Logo

„ის, რაც ჩემს პირად ცხოვრებაში მოხდა, უსამართლობად მიმაჩნდა“ - სოფია ბზეკალავას გულახდილი საუბარი

„ის, რაც ჩემს პირად ცხოვრებაში მოხდა, უსამართლობად მიმაჩნდა“ - სოფია ბზეკალავას გულახდილი საუბარი

10/18/2026

ტექსტის ზომა

ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ, ეკა ჩხეიძის გადაცემაში „პირველი სტუდია“, იმ მოვლენებზე ისაუბრა, რომლებმაც მისი ასტროლოგიით დაინტერესება განაპირობა. ასტროლოგმა გულახდილად გაიხსენა, როგორ მიიყვანა პირადი ცხოვრებით გულნატკენი გოგონა პასუხების ძიებამ ასტროლოგიაში...

"ასტროლოგია ისე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, მე საერთოდ არ ვგეგმავდი... არ მქონია განზრახული ამ პროფესიაში შევსულიყავი და სიღრმისეულად მესწავლა... უბრალოდ მოხდა რაღაც მოვლენები ჩემს თავს, სადაც ვერ ვიპოვე კითხვებზე პასუხები "რატომ?.."

ის რაც მოხდა, ჩემთვის იყო უსამართლობა და ვერ ვხვდებოდი სადა დავუშვი შეცდომა და რატომ მოხდა ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი... ეს ეხებოდა ჩემს პირად ცხოვრებას - რაღაც კონკრეტულ სიტუაციებს და მოლოდინებს და ეს იმდენად მტკივნეული იყო ჩემთვის, მქონდა პროტესტი... ვისაც ვეკითხებოდი (ასეთ დროს ბუნებრივია მეგობრებთან ცდილობ განიხილო, რა მოხდა, რატომ , ეძებ პასუხებს) და ვცდილობდი ამ კითხვებზე პასუხების პოვნას, ვერავინ და ვერაფერმა ვერ მაპოვნინა. "დრო გავა და გაგივლის", - რასაც გეუბნებიან ასეთ დროს, ეს არ იყო საკმარისი...


საბოლოოდ პასუხები ჩემს კითხვებზე ასტროლოგიაში ვიპოვე.
ასტროლოგიამ დამანახა მიზეზ-შედეგობრიობა. ის, რომ არაც არ უნდა რთულ სიტუაციაში მოვხვდეთ და რაც არ უნდა რთულ და გაუსაძლის სიტუაციად გვეჩვენებოდეს (ესეც პირობითია რა გვეჩვენება რთულად), ყველაფერს აქვს ლოგიკა, ყველაფერს აქვს მიზეზი ან შედეგი... უბრალოდ და უმიზეზოდ არაფერი ხდება...

ამიტომ როცა პროტესტი გვაქვს მოვლენების მიმართ, ყოველთვის უნდა დავფიქრდეთ, რისი მიზეზია ეს ან რისი შედეგია, იმიტომ რომ სამყარო ძალიან სამართლიანია... ხშირად მეკამათებიან ისინი, ვინც ჩახედული არ არის სიღრმისეულად ასტროლოგიას და ეზოთერიკაში, ამბობენ რომ უსამართლოა , მაგრამ ამ ყველაფერს აქვს ახსნა. ყველაფრის ახსნა შეიძლება, ოღონდ არა ყველასთვის," - თქვა ასტროლოგმა.

წყარო: პირველი სტუდია

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ასტროლოგიინტერვიუსოფია ბზეკალავაცხოვრება
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026