
10/22/2026
ლეგენდარული ფეხბურთელის, ყოფილი კაპიტნის, 54 წლის გიორგი ნემსაძის მოულოდნელმა გარდაცვალებამ საზოგადოება დაამწუხრა.
უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ფეხბურთელს ერთი თვის წინ მამა გარდაეცვალა.
"ნემსა, მიყვარხარ, მომენატრები" - წერს შოთი არველაძე.
ბრიტანული მეგა გამოცემა The Sun-ის სპორტული დამატება The Sun Football-ი აქვეყნებს ქარდს წარწერით - ძალიან სამწუხარო ამბავი:

გიორგი ნემსაძე თამაშობდა შოტლანდიურ კლუბ „დანდიში“ (Dundee F.C.), სადაც ის გულშემატკივრებსა და კლუბს ძალიან უყვარდა. მისი გარდაცვალება შოტლანდიურმა კლუბმაც ოფიციალურად გამოეხმაურა.

ნინო ონიანი: ცუდი ამბავია ჩვენს სამეზობლოში… ძალიან ცუდი ამბავი…
გია ნემსაძე - ლეგენდარული ფეხბურთელი წავიდა ამ ქვეყნიდან… უჩუმრად, უხმაუროდ… ისე, როგორც მის ხასიათს შეეფერებოდა.
ბევრს წერენ, ბევრს ამბობენ, აქებენ და ამკობენ დამსახურებულად…
მაგრამ ვფიქრობთ, გიას ყველაზე დიდი ღირსება მისი ადამიანობა იყო.
ოქროს კაცი…
თავმდაბალი, თბილი, ღიმილიანი და თავისი უბრალოებით გამორჩეული.
ერთ სადარბაზოში 20 წელზე მეტი ვიცხოვრეთ. ამ წლებმა დაგვანახა, რომ დიდი სპორტსმენის მიღმა კიდევ უფრო დიდი ადამიანი იდგა.


გიას განსაკუთრებული ოჯახი ჰყავს, საოცარი მეუღლე და არაჩვეულებრივი შვილები.
გულით ვიზიარებ თქვენი ოჯახის უდიდეს ტკივილს. ღმერთმა მოგცეთ ძალა და გამძლეობა ამ მძიმე დანაკარგის გადასატანად.
მშვიდობით, გია…
შენი ადამიანობა და შენთან დაკავშირებული თბილი მოგონებები დარჩება ჩვენთან, შენს სამეზობლო-სამეგობროსთან.
ნათელი შენს სულს.

გააზიარე სტატია