ დამცინოდნენ...

მე ვიცინოდი მარტო, ვრჩებოდი უკან უბედური და ვიცინოდი...

სხვათა შორის, არ გაგეცინოთ და ძალიან დიდი წარმატება მქონდა. მერე სულ კითხულობდნენ, სადაა ის გოგო რომ იცინოდა, რა კარგი გოგო იყოო," - იხსენებს მომღერალი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გახსენებაეკა მამალაძემომღერალისამოდელო
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026